FM97.5 / LIVE

იწყება არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებელთა და დირექტორთა გადამზადება

მთავარისიახლე, საზოგადოება, განათლება 15.05.2017
„ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს“ მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტი, რომელსაც სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ახორციელებს არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებელთა და დირექტორთა გადამზადებას იწყებს.

იწყება არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებელთა და დირექტორთა გადამზადება

ამ მიზნით, თბილისში, პროექტის წარმომადგენლებმა არაქართულენოვანი სკოლის მასწავლებლებთან და დირექტორებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. შეხვედრის მიზანს, პროექტის საქმიანობაზე და გადამზადების პროგრამაში მასწავლებელთა და დირექტორთა ჩართულობის მნიშვნელობაზე მათი ინფორმირება წარმოადგენდა. საინფორმაციო შეხვედრები უკვე გაიმართა მარნეულში, ბოლნისში, გარდაბანში, ნინოწმინდაში, ახალქალაქსა და ახალციხეში.

პროექტის ფარგლებში 2017-2019 წლებში გადამზადდება:

არაქართულენოვანი სკოლებისა და სექტორების ქიმიის, ფიზიკის, ბიოლოგიის, მათემატიკის, ინგლისურისა და გეოგრაფიის მე-7-მე-12 კლასების 2,177 მასწავლებელი;

213 არაქართულენოვანი საჯარო სკოლის დირექტორი და ამავე სკოლაში პროექტის ფარგლებში შერჩეული სკოლის ბაზაზე პროფესიული განვითარების ფასილიტატორი
.

საჭიროებიდან გამომდინარე, ტრენინგები და სამუშაო შეხვედრები ჩატარდება ეთნიკური უმცირესობების ენებზე, კერძოდ, აზერბაიჯანულად, რუსულად და სომხურად. შესაბამისად საგანგებოდ მათთვის ითარგმნება სატრენინგო მასალა. ასევე, გადამზადდებიან რუსული, სომხური და აზერბაიჯანული ენის მცოდნე ტრენერები, რომელებიც შემდგომში ჩაატარებენ აღნიშნულ ტრენინგებს.

მასწავლებლები გაივლიან ორ სატრენინგო კურსს: ზოგადპროფესიულ უნარებში და საგნობრივი მეთოდიკის კურსს „აქტიური სწავლება საგნებში“ (ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, მათემატიკა, გეოგრაფია, ინგლისური ენა).

დირექტორებისთვის კი ამოქმედდება ლიდერობის აკადემია, რომელიც სამი საფეხურისგან შედგება და მიზნად ისახავს საჯარო სკოლის დირექტორთა უწყვეტ პროფესიულ განვითარებას.

პროფესიული განვითარების პროგრამის წარმატებით დასრულება დაეხმარება სკოლის დირექტორებს, გააუმჯობესონ საკუთარი პრაქტიკა შემდეგი მიმართულებებით:
დროის, ფინანსებისა და ადამიანური რესურსების ეფექტიანი მართვა;
 მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს გაუმჯობესება;
 სასწავლო თემების განვითარება;
 სკოლაში ინოვაციური და ინტერაქტიული მეთოდების დანერგვა;
 გრძელვადიან განვითარებაზე ორიენტირებული მონიტორინგისა და შეფასების სისტემის დანერგვა
.

მონაწილეები ტრენინგების ჩატარების გრაფიკის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ საგანმანათლებლო რესურსცენტრებისგან.

ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს პროექტს აფინანსებს ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია და ახორციელებს სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია IREX- ის ექსპერტული მხარდაჭერითა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

არაქართულენოვანი სკოლის მასწავლებელთა და დირექტორთა ტრენერების სერტიფიცირების კურსი დაიწყო
არაქართულენოვანი სკოლის მასწავლებლებს მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების მეთოდებს აცნობენ
ზოგადპროფესიულ  უნარებში მასწავლებელთა გადამზადების მეორე ეტაპი დაიწყო
14 მილიონი დოლარი მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა გადამზადებისთვის
სკოლის მართვის გაუმჯობესების საკითხებზე დირექტორებს ტრენინგები უტარდებათ
ტრენინგ-მოდულების დამწერთა მეორე ნაკადმა გადამზადება დაასრულა
მეთოდური ტრენინგები არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლებისთვის