FM97.5 / LIVE

ახალციხეში ნახატები და ხალხური რეწვის ნიმუშები გამოფინეს

მთავარისიახლე, საზოგადოება 26.05.2018
დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ახალციხის ციხეზე ნახატების და ხალხური რეწვის ოსტატების ნამუშევრების გამოფენა–გაყიდვა მიმდინარეობს.

ახალციხეში ნახატები  და ხალხური რეწვის ნიმუშები გამოფინეს

ახალციხის ქვედა ციხის ტერიტორიაზე ნებისმიერ მსურველს შეუძლია დაათვალიეროს და ასევე, შეიძინოს ხალხური რეწვის ოსტატების, ადგილობრივი მხატვრებისა და ვარძიის დედათა მონასტრის დედების მიერ შესრულებული ნამუშევრები.

აქ გამოფენილია თექა, ვიტრაჟი, ფაიფური, სამოსი, ჭურჭელი, სამკაულები, ხალიჩა–ფარდაგები და სუვენირები.

„გამოტანილი მაქვს ობობის ნახევარსაუკუნოვანი ქსელით გაკეთებული ნახატი, ასევე, აკრილის საღებავებით და გამომშრალი მცენარეებით შესრულებული ნამუშევარი. გამოვფინე ჩემი დახატული მესხური ზამთარიც“, – ამბობს მხატვარი ირმა მერაბიშვილი.

ახალციხის სამხატვრო სკოლის დირექტორის ნანა ნათენაძის თქმით, დღეს მათ ციხის ტერიტორიაზე მოსწავლეების მიერ შესრულებული საუკეთესო ნამუშევრები წარმოადგინეს: „ძირითადად ზეთში და გუაშში გაკეთებული ნახატები გამოვფინეთ“.

ხალხური რეწვის ოსტატმა მაია მაისურაძემ გასაყიდად ციხეზე თექის სამკაულები, ყელსაბამები, სამაჯურები, სუვენირები, ჩანთები, ჟილეტები, ხურჯინები და ჩოხები გასაყიდად გამოიტანა: „ჩემ ნამუშევრებს თბილისში ვყიდი, 12 წელია ამ საქმით ვარ დაკავებული“.

ახალციხის ციხეზე გამოფენა–გაყიდვა 19:00 საათამდე გაგრძელდება.

ახალციხეში ნახატები  და ხალხური რეწვის ნიმუშები გამოფინეს

ახალციხეში ნახატები  და ხალხური რეწვის ნიმუშები გამოფინეს

ახალციხეში ნახატები  და ხალხური რეწვის ნიმუშები გამოფინეს

ახალციხეში ნახატები  და ხალხური რეწვის ნიმუშები გამოფინეს

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ხალხური რეწვის ნამუშევრების გამოფენა ახალციხის ციხეზე [ფოტო]
ახალციხის ციხეზე ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა – გაყიდვა მიმდინარეობს
ახალციხის ციხეზე ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა – გაყიდვა გაიხსნა
რა ღონისძიებები მიმდინარეობს  ახალციხის ციხეზე [ფოტო]
სამხატვრო სკოლაში გამოფენა მოეწყო
ახალციხის ციხეზე 80 რეწვის ოსტატის ნამუშევრებია გამოფენილი [Video]
იზოლირებული გამოფენა და უკმაყოფილო რეწვის ოსტატები