FM97.5 / LIVE

ქეთევან ხმალაძის საქმეზე ყაჩაღობისას მოკლულის შვილი დაკითხეს

მთავარისიახლე, სამართალი 05.07.2016
„ზამასკიანი“ მანქანა და ნინოწმინდაში, ჩარენცის ქუჩაზე, 13 იანვრის ღამეს მომხდარი; რას ყვებიან ქეთევან ხმალაძის საქმეზე დაკითხული მოწმეები;

ქეთევან ხმალაძის საქმეზე ყაჩაღობისას მოკლულის შვილი დაკითხეს

დღეს, 5 ივლისს, ნინოწმინდაში მომხდარი ქურდობისა და ყაჩაღობის საქმეზე ჩვენება ხუთმა მოწმემ მისცა, მეექვსე კი არ გამოცხადდა. მათი დაკითხვა დაზარალებულის უფლებამონაცვლის, გარდაცვლილის შვილის ბაგრატ სააკიანის ჩვენებით დაიწყო.

13 იანვრის ღამეს, როცა მის სახლში ყაჩაღობა და მკვლელობა მოხდა, თავად ერევანში ნათესავთან იყო. მომხდარის შესახებ სააკიანმა სომხეთში ტელეფონით გაიგო. ჩამოსულს მეუღლე ნაცემი დახვდა, ამბობს რომ სახე ჰქონდა დაზიანებული: „თავს დაესხნენ, გაუკოჭიათ. მანამდე კარზე ქალს დაუკაკუნებია. ჩემ მეღულეს უთქვამს ფული გინდათ, თუ ოქრო, წაიღეთო. იმათ უპასუხიათ, ფულსაც წავიღებთ და ყველაფერსო“.

სააკიანის თქმით, იმ ღამეს სახლში ფული არ ჰქონდათ, თუმცა ოქრო იყო: „არაფერი წაუღიათ. ვერ მოასწრეს. პაროლი ჰქონდათ, როგორც კი დაურეკავდნენ, უნდა წასულიყვნენ. თან ჩემ სახლთან სულ მოძრაობაა, ხან ტაქსი მოდის, ხან რა“.

ბაგრატ სააკიანს, როგორ თავად ამბობს, ნინოწმინდაში რესტორანი და მაღაზია აქვს. თავად ყოველ დღე ნინოწმინდის ცენტრში ფულს ახურდავებს. ამბობს, რომ მას ვიღაც უთვალთვალებდა.

„ჩემი მანქანის გვერდით იდგა მანქანა, მძღოლს თავი ჰქონდა გამოყოფილი, უჩვეულოდ იყურებოდა ჩემ მანქანაში“, – იხსენებს სააკიანი და ამატებს, რომ დახურდავებისას ფულის ნაწილი თან, ნაწილი კი სწორედ მანქანაში ჰქონდა, დღის განმავლობაში კი სახლიდან 10–12 ათასი გამოჰქონდა.

სააკიანს გამოძიებისას მიცემულ ჩვენებაში იმის შესახებ, რომ მას უთვალთვალებდნენ, ნათქვამი არ აქვს. ამის შესახებ სასამართლოში თავად განაცხადა და ეს ასე ახსნა: „მაშინ განერვიულებული ვიყავი, ეს მერე ნელ–ნელა მეხსიერებაში აღვიდგინე“.

სააკიანის თქმით, მის მეუღლეს გამოძიება სავარაუდო დამნაშავეების ფოტოებს პერიოდულად უჩვენებდა. იქიდან ერთი ქალი ამოიცნო: „ეს კაციც იყო“ ,– მიუთითა დარბაზში მჯდომ ერთ–ერთ ბრალდებულზე თემურ ბ–ზე სააკიანმა.

მის შემდეგ ჩვენება ნინოწმინდაში ერთ–ერთმა ტაქსის მძღოლმა, სააკიანის მეზობელმა და სოფელ სპასოვკაში მცხოვრებმა ორმა მამაკაცმა მისცა.

ტაქსის მძღოლმა სააკიანის მეზობელი იმ ღამეს სახლში მიიყვანა. მან სასამართლოში განაცხადა, რომ ამ დროს სააკიანების სახლთან „ზამასკიანი“ მანქანა შენიშნა.

როგორც წინა სასამართლო პროცესზე ერთ–ერთმა ბრალდებულმა ივანე გ–მ ჩვენებაში თქვა, სააკიანის სათვალთვალოდ მისი „დაშკურკული“ მანქანით იყვნენ და ბრალდებულები „ვალუტჩიკის“ სახლთან სწორედ ამ მანქანიდან ჩამოსვა.

„ზამასკიანი“ მანქანა რომ იდგა იმ ოჯახთან, რომელიც 13 იანვრის ღამეს დააყაჩაღეს, ეს სასამართლო დარბაზში სააკიანების მეზობელმაც დაადასტურა.

მათ შემდეგ ჩვენება სპასოვაკში მცოხვრებმა იმ ორმა პირმა მისცა, რომლებიც ერთ–ერთ ბრალდებულს ივანე გ–ს თოვლში ჩარჩენილი მანქანის ამოყვანაში დაეხმარნენ. ივანე გ–მ თავის ჩვენებაში განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც „ვალუტჩიკის“ სახლიდან გამოსული თემურ ბ. და ქეთევან ხმალაძე მას მანქანაში ჩაუსხდნენ, სპასოვკისკენ წავიდნენ, თუმცა აქ მანქანა გზაში გაიჭედა, ამიტომ თავად იქ დარჩენა მოუწია.
სპასოვკელი მერაბ მიქელაძე და ნიკოლაი კუბლაკოვი სასამართლოში მოყვნენ თუ როგორ დაეხმარნენ ივანე გ–ს მანქანის თოვლიდან ამოყვანაში: „გვითხრა, კარტოფილი უნდა გვეყიდა, აქ იმიტომ ვართ ჩამოსულიო“.

ასევე, ორივე მათგანმა განაცხადა სასამართლოში, რომ მანქანას „ზამასკა“ ჰქონდა. გაკეთებული.

„პროკურატურაში ნამეცადინები ჰყავთ მოწმეები, რომ რაც შეიძლება ბევრჯერ ახსენონ ეს „ზამასკა“. დღეს არცერთ მოწმეს მნიშვნელოვანი არაფერი უთქვამს“, – ამბობს ქეთევან ხმალაძის ადვოკატი ირაკლი ბარძიმაძე.

შეგახსენებთ, ნინოწმინდაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ჯგუფურ ყაჩაღობაში ბრალდებით ქეთევან ხმალაძე ხუთ პირთან ერთად 16 იანვარს დააკავეს.18 იანვარს ერთ–ერთი დაკავებული გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ქეთევან ხმალაძის საქმეზე პოლიციელები დაკითხეს
ქეთევან ხმალაძის საქმეზე ბრალდების მხარემ დასკვნითი სიტყვა წაიკითხა
რას ჰყვება ქეთევან ხმალაძის საქმეზე ერთ–ერთი ბრალდებული
ქეთევან ხმალაძემ პროტესტის ნიშნად სასამართლო დარბაზი დატოვა
ქეთევან  ხმალაძის საქმეზე მხარეებმა შესავალი სიტყვები წაიკითხეს
ქეთევან ხმალაძის საქმე სრულდება – დღეს   საბოლოო სიტყვები წაიკითხეს
მოსამართლის განმარტებები ხმალაძის საქმის განაჩენზე