FM97.5 / LIVE
EMC და TDI რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსებას კვლევას იწყებენ

EMC და TDI რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსებას კვლევას იწყებენ

მთავარისაზოგადოება 26.02.2014
„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა“ და „ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტმა“ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის და სხვა რელიგიური ორგანიზაციებისთვის სახელმწიფოს მიერ გადაცემული ფინანსების შესწავლა დაიწყო.

EMC და TDI რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსებას კვლევას იწყებენ
„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრსა“ (EMC) და „ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტში“ (TDI) აცხადებენ, რომ კვლევის მიზანია 2013 წელს და 2014 წლის დასაწყისში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის და სხვა რელიგიური ორგანიზაციებისთვის სახელმწიფოს მიერ გადაცემული ფინანსებისა და სხვა მატერიალური სიკეთეების მასშტაბისა და მიზნობრიობის შესწავლა.

კვლევა, ბიუჯეტიდან პირდაპირი დაფინანსების წესით გადაცემული დაფინანსების გარდა, გააანალიზებს პრეზიდენტისა და მთავრობის სარეზერვო ფონდებიდან, ასევე ყველა მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან მართლმადიდებელი ეკლესიისთვის და სხვა რელიგიური ორგანიზაციებისთვის გადაცემული მატერიალური სიკეთეების ოდენობას, მიზნობრიობასა და დასაბუთებას.

„კვლევის შედეგები აჩვენებს თუ რა ტენდენციები და პრაქტიკა იკვეთება სახელმწიფოს მიერ რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსების კუთხით, განსახილველ პერიოდში და რა დინამიკა განიცადა მართლმადიდებელი ეკლესიის დაფინანსების პოლიტიკამ ხელისუფლების ტრანზიციის პირობებში“, - აცხადებენ ორგანიზაციებში.

როგორც ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, წინა წლებში, სახელმწიფოს მიერ მართლმადიდებელი ეკლესიისა და სხვა რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსების საკითხის შეფასების დროს, კვლევა ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალება - საქართველოს“ მიერ ამ საკითხებზე უკვე ჩატარებული რაოდენობრივი კვლევის შედეგებს დაეყრდნობა.

„მიგვაჩნია, რომ განსახილველი კვლევა წაახალისებს საჯარო დისკუსიებს იმ საკითხზე, თუ რამდენად ეფექტურად და გამჭვირვალედ იხარჯება მუნიციპალიტეტების საბიუჯეტო თანხები იმ პირობებში, როდესაც ადგილობრივ დონეზე ხშირად ძალიან მწვავედ დგას სოციალური და ეკოლოგიური პრობლემები“, - აცხადებენ ორგანიზაციებში.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

25 მილიონი ეკლესიისთვის ძალიან ცოტაა – ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი ნიკოლოზი
რელიგიისა და რწმენის თავისუფლება საქართველოში - TDI კვლევა
მოხის კომისიის საქმიანობა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში
ფინანსდებიან თუ არა ადგილობრივი ბიუჯეტებიდან რელიგიური უმცირესობები
საბჭოთა პერიოდში მიყენებული ზიანისათვის რელიგიურმა თემებმა თანხა მიიღეს
8 რელიგიური ორგანიზაცია  საკონსტიტუციო სასამართლოში ჩივის
EMC: რელიგიური ნაგებობების მშენებლობის პრაქტიკა გადასახედია