FM97.5 / LIVE

ადიგენში სტიქიის შედეგები შეისწავლეს და ახლა ზარალს ითვლიან

მთავარისიახლე, ეკონომიკა, საზოგადოება 14.06.2017
ადიგენის გამგეობის სტიქიის შედეგების შემსწავლელმა კომისიამ, წყალდიდობის შედეგად დაზარალებული სოფლების შემოვლა დაასრულა და ახლა ზარალის ოდენობას ადგენს.

ადიგენში სტიქიის შედეგები შეისწავლეს და ახლა ზარალს ითვლიან

„სავარაუდოდ სამი დღე მაინც დაგვჭირდება იმისათვის, რომ დავადგინოთ რა ზარალი მიიღო სოფლებმა. წინასწარ ვერაფერს გეტყვით“, – გვეუბნება ადიგენის გამგებლის მოადგილე არსენ ბალახაშვილი.

ზარალის დათვლის პარალელურად, ადიგენის სტიქიაგამოვლილ სოფლებში ტექნიკა მუშაობს. კეთდება სანიაღვრე არხები, იმისთვის, რომ სტიქიის განმეორებისას მოსახლეობას ისევ პრობლემები არ შეექმნას. გარდა ამისა, გამგეობის ინფორმაციით, სტიქიისას დაზიანებულ ერთ ხიდს სოფელ ბენარაში და ორ ხიდს ვარხანში პირველადი რეაბილიტაცია ჩაუტარდა.

გამგებლის მოადგილის თქმით, სანიაღვრე არხების გაკეთებასა და ხიდების რეაბილიტაციისთვის გამგეობის სარეზერვო ფონდიდან 34. 000 ლარი გამოიყო. ზარალის დათვლის შემდეგ, სავარაუდოდ ამავე ფონდიდან დაეხამრება დაზარალებულებს გამგეობა.

„სარეზერვო ფონდში70 000 ლარი გვაქვს ასეთი შემთხვევებისთვის. რაც გვეყოფა, დავეხმარებით, რასაც არა, ცენტრალურ უწყებებს ვთხოვთ დახმარებას“, – ამბობს გამგებლის მოადგილე.

ვარხნის ორი და ბენარის ერთი ხიდის გარდა, სტიქიამ მთლიანად მოშალა სოფელ უნწის ხიდი, რომელიც სოფელს ცენტრალურ გზასთან და მიმდებარე სოფლებთან აკავშირებს. ამ დროისათვის აქ ტრანსპორტის გადაადგილება ისევ შეუძლებელია.

ადიგენის გამგეობაში ამბობენ, რომ სტიქიისას დაზიანებული ოთხივე ხიდი დაპროექტდება და ტენდერი გამოცხადდება: „ჩვენ ფინანსები არ გვაქვს, ხიდების შესაკეთებლად თანხებს, ინფრასტრუქტურის სამინისტრო გამოყოფს“.

ამ ეტაპზე ცნობილი არაა რა ფართობი გაანადგურა წყალდიდობამ, თუმცა, გამგეობაში ამბობენ, რომ ამ კუთხით მიღებულ ზარალს ვერ აანაზღაურებენ.

„ვისაც დაზღვეული აქვს მიწები, იმას სადაზღვეო კომპანია აუნაზღაურებს, ვისაც არა, ჩვენ ვერ დავეხმარებით“, – ამბობენ გამგეობაში.
შეგახსენებთ, 10 ივნისს, საღამოს, ძლიერი წვიმის შედეგად მოვარდნილმა ხევებმა და ნიაღვრებმა ადიგენის ოთხი სოფელი: ვარხანი, ბენარა, უნწა და სოფელი აბასთუმანი დააზარალა. დაიტბორა სასოფლო–სამეურნეო ნათესები, სახლები და ეზოები, დაიხოცა შინაური ცხოველი და ფრინველი.

[ლუბა გიორგაძე, ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ადიგენში სტიქიისგან  მიყენებულმა ინფრასტრუქტურულმა ზარალმა 800 000 ლარი შეადგინა
ადიგენის სოფლებში სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა იწყება
ადიგენში სტიქიით დაზიანებული გზების მოსაწესრიგებლად 30 ათასი ლარი დაიხარჯება
ადიგენში სტიქიით მიყენებულ ზარალს ითვლიან
ადიგენის სოფლებში სტიქიის შედეგებს ებრძვიან
რაში დაეხმარება ადიგენის გამგეობა სტიქიით დაზარალებულებს
ადიგენის სოფლები ისევ დაიტბორა