FM97.5 / LIVE

‘არჩევნებზე ხმას არ ვაღირსებთ’ - დატბორილი დანიელაშვილის ქუჩა [Photo]

მთავარისიახლე, საზოგადოება 28.06.2016
დღეს, 28 ივნისს მოსულმა ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ, ახალციხეში დანიელაშვილის ქუჩის მოსახლეობას კვლავ პრობლემები შეუქმნა, – ქუჩები დაიტბორა და წყალი სადარბაზოებში შევარდა.

‘არჩევნებზე ხმას არ ვაღირსებთ’ - დატბორილი დანიელაშვილის ქუჩა [Photo]

დანიელაშვილის ქუჩის მცხოვრებლები სანიაღვრე სისტემის არარსებობასა და დაზიანებულ გზაზე დიდი ხანია ჩივიან. ადგილობრივების თქმით, ყოველი წვიმის დროს ქუჩა მთლიანად იტბორება და გზაზე გადაადგილება შეუძლებელი ხდება, გარდა ამისა, წყალი სარდაფებში შედის.

„ახლა მხოლოდ სადარბაზოში შემოგვივარდა წყალი და გზა მთლიანად დაიტბორა, სხვა დროს სარდაფებშიც შემოდის. სულ ასეთი მდგომარეობაა, არაფერი არ იცვლება“, - ამბობს დანიელაშვილის ქუჩის მცხოვრები მაია მაჩიტაძე.

‘არჩევნებზე ხმას არ ვაღირსებთ’ - დატბორილი დანიელაშვილის ქუჩა [Photo] დანიელაშვილის ქუჩაზე ამბობენ, რომ არცერთი ადგილობრივი ხელისუფლება მათი პრობლემით არ დაინტერესებულა.

„ყველა არჩევნებზე მოვლენ, დაგვპირდებიან და მიდიან. არჩევნებზე არ წავალთ და მაგათ ხმას არ ვაღირსებთ“, - ამბობენ ადგილობრივები და ამატებენ, რომ ხუთი თვის წინ ქუჩაზე სანიაღვრე გათხარეს, მილებიც მიიტანეს, თუმცა ამ დრომდე სისტემის რეაბილიტაცია არ დაწყებულა.

„გათხარეს და ისევე დაყარეს. აქ რომ წყალი ჩამოდის, მთელი ნაგავი ქუჩაზე ჩამოაქვს. არ უნდათ რომ გააკეთონ, ალბათ პატარა ქუჩაა და არ სჭირდებათ ის 100 ხმა, აქედან რომ უნდა წაიღონ“, – ამბობს ადგილობრივი გიორგი მაჩიტაძე.

‘არჩევნებზე ხმას არ ვაღირსებთ’ - დატბორილი დანიელაშვილის ქუჩა [Photo] ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში ირწმუნებიან, რომ ერთ კვირაში, დანიელაშვილის ქუჩაზე საპროექტო სამუშაოების შესასრულებლად ტენდერი გამოცხადდება და წლის ბოლომდე გზაც მოწესრიგდება და სანიაღვრე სისტემაც.

„წლის ბოლომდე აუცილებლად, დანიელაშვილის ქუჩას მაგ პრობლემას მოვუგვარებთ“, - ამბობს ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის სამსახურის უფროსი გელვასი გელაძე.

რა თანხები დაიხარჯება დანიელაშვილის ქუჩის მოასფალტებასა და სანიაღვრე სისტემის მოწყობაში, მერიაში ამბობენ, რომ ეს საპროექტო სამუშაოების დასრულების შემდეგ გაირკვევა.

შეგახსენებთ, დანიელაშვილის ქუჩაზე პრობლემები მართლაც წლებია არსებობს. „სამხრეთის კარიბჭეს“ არქივში ამ დასახლების შესახებ არაერთი მასალა ინახება. ყველა მასალა მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურის გამო შექმნილ პრობლემებს ეხება.

‘არჩევნებზე ხმას არ ვაღირსებთ’ - დატბორილი დანიელაშვილის ქუჩა [Photo]

‘არჩევნებზე ხმას არ ვაღირსებთ’ - დატბორილი დანიელაშვილის ქუჩა [Photo]

‘არჩევნებზე ხმას არ ვაღირსებთ’ - დატბორილი დანიელაშვილის ქუჩა [Photo]

‘არჩევნებზე ხმას არ ვაღირსებთ’ - დატბორილი დანიელაშვილის ქუჩა [Photo]

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

‘გზას თუ არ გვიკეთებენ, ‘ვალინკები’ მაინც მოგვცენ’ – პროტესტი დანიელაშვილის ქუჩაზე
ახალციხეში, დანიელაშვილის ქუჩაზე სახლები დაიტბორა
დანიელაშვილის ქუჩას ვენეციას ადარებენ
დანიელაშვილის ქუჩაზე მცხოვრებლებს გაწვიმების ეშინიათ [Photo]
დანიელაშვილის ქუჩაზე ალვის ხეებს მოჭრიან
ახალციხეში, დანიელაშვილის ქუჩა ფეკალური მასით იტბორება
დანიელაშვილის ქუჩაზე ალვის ხეებს ჭრიან