FM97.5 / LIVE

სოფელ ჩუნჩხაში სკოლის შენობა დაიწვა

მთავარისიახლე, საზოგადოება, განათლება 01.11.2016
დღეს, 1 ნოემბერს ახალქალაქის მუნციპალიტეტის სოფელ ჩუნჩხაში სკოლის შენობა დაიწვა, შემთხვევას მსხვერპლი არ მოყოლია. ადგილობრივებმა მოსწავლეების და მასწავლებლების გამოყვანა დროულად შეძლეს.

სოფელ ჩუნჩხაში სკოლის შენობა დაიწვა
სოფელ ჩუნჩხაში საჯარო სკოლის შენობას ცეცხლი დაახლოებით 13:30 საათზე გაუჩნდა. გამგებლის წარმომადგენელის განმარტებით ხანძარი სახურავში გაჩნდა, რის გამოც სკოლის შენობა მთლიანად დაიწვა.

"სასწავლო პროცესი მიმდინარეობდა, ბავშვების გამოყვანა მოვასწარით. სავარაუდოდ ღუმელისგან გაჩნდა, ხის შენობა იყო და მთლიანად დაიწვა", – აცხადებს გამგებლის წარმომადგენელი სოფელ ჩუნჩხაში გიორგი ზარიძე.


მისი თქმით, შემთხვევის ადგილზე მობილზებულია საპატრულო პოლიცია:"სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახება არ გახდა საჭირო. ბავშვები კარგად არიან. ნაწილი სასკოლი ინვენტარი გამოვიტანეთ, ნაწილი დაიწვა".

აღნიშნულ სკოლაში მოსწავლეები ორი სოფლიდან:პტენიდან და ჩუნჩხიდან დადიოდნენ:"სკოლაში იმ დროს სოფელ პტენის მოსწავლეები იმყოფებოდნენ", – ამბობს გიორგი ზარიძე.

როგორც ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე შალვა ბალახაშვილი განმარტავს. ჩუნჩხის საჯარო სკოლა ორ შენობაში იყო განთავსებული აქედან მხოლოდ ერთი დაიწვა, მეორე შენობას კი საფრთხე აღარ ემუქრება.

თვალი ადევნეთ ვებგვერდს. დეტალურ ინფორმაციას მოგვიანებით მოგაწვდით.

[თინათინ ზაზაძე, ახალქალაქი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სოფელ ღორთუბანში სკოლის შენობა მთლიანად დაიწვა
ჩუნჩხის დამწვარი სკოლის მოსწავლეები დროებით სხვა შენობაში სწავლობენ [Photo/Video]
სოფელ ჩუნჩხაში სკოლა აშენდება
სოფელ ფერსაში კლუბის შენობა დაიწვა [Photo]
სოფელ ბენარაში შენობა დაიწვა
ახალქალაქში, სოფელ ჩუნჩხაში ახალი სკოლა აშენდება
ხარჯამში საცხოვრებელი სახლი ნაწილობრივ დაიწვა