FM97.5 / LIVE

მოხის კომისიის საქმიანობა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში

მთავარისიახლე, საზოგადოება 16.08.2017
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში რელიგიის თავისუფლების კუთხით არსებულ მდგომარეობაზე განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს 2014 წელს საგანგებოდ შექმნილ მოხის კომისიის საქმიანობას.

მოხის კომისიის საქმიანობა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში

2017 წლის 15 აგვისტოს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი გამოქვეყნებულ სპეციალურ ანგარიშში რელიგიის თავისუფლების კუთხით არსებულ მდგომარეობას აფასებს. ანგარიშის თანახმად, კონსტიტუციით სახელმწიფოსა და ეკლესიის გამიჯვნის მუხედავად, კანონმდებლობა და სახელმწიფო პოლიტიკა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პრეფერენცირებას ახდენს და სხვა რელიგიური ორგანიზაციებისგან განსხვავებით პრივილეგიებს ანიჭებს.

მითითებულია კონსტიტუციური შეთანხმებით მართლმადიდებელი ეკლესიისათვის მინიჭებულ პრივილეგიებზე, მათ შორის პატრიარქის იმუნიტეტზე და განათლების სფეროში, საპატრიარქოს საკონსულტაციო როლზე.

ანგარიში ეხმიანება საჯარო სკოლებში საპატრიარქტოს პრივილეგირებულ მდგომარეობაში ჩაყენების, რელიგიური ნეტირალიტეტისა და თანასწორობის დარღვევის ფაქტებზე სახელმწიფოს არაადეკვატურ რეაგირებასთან მიმართებით არასამთავრობო ორგანიზაციების და სახალხო დამცველის კრიტიკასაც. ანგარიში დეტალურად აღწერს ასეთ პრაქტიკებსაც, მათ შორის უთითებს რელიგიურ რიტუალებში რელიგიური უმცირესობების წარმომადგენელი მოსწავლეების იძულებით ჩართვის, რელიგიური კუთვნილების გამჟღავნების პრობლემებზე.

ანგარიში საუბრობს საკანონმდებლო რეგულირებით დადგენილ პრივილეგიებზე და ეხმაურება საკონსტიტუციო სასამართლოში წარმოებულ საქმეებს, რომელთაგან ერთ-ერთი ექსლუზიურად საპატრიარქოსთვის დაწესებულ საგადასახადო შეღავათებს, ხოლო მეორე მართლმადიდებელი ეკლესიის გარდა, საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსის მქონე რელიგიურ ორგანიზაციებისთვის პირდაპირი მიყიდვის წესით არასასოფლო სამეურნეო მიწის შეძენის, ასევე სასოფლო-სამეურნეო მიწის უსასყიდლო გადაცემის ბლანკეტურ აკრძალვას ეხება.

ანგარიში ყურადღებას ამახვილებს სახელმწიფოს მიერ რელიგიური უმცირესობებისათვის შექმნილ სალოცავების და სხვა რელიგიური დანიშნულების ნაგებობების მშენებლობის და ფუნქციონირების პრობლემებზე. ასევე, ანგარიში ეხება ისტორიული საკულტო ნაგებობების დაბრუნების საკითხსაც და აღნიშნავს, რომ წლებია არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკის საგანს წარმოადგენს სახელმწიფოს დისკრიმინაციული რესტიტუციის პოლიტიკა, რომელიც მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ აღიარებს საბჭოთა კავშირის დროს ჩამორთმეული საკულტო ნაგებობების დაბრუნების ვალდებულებას. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი ეხმიანება რელიგიის საკითხთა სახელმწიფოს სააგენტოს მიერ გამოთქმულ კრიტიკასაც, რომლის თანახმად, სააგენტო ძირითადად მხოლოდ საპატრიარქოს მიმართვების საფუძველზე გამოსცემს რეკომენდაციას, როდესაც არ განიხილავს სადავო საკულტო ნაგებობების საკითხს და არ გადასცმეს მათ ისტორიულ მესაკუთრეს. აქვე ანგარიში მოიხსენიებს სომხეთის სამოციქულო ეკლესიის განგრძობად მოთხოვნას თბილისში 3 და ახალციხეში მდებარე 1 ეკლესიის გადაცემასთან დაკავშირებით.

ანგარიში განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს 2014 წელს საგანგებოდ შექმნილ მოხის კომისიის საქმიანობასაც, და მითითებას აკეთებს სახალხო დამცველის პოზიციაზე, რომლის თანახმად შექმნილმა კომისიამ მუსლიმ და მართლმადიდებელ თემს შორის სადავო შენობა-ნაგებობის წარმომავლობის დადგენასთან დაკავშირებით განსაზღვრული მიზანი ვერ შეასრულა. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი იხსენებს თემში კომისიის არაეფექტურ საქმიანობასთან დაკავშირებით არსებულ პროტესტსაც, რომელსაც ადგილობრივი მუსლიმები ზამთრის პერიოდში ღია ცის ქვეშ საჯარო ლოცვით გამოხატავდა.


აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის თანახმად, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და რელიგიური უმცირესობების შეფასებების მსგავსად, ამ წლის სახალხო დამცველის ანგარიშშიც რელიგიური შეუწყნარებლობით ჩადენილი დანაშაულების არაეფექტური გამოძიებები კვლავ მთავარ პრობლემად იყო წარმოჩენილი. თავად ანგარიშიც მიმოიხილავს რელიგიური შეუწყნარებლობით ჩადენილ დანაშაულებს და რელიგიური უმცირესობების მოსაზრებაზე აკეთებს მითითებას, რომლის თანახმად საზოგადოებრივი აზრი სხვა რელიგიურ ჯგუფებს საპატრიარქოსა და ქვეყნის კულტურული ღირებულებებისთვის საფრთხედ მოიზარებს.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

აშშ–ს ანგარიშში რელიგიის თავისუფლებაზე ‘მოხეს კომისიის“ საქმიანობა მოხვდა
ომბუდსმენი ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების პრობლემებზე
EMC–ის სამართლებრივი შეფასება მოხის კომისიის გადაწყვეტილებაზე
8 რელიგიური ორგანიზაცია  საკონსტიტუციო სასამართლოში ჩივის
EMC და TDI რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსებას კვლევას იწყებენ
მოხის მეჩეთი და კომისია  სახალხო დამცველის ანგარიშში
EMC: მოხეს კონფლიქტი მუსლიმი თემის დისკრიმინაციის სისტემურობაზე მიუთითებს