FM97.5 / LIVE

ახალციხელი მხატვრების ნახატების გამოფენა გაიხსნა

მთავარი 17.01.2013
ახალციხეში, სასტუმრო „ლომსიაში“, ადგილობრივი თანამედროვე მხატვრების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა

ახალციხელი მხატვრების ნახატების გამოფენა გაიხსნა
გამოფენა-გაყიდვა, სატუმროს დარბაზში, დაახლეობთ ერთი საათია რაც გაიხსნა. ღონისძიებას, გარდა ადგილობრივი სტუმრებისა, ახალციხეში ფილმის გადასაღებად ჩამოსული უცხოელი დამთვალიერებლებიც ესწრებიან.

რამდენიმე დღეა, რაც ახალციხის ციხეში, ქართულ-რუსულ-ბრიტანულ-გერმანული პროექტის, ”ეპიკის” ფარგლებში, კომედიური ჟანრის ფილმისთვის სცენებს იღებენ. გადაღებები ახალციხის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლებშიც მიმდინარეობს.

„სტუმრებმა გამოთქვეს სურვილი ჩვენი შემოქმედება ენახათ. ქალაქში, სამწუხაროდ, საგამოფენო დარბაზი არ გვაქვს, სადაც მსგავს ღონისძიებებს გავმართავთ. ამიტომ, ადგილობრივი მხატვრების ნამუშევრები სასტუმროში გამოვფინეთ“, - გვითხრა ღონისძიების ორგანიზატორმა ნანა ნათენაძემ.

„ლომსიაში“, გარდა ნახატებისა, გამოფენილია სხვადასხვა სახის სუვენირები მაღაზია „მესხური ბრენდიდანაც“.

ღონისძიებაში ხუთი მხატვარი მონაწილეობს. ნათენაძის თქმით, აქ წარმოდგენილ მხატვრებს შორის ყველაზე მეტ ნახატს მხატვარი რეზო ხითარიშვილი ყიდის.

ხითარიშვილმა ხატვა 80-იანი წლებიდან დაიწყო და როგორც ამბობს, ხშირად მისი ნახატები საზღვარგარეთაც იყიდება: „ვყიდი შოტლანდიაში, გერმანიაში, თურქეთში... ამ ქვეყნებში არაერთ მხატვარს ვიცნობ. ჩემი ნახატები ყველაზე მეტად ავანგარდული ნიშნებით ხასიათდება, თუმცა, ვხატავ იმას და იმ ჟანრში, რისი მუზაც მომდის“.

„ლომსიას“ დარბაზში ადგილობრივი მხატვრების ნამუშევრები სამი კვირის განმავლობაში იქნება გამოფენილი. მათი ნახვა ნებისმიერ მსურველს შეეძლება.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

მესხი მხატვრების გამოფენა „ახალციხის ციხეზე“
ახალციხეში ნახატები  და ხალხური რეწვის ნიმუშები გამოფინეს
მესხი მხატვრების გამოფენა ბორჯომის პარკში [photos]
ახალციხის ციხეში ადგილობრივი მხატვრის გამოფენა გაიხსნა
ახალციხის ციხეში ისევ გადაღებებია
ახალციხის ციხეზე ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა – გაყიდვა მიმდინარეობს
'ახალციხის ციხეზე' ქუთაისელი მხატვრის გამოფენა გაიხსნა [ფოტო]