FM97.5 / LIVE

ზოგადპროფესიულ უნარებში მასწავლებელთა გადამზადების მეორე ეტაპი დაიწყო

მთავარისიახლე, განათლება 18.02.2017
"მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემო, სწავლებისა და შეფასების სტრატეგიები"–ზოგადპროფესიული უნარების კურსის მეორე ეტაპზე, საქართველოს მასშტაბით 9200 მასწავლებელი ჩაერთვება.

ზოგადპროფესიულ  უნარებში მასწავლებელთა გადამზადების მეორე ეტაპი დაიწყო

ზოგადპროფესიული უნარების კურსის მეორე მოდული, დღეიდან 18 თებერვლიდან დაიწყო. ტრენიგი ახალციხეში, მეხუთე საჯარო სკოლაში გაიმართება.

ზოგადპროფესიული უნარების კურსის მეორე ეტაპზე სამცხე–ჯავახეთიდან 500–მდე პედაგოგი ჩაერთო. ამჟამად კი, ახალციხის სკოლების 100-ზე მეტი მასწავლებელი გადის აღნიშნული გადამზადების კურსს. ტრენინგები 20-ზე მეტ ქალაქში მდებარე პროექტის პარტნიორ სკოლებში გაიმართება.

ტრენინგმოდული ადგილობრივი და საერთაშორისო კონსულტანტების მიერ მასწავლებელთა საჭიროებაზე დაფუძნებით შემუშავდა.
აღნიშნული ტრენინგში VII-XII კლასების მათემატიკის, ქიმიის, ფიზიკის, ბიოლოგიის, გეოგრაფიისა და ინგლისურის ენის ის მასწავლებლები ჩაერთვებიან, რომელთაც უკვე გაიარეს ტრენინგი ზოგადპროფესიული უნარების კურსის პირველი მოდულის მიხედვით 2017 წლის ოქტომბერ-ნოემბერში.

ტრენინგი მონაწილეებს სასწავლო მიზნების სწორად განსაზღვრასა და ფორმულირებაში, სწავლა-სწავლების პროცესის ეფექტურად დაგეგმვაში და სხვადასხვა სახის განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტებისა და სტრატეგიების გამოყენებაში დაეხმარება.

ასევე, ტრენინგზე მიღებული ცოდნის საფუძველზე, მასწავლებლები შეძლებენ მოახდინონ სწავლების მოდიფიცირება მოსწავლეების გენდერის, სოციალური განსხვავებებისა და შესაძლებლობების შესაბამისად.

პროექტის ფარგლებში, ტრენინგებში მონაწილეობის საშუალება ექნებათ უმცირესობების წარმომადგენელ პედაგოგებსაც. საგანგებოდ მათთვის ითარგმნება სატრენინგო მასალა და გადამზადდებიან რუსულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვანი ტრენერები.

პროექტის ფარგლებში, 2016-2018 წლებში, მასწავლებლები გაივლიან ორ სატრენინგო კურსს:
►ზოგადპროფესიულ უნარებში (სამი თორმეტსაათიანი მოდული; სულ 36 საათი - 3 კრედიტქულა) ;
►აქტიური სწავლება საგანში (ერთი ოცდაოთხსაათიანი მოდული - 2 კრედიტქულა);

ტრენინგებს მასწავლებლები ორ ნაკადად გაივლიან. მასწავლებლების პირველი ნაკადის პროფესიული განვითარების კურსი 2016 წლის ოქტომბრის თვეში დაიწყო და 2017 წლის ივლისში დასრულდება (ზოგადპროფესიული უნარებსა და საგნობრივ მეთოდიკაში); მასწავლებელთა მეორე ნაკადი კი გადამზადების იგივე კურსს 2017 ოქტომბერი - 2018 ივლისის პერიოდში გაივლის.

”ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს“ პროექტს აფინანსებს ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია და ახორციელებს სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია IREX- ის ექსპერტული მხარდაჭერითა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

არაქართულენოვანი სკოლის მასწავლებლებს მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების მეთოდებს აცნობენ
არაქართულენოვანი სკოლის მასწავლებელთა და დირექტორთა ტრენერების სერტიფიცირების კურსი დაიწყო
იწყება არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებელთა და დირექტორთა გადამზადება
არაქართულენოვანი სკოლების 700-ზე მეტი პედაგოგი ქართული ენის კურსს გადის
მეთოდური ტრენინგები არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლებისთვის
პროფესიული უნარების ტრენინგები არაქართლენოვანი სკოლების  მასწავლებლებისთვის
პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის პროფესიული განვითარების კურსი დაიწყო