FM97.5 / LIVE

სოფელ ჩუნჩხაში ძლიერმა სეტყვამ ნათესები გაანადგურა

მთავარისამართალი » შემთხვევა 11.07.2016
ძლიერმა სეტყვამ ახალქალაქის სოფელი ჩუნჩხა დააზიანა. ადგილობრივების თქმით, განადგურებულია ბოსტნეული და მარცვლეული კულტურები.

სოფელ ჩუნჩხაში ძლიერმა სეტყვამ ნათესები გაანადგურა
შორენა თეთვაძის ფოტოები

ძლიერი სეტყვა და წვიმა სოფელ ჩუნჩხაში 10 ივლისს, დაახლოებით 16:30 საათზე დაიწყო. როგორც ადგილობრივები ამბობენ, დაზიანებულია ჰექტრობით სასოფლო–სამეურნეო სავარგულები, სადაც მოსახლეობას ძირითადად კარტოფილი და მარცვლეული კულტურები ეთესა.

"ჩვენთან მიწა ჰექტრობით მუშავდება და ყველაფერი განადგურდა. გარდა ამისა, სახლებთან, ეზოებში ვისაც ბოსტნეული ეთესა, სულ დაზიანდა. ზოგს აქვს დაზღვევა, მაგრამ მარცვლეული, როგორც ვიცი, დაზღვეული არ აქვთ.სოფლის გამგებელს მივაწოდეთ ინფომაცია, რომ მისულიყვნენ დ აადგილზე ენახათ“, – ამბობს ჩუნჩხაში მცხოვრები შორენა თეთვაძე.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგებლის, ედუარდ აღასარიანის თქმით, ამ დროისათვის, მათ ინფორმაცია მხოლოდ სოფელ ჩუნჩხის შესახებ აქვთ.

"ჯერ არ ვიცით, იყო თუ არა სტიქია სხვა სოფლებში. ახლა ვაზუსტებთ მონაცემებს. შექმნილია ზარალის დამთვლელი კომისია და იწავლობს ვითარებას. დაიტბორა თუ არა სახლები, ამის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გვაქვს“, – ამბობს ედუარდ აღასარიანი.

სოფელ ჩუნჩხაში ძლიერმა სეტყვამ ნათესები გაანადგურა
შორენა თეთვაძის ფოტოები

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალქალაქი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალქალაქის სოფლები დაისეტყვა
ახალქალაქში სეტყვამ ასობით ჰექტარზე ნათესები გაანადგურა
სოფელ ჩუნჩხაში სკოლის შენობა დაიწვა
სოფელ ჩუნჩხაში ქარმა სახურავი სახლებსაც გადახადა [Photo/Video]
სოფელ ჩუნჩხაში ქარმა ელექტროსადენები დაწყვიტა
ადგილობრივი: წნისში სეტყვამ მოსავლის 70 პროცენტი გაანადგურა
სოფელ ჩუნჩხაში ქარმა რიტუალების სახლს სახურავი გადახადა [Photo]