FM97.5 / LIVE

ტრენინგ-მოდულების დამწერთა მეორე ნაკადმა გადამზადება დაასრულა

მთავარისიახლე, განათლება 27.06.2016
მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის ფარგლებში, მოდულის დამწერთა მეორე ნაკადმა სპეციალური ტრენინგები გაიარა.

ტრენინგ-მოდულების დამწერთა მეორე ნაკადმა გადამზადება დაასრულა

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მოდულის დამწერთათვის განკუთვნილი სატრენინგო კურსი მიზნად ისახავს მონაწილეების იმგვარად მომზადებას, რომ მათ მაქსიმალურად შეძლონ მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლებისა და შეფასების პრინციპებზე დაფუძნებული ტრენინგ-მოდულის შექმნა.

"შესაბამისად, ტრენინგი ფოკუსირებული იყო პრაქტიკული აქტივობებსა და ექსპერიმენტებზე, რომლის დროსაც მოდულის ავტორები თავად მონაწილეობდნენ და ჩართულნი იყვნენ ისეთი ტიპის სწავლების პროცესში, როგორის დანერგვასაც პროექტი მთელი საქართველოს მასშტაბით ისახავს მიზნად. ტრენინგზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა კვლევაზე, პრობლემაზე და პროექტზე დაფუძნებული სწავლების პრინციპებსა და მიდგომებზე. ყველა სატრენინგო სესიაში გამჭოლი კომპეტენციების სახით იყო ინტეგრირებული სწავლა/სწავლების პროცესში ტექნოლოგიის გამოყენება, გენდერული და სოციალური თანასწორობის საკითხები", – აცხადებენ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში.

სატრენინგო მოდულები საკონსულტაციო ჯგუფის GOPA-ს მიერ შეიქმნა და ეყრდნობა საქართველოში 2015 წელს ჩატარებული კვლევის შედეგად გამოვლენილ საჭიროებებს.

„მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტი“ ათასწლეულის განვითარების კორპორაციის ფინანსური უზრუნველყოფითა და ათასწლეულის განვითარების ფონდი - საქართველოს მხარდაჭერით მიმდინარე წლიდან ამოქმედდა.

პროექტის მიზანია საჯარო სკოლების მოსწავლეთა შედეგების გაუმჯობესება საბუნებისმეტყველო საგნებში, მათემატიკაში, გეოგრაფიაში, ინგლისურ ენასა და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში.

აღნიშნული მიზნის მისაღწევად, მომავალი სამი წლის განმავლობაში, დაგეგმილია საქართველოს ყველა საჯარო სკოლის 7-12 კლასის შესაბამისი საგნის მასწავლებლის, სკოლის დირექტორისა და ფასილიტატორის პროფესიული განვითარების ტრენინგების განხორციელება.

[Sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

არაქართულენოვანი სკოლის მასწავლებლებს მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების მეთოდებს აცნობენ
14 მილიონი დოლარი მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა გადამზადებისთვის
იწყება არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებელთა და დირექტორთა გადამზადება
მეთოდური ტრენინგები არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლებისთვის
არაქართულენოვანი სკოლის მასწავლებელთა და დირექტორთა ტრენერების სერტიფიცირების კურსი დაიწყო
ზოგადპროფესიულ  უნარებში მასწავლებელთა გადამზადების მეორე ეტაპი დაიწყო
პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის პროფესიული განვითარების კურსი დაიწყო