FM97.5 / LIVE

პრობლემები ახალციხის სახანძროში

მთავარისაზოგადოება 02.02.2013
მოძველებული ტექნიკა, არასაკმარისი აღჭურვილობა და პროფესიონალი კადრების სიმცირე; რა პრობლემები აქვს ახალციხის მუნიციპალიტეტის სახანძრო დაცვის სამსახურს და რა გეგმები აქვს სამსახურის ახალ ხელმძღვანელს

პრობლემები ახალციხის სახანძროში
ახალციხის მუნიციპალიტეტის სახანძრო დაცვის სამსახურში ხელმძღვანელი მიმდინარე წლის დასაწყისში შეიცვალა. პაატა კბილაშვილი ამ თანამდებობაზე მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის გადაწყვეტილებით დაინიშნა. ბესიკ ხითარიშვილის განმარტებით სახანძრო დაცვის სამსახურის ყოფილმა ხელმძღვანელმა პაატა ლეკიშვილმა თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.

- „ნებისმიერი სამსახურის უფროსი, რომელიც შეიცვალა, საკუთარი განცხადების საფუძველზეა გათავისუფლებული. ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. მაგალითად რწმუნებულების შეთხვევაში, თანხა გამოყოფილი იყო და სამუშაო ვერ შეასრულეს, ეს მათი უნიათობის ბრალია, - განმარტავს ბესიკ ხითარიშვილი და ამატებს, რომ ყველა სამსახურის მუშაობას მოწვეული აუდიტი სწავლობს, რომელიც დეტალურ დასკვნას დადებს, - არ გამოვრიცხავ, რომ ამის შემდეგ შეიძლება რიგი ადამიანების პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს. თუ დარღვევები იქნება, ამ ინფორმაციას პროკურატურას გადავცემ“.

ახალი უფროსი სახანძრო დაცვის სამსახურის პრობლემებს უკვე გაეცნო. მისი თქმით, ყველა პრობლემა, რომელიც სამსახურში არსებობს გამგებლის მოვალეობის შემსრულებელს უკვე შეატყობინა და მისგან დაპირებაც მიიღო, რომ დაეხმარებოდა.

ბესიკ ხითარიშვილის თქმით, ტექნიკა, რომელიც სახანძრო დაცვის სამსახურს ამ ეტაპზე ჰყავს, თითქმის 20-30 წლის განმავლობაში არ გამოცვლილა. სამსახურს პროფესიონალი კადრების პრობლემაც აქვს.

ახალციხის მუნიციპალიტეტის სახანძრო დაცვის სამსახური მხოლოდ მუნიციპალიტეტის ტერიტორიას ემსახურება. თუმცა, სახანძროში ამბობენ, რომ საჭიროების შემთხვევაში მეზობელ რაიონებშიც უწევთ გასვლა. სახანძრო დაცვის სამსახურში ამ ეტაპზე 27 თანამშრომელია. მათ შორის, ოთხი მეხანძრე ქალაქ ვალეს ემსახურება, სადაც ერთი მანქანა მუდმივად მზადყოფნაშია. ახალციხეში კი სამი სახანძრო მანქანა მუშაობს.

- ”ადრე წელიწადში რამდენჯერმე ხდებოდა თანამშრომლების გადამზადება, ახლა ეს ყველაფერი პრობლემაა. კადრებიც არაა საკმარისი. როგორ შეიძლება ვალის სახანძრო დაცვის სამსახურში ოთხი თანამშრომელი მუშაობდეს?” - ამბობს გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი.

კადრების სიმცირეზე სახანძრო დაცვის სამსახურშიც საუბრობენ.

„პირველ რიგში საშტატო ერთეული უნდა დაემატოს. ინვენტარიც მოძველებულია და ახლის შეძენა გვინდა. მეხანძრეების უნიფორმა და სპეციალური ტანსაცმელიც გვჭირდება. ყველაფერი ეს უფროსმა მოხსენებაში ჩაწერა და გამგეობაში მიტანილია“, - ამბობს დავით ტალახაძე.

სახანძრო დაცვის სამსახურში ამბობენ, რომ ერთ-ერთი პრობლემა მაქნანის წყლის ავზის დაბალი ტევადობაა.

- „გამგებელი გვპირდება, რომ მანქანებს შევცვლით. ერთ მანქანაში ორი ტონა წყალი ეტევა. მოთხოვნა უკვე გაკეთებულია, რომ იქნებ ოთხ ტონიანი, ან ექვს ტონიანი მანქანები შეგვისყიდონ“, - განმარტავს კბილაშვილი და ამატებს, რომ დიდი ტევადობის მანქანების არსებობის შემთხვევაში ხარჯიც ნაკლები იქნება.

გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის თქმით, მეხანძრეებს არც საჭირო აღჭურვილობა და ტანსაცმელი აქვთ: ”დიდი ხანძარი რომ მოხდეს, აირწინაღებიც კი არ აქვთ”.

სახანძრო დაცვის სამსახურმა 2008 წელს უკრაინიდან საჩუქრად ორი სახანძრო მანქანა მიიღო, მათ შორის ერთი ვალეს, ერთი კი ახალციხეს ემსახურება.

- „მაგრამ ისინიც ორ-ტონიანია. სტაციონარს ეძახიან, ხანძრის დროს მანქანა ერთ ადგილას დგას და წყალს ბასეინიდან იღებს და ისე აფრქვევს. ყოფილა დიდი ხანძრები, როცა მანქანა წყლის ასაღებად მდინარეზე წასულა ან ორი მანქანით უნდა გახვიდე და ერთმანეთს ჩაენაცვლოს“, - ამბობს ახალციხის სახანძრო დაცვის სამსახურის თანამშრომელი დავით ტალახაძე.

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის დაქვემდებარებაში არსებულ სამსახურებში საკადრო ცვლილებები გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნის შემდეგ მიმდინარეობს. სახანძრო დაცვის სამსახურის ახალი უფროსი საკადრო ცვლილებების განხორციელებას არ აპირებს.

პაატა კბილაშვილი 1976 წელს დაიბადა. 1993 წელს ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარხნის საშუალო სკოლა დაამთავრა, რის შემდეგაც სწავლა ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მესხეთის ფილიალში, ისტორიის ფაკულტეტზე გააგრძელა. 2001 წელს გაზ-გასამართი სადგური „ბეთენიას“ დირექტორად დაინიშნა. 2009 წელს კი ახალციხის რაიონულ სასამართლოში კურიერად მუშაობდა. 2010 წელს ფირმა „აზერი შაიტში“ მუშაობდა, რომელიც თბილისი-კარწახის გზის მშენებლობის სამუშაოებს ასრულებდა. 2011 წელს კი რკინიგზაზე გააგრძელა მუშაობა.

„ნოემბრიდან რკინიგზის მშენებლობა დაიხურა. მერე გამგეობაში განცხადება მქონდა შეტანილი. აქედან გამომდინარე, სამუშაო გამოცდილება გაითვალისწინეს და სახანძროს უფროსად დამნიშნეს“, - ამბობს კბილაშვილი.

პრობლემები ახალციხის სახანძროში

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხელ მეხანძრეებს ახალი ფორმები გადაეცათ
კულტურის სამსახურს ახალი უფროსი ჰყავს
ახალციხის სახანძრო-სამაშველო სამსახურს შტატები ემატება
მუსხში საცხოვრებელ სახლს სახურავი დაეწვა
საგანგებო: სახანძრო ტექნიკის განაწილებისას სამცხე–ჯავახეთი პრიორიტეტი იქნება
ახალციხის  მერმა მოადგილეები და სამსახურის უფროსები დანიშნა
ბორჯომსა და აბასთუმანს ახალი სახანძრო მანქანები გადაეცა