FM97.5 / LIVE

რაში დაეხმარება ადიგენის გამგეობა სტიქიით დაზარალებულებს

მთავარისიახლე, ეკონომიკა 29.06.2016
ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობა მოსახლეობის ღობეებს ადგილობრივი ბიუჯეტით აღადგენს. სხვა ხარჯებზე კი დაფინანსებას ცენტრიდან ელოდება.

რაში დაეხმარება ადიგენის გამგეობა სტიქიით დაზარალებულებს
ადიგენის თვითმმართველობის ბიუჯეტიდან მოსახლეობის ღობეების აღსადგენად 32 700 ლარი დაიხარჯება. ასევე, ადგილობრივი ბიუჯეტის თანხით, 5 600 ლარით გაიწმინდა გზებზე ჩამოტანილი ქვა და ღორღი.

„ეს თანხები გამგებლის სარეზერვო ფონდიდან გაიწერა, მისი საერთო ოდენობა მიმდინარე წელს 69 000 ლარია“, – ამბობს ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე არსენ ბალახაშვილი და ამატებს, რომ სხვა კუთხით მიყენებულ ზარალს თვითმმართველობა ვერ აანაზღაურებს, მაგალითად, გამგეობა ვერ გაწვდება ინფრასტრუქტურის მიმართულებით მიყენებულ ზიანს.

სტიქიამ ხიდი ორ სოფელში, არალსა და ვარხანში დააზიანა. ადიგენის მუნიციპალიტეტის გამეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის გოდერძი სხირტლაძის თქმით, ხიდების პროექტები უკვე შეიძინეს. მისი თქმით, არლის ხიდის პროექტის ღირებულება დაახლოებით 90 000, ვარხნის ხიდის კი 36 000 ლარია.

როგორც გამგეობაში განმარტავენ ამ პროექტებს დღეს, 29 ივნისს ინფრასტრუქტურის სამინსიტროში გაგზავნიან და დაფინანსებას დაელოდებიან.

რაც შეეხება სოფლის მეურნეობის მიმართულებით მიყენებულ ზარალს, მისი ოდენობა 65 000 ლარს შეადგენს.

„ეს მონაცემები სოფლის მეურნეობის სამინისტროში გავგზავნეთ და არ ვიცით რა იქნება. ზოგადად, მოახლეობის ნათესების ნაწილი აღდგა, პირვანდელთან შედარებით ბევრად უკეთ გამოიყურება, წელს მოსავალს მიიღებენ“, – ამბობს ბალახაშვილი.

შეგახსენებთ, 29 მაისს მოსულმა ძლიერმა წვიმამ და წვიმისგან ადიდებულმა მდინარეებმა და ღელეებმა, ადიგენში 9 სოფელი დააზარალა.

ყველაზე დიდი ზიანი სოფელ ვარხანს მიადგა, სადაც დაიტბორა სახლები და საქონლის სადგომები, განადგურდა ნათესები. ადიდებულმა წყალმა გაიტაცა შინაური ფრინველი და ცხოველი. სოფელ ვარხანში, მოინგრა ღობეები და დაიტბორა ცენტრალური გზა. ადგილზე მუშაობდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენელები.

[თამუნა უჩიძე, ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სტიქიამ ადიგენი 153 324 ლარით აზარალა
ადიგენში სტიქიისგან მიყენებული ზარალის ოდენობა ჯერ უცნობია
ადიგენში სტიქიით დაზიანებული გზების მოსაწესრიგებლად 30 ათასი ლარი დაიხარჯება
ადიგენში სტიქიით მიყენებული ზარალის ოდენობას ჯერ ისევ ადგენენ
ახალციხის სოფლებში სტიქიით დაზარალებულებს ინფრასტრუქტურის კუთხით მიყენებულ ზარალს აუნაზღაურებენ
ადიგენში სტიქიის შედეგები შეისწავლეს და ახლა ზარალს ითვლიან
წყალდიდობა ვარხანში: დატბორილია 25–მდე სახლი, დანგრეულია 3 საქონლის სადგომი