FM97.5 / LIVE

ახალციხის ციხეში ისევ გადაღებებია

მთავარი 15.01.2013
ახალციხის ციხეში ქართულ-რუსულ-ბრიტანულ-გერმანული პროექტის, ”ეპიკის” ფარგლებში კომედიური ჟანრის ფილმისთვის სცენებს იღებენ. სპეციალურად გადაღებისთვის, დროებით შეცვლილია დროშა ციხის ყველაზე მაღალ კოშკზე.

ახალციხის ციხეში ისევ გადაღებებია
ფილმში მოვლენები გამოგონილ ქვეყანაში ვითარდება. ფილმის მთავარ როლებს მეთიუ მაქფედიენი და მაიანა ბურინგი ასრულებენ.

საქართველოს მხრიდან ფილმის პროდუსერი ვლადიმერ კაჭარავაა, ბრიტანეთს მხრიდან მაიკ დაუნი და ტენ ტეილორი, ხოლო გერმანიის მხრიდან დანიელ ზუტა.

”ფილმს იღებს ინგლისელი რეჟისორი ბენ ხოპკინსი, დამდგემელი ოპერატორი გერმანელია, მეორე რეჟისორი კი ხორვატი. ასე, რომ ფილმის სტაფი საკმაოდ მრავალეროვანია”, - ამბობს წარმოების მენეჯერი დალი ნარიმანიძე .

ფილმის გადაღებები ახალციხიდან დაიწყო. გარდა ციხის ტერიტორიისა, ფილმისთვის სცენებს სოფელ ძველშიც იღებენ. გადაღებები დღეს დაიწყო და 19 იანვრამდე გაგრძელდება.

”გადაღებები15 იანვარს ახალციხეში, რაბათის ტერიტორიაზე დავიწყეთ, პარალელურად, მიმდინარეობს მოსახლეობის გადაღება სოფელ ძველშიც. ახალციხის შემდეგ ფილმის გადაღება საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გაგრძელდება ”, - განმარტავს დალი ნარიმანიძე.

ფილმის გადაღება 20 თებერვალს დასრულდება. ხოლო, მაყურებელი მას ტელეეკრანზე 2014 წელს იხილავს.

შეგახსენებთ, რომ ციხის ტერიტორიაზე გადაღო სცენები ბოლივუდმა, ფილმისთვის ”სხვა სამყარო”. ასევე, სტუდია “ჯი დი ეს”-მა დოკუმენტური ფილმისთვის ”დროის მანქანა”. ციხეში გადაიღო საიმიჯო კლიპი ანსმაბლმა ”სუხიშვილებმა” და ასევე, ახალციხის ციხის ტერიტორიაზე მიმდინარეობდა სოფო ნიჟარაძისა და ხუაკინ კორტესის ვიდეო-კლიპის გადაღებაც.

ახალციხის ციხეში ისევ გადაღებებია

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის ციხეში დოკუმენტური ფილმის სცენებს იღებენ
ახალციხის ციხეში ბოლივუდი ფილმს იღებს
ახალციხის ციხეში კლიპს იღებენ
რაბათში ბოლივუდის რომანტიკული თრილერის სცენებს იღებენ
ბორჯომის პარკში ინდური ფილმის სცენები გადაიღეს
მოტომრბოლელმა  Cocco–მ  ახალციხის ციხეზე ფილმისთვის ეპიზოდი გადაიღო
დოკუმენტური ფილმის „რა ვიცი...“ ჩვენება და დისკუსია ახალციხეში