FM97.5 / LIVE

ქეთევან ხმალაძე გამომძიებელ გიორგი ფარცახაშვილს: „რატომ მირტყამდი?!“

მთავარისიახლე, სამართალი 06.09.2016
გამომძიებელ ფარცახაშვილის ხმაურიანი დაკითხვა და მისი მექანიკური შეცდომა საგამოძიებო ღონისძიებისას; პოლიციის თანამშრომელი, რომელიც ხმალაძემ ცემაში დაადანაშაულა.

ქეთევან ხმალაძე გამომძიებელ  გიორგი ფარცახაშვილს: „რატომ მირტყამდი?!“
დღეს, 6 სექტემბერს სამცხე–ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივ–გამომძიებელი გიორგი ფარცახაშვილი ახალციხის რაიონულ სასამართლოში ჩვენებას, დაახლოებით, სამი საათის განმავლობაში აძლევდა. იგი ნინოწმინდაში მომხდარი ყაჩაღობისა და მკვლელობის საქმეში ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შესახებ იკითხებოდა.

მან ნინოწმინდაში 13 იანვარს ყაჩაღობისა და მკვლელობის ადგილი, ასევე ბრალდებულების ტელეფონები დაათვალიერა, დანიშნა სხვადასხვა საგამოძიებო ექსპერიმენტები, დააკავა ერთ–ერთი ბრალდებული ნოდარ ა. და ამავე ბრალდებულთან ჩაატარა საგამოძიებო ექსპერიმენტი. ექსპერიმენტი სოფელ ტყემლანაში ქეთევან ხმალაძის სახლიდან, ანუ იმ ადგილიდან, სადაც საქმის მასალების მიხედვით ყაჩაღობა დაიგეგმა, ნინოწმინდამდე მიმდინარეობდა.

„ნოდარ ა–მ მიუთითა საიდან შევიდნენ ნინოწმინდაში სახლში. გვაჩვენა ადგილი, სადაც მას და თემურ ბ–ს სონიკმა [ყაჩაღობისას გარდაცვლილი] წინააღმდეგობა გაუწია. თემურმა ცემა დაუწყო და ნოდარ ა. „სკოჩის“ მოსატანად გაგზავნა, თუმცა, გარეთ გასულს მათი მანქანა იქ აღარ დახვდა. მერე მანქანაში თემურმა თქვა, რომ არ დამემორჩილა და მოვკალიო“, – იხსენებს ფარცახაშვილი ნოდარ ა–სთან ჩატარებულ საგამოძიებო ექსპერიმენტს.

მისივე თქმით, ბრალდებულმა ექსპერიმენტის დროს მიუთითა ის სავარაუდო ადგილები, სადაც თემურ ბ–ს მიერ მიწოდებული სისხლიანი დანა მანქანის ფანჯრიდან გადააგდო, შემდეგ კი მისი სისხლიანი ტანსაცმელიც თოვლში დამალა.

ფარცახაშვილმა, როგორც თავად აცხადებს, ქეთვან ხმალაძის ამოცნობის ექსპერიმენტიც ჩაატარა. თუმცა, სხდომაზე ადვოკატმა ზურაბ როსტიაშვილმა ამოცნობის ოქმი წარმოადგინა, რომელსაც ხელს პროკურორი ვასილ ოსიძე აწერს.

ფარცახაშვილმა ამას მექანიკური შეცდომა უწოდა: „ამოცნობა ნინოწმინდის პოლიციაში ჩატარდა, იქ კომპიუტერთან პროკურორიც იჯდა. ალბათ პროკურორი რომელ კომპიუტერთანაც მუშაობდა, მეც იქ დავჯექი, ამიტომ მისი პროგრამა იყო გახსნილი და ავტომატურად ოქმი მისი სახელით და გვარით შეივსო, ხელმოწერის გრაფაშიც ოსიძე ავტომატურად მიეთითა“.

რაც შეეხება, ნოდარ ა–ს დაკავებაში ფარცახაშვილის მონაწილეობას, აქ დაცვის მხარის წარმომადგენლებმა გამომძიებელი ბრალდებულის ცემაში დაადანაშაულეს.

მათი თქმით, ბრალდებულის დაკავებისას ფარცახაშვილმა და მასთან ერთად მყოფმა პირებმა არაპროპორციული ძალა გამოიყენეს და ნოდარ ა–ს სახეზე დაზიანებები სწორედ ამიტომ ჰქონდა. აღნიშნული ფარცახაშვილმა კატეგორიულად უარყო და განაცხადა, რომ მსგავს ფაქტს მისი მხრიდან ადგილი არ ჰქონია: „ფიზიკური კი არა სიტყვიერი შეურაცხყოფაც კი არავისთვის მიმიყენებია“.

თუმცა, სასამართლო დარბაზში ფარცახაშვილი ცემაში კიდევ ერთმა ბრალდებულმა ქეთევან ხმალაძემაც დაადანაშაულა.

„ეს მარჯვენა ხელი და მოტეხილი თითი თქვენი ცემის შედეგია! რატომ მირტყამდით?! რა ინფორმაციის მიღება გინდოდათ ჩემგან?!“ – ჰკითხა ხმალაძემ ფარცახაშვილს.

„მე მოგტეხეთ თითი?! არ მიცემიხართ, არცერთი ბრალდებული არ მიცემია“, – უპასუხა ფარცახაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პოლიციელების მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტებს პროკურატურა სსკ–ის 333–ე მუხლით იძიებს.

ასევე, შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 13 იანვარს ნინოწმინდაში მომდარი ყაჩაღობისა და მკვლელობის საქმეზე 6 პირი 2016 წლის 16 იანვარს დააკავეს. მათ შორის ხუთს ჯგუფურ ყაჩაღობაში, ერთს ყაჩაღობასთან ერთად მკვლელობაში, ერთს კი დანაშაულის შეუტყობინებლობაში ადანაშაულებენ.

მომავალი სხდომა, 7 სექტემბერს 13:00 საათზე გაიმართება.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ქეთევან ხმალაძის საქმეზე ბრალდების მხარემ დასკვნითი სიტყვა წაიკითხა
ბრალდებულები პოლიციელს ცრუ  ჩვენების მიცემაში ადანაშაულებენ
ქეთვან ხმალაძის საქმე დასკვნით ეტაპზე გადავიდა
ქეთევან ხმალაძის საქმეზე ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა დასრულდა
ქეთევან ხმალაძის საქმეზე პოლიციელები დაკითხეს
ქეთევან ხმალაძის საქმეში ბრალდებულების შესაძლო ცემის ფაქტს პროკურატურა იძიებს
9 წელი ქეთევან ხმალაძეს, 11 წელი დანარჩენებს და ერთი გამართლებული – ხმალაძის საქმე დასრულდა