FM97.5 / LIVE

ახალციხეში ჯგუფ 'გამოუვალი მდგომარეობის' კონცერტი დასრულდა [Photo]

მთავარისიახლე, საზოგადოება 08.06.2016
ჯგუფ "გამოუვალი მდგომარეობის" კონცერტი, რომელიც პლატფორმა "დაიცავი თავისუფლებას" ორგანიზებით, რუსული პროპაგანდის საწინააღმდეგო კამპანიის ფარგლებში გაიმართა, ექსცესების გარეშე დასრულდა.

ახალციხეში ჯგუფ 'გამოუვალი მდგომარეობის' კონცერტი დასრულდა [Photo]

კონცერტი დაახლოებით საათნახევრის განმავლობაში მიმდინარეობდა. საღამოს არ დასწრებიან საჯარო სამსახურების თანამშრომლები, კონკრეტულად, კონცერტზე არავინ იყო სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციიდან, ქალაქის მერიიდან და ახალციხის გამგეობიდან.
თუმცა, კონცერტზე მრავლად იყვნენ სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლები. მათ შორის, ბევრი სამოქალაქო ფორმით.

"ემოციებისგან დატვირთული ვარ. მნიშვნრლოვანი იყო ამ ხალხისთვის კონცერტის ჩატრება. ახლა კიდევ უკეთ ვხვდები, ადგილობრივ ხელისუფლებას რა უბადრუკი მცდელობა ჰქონდა. ეს არაა ბოლო, ჩვენ კიდევ ჩამოვალთ. ყველაფერი კარგია, რაც კარგად მთავრდება", – განაცხადა კონცერტის დასრულების შემდეგ პლატფორმა "დაიცავი თავისუფლებას" ერთ–ერთმა აქტივისტმა თამარ ჩერგოლეიშვილმა.

კონცერტის მიმდინარეობისას არ ყოფილა პოლიტიკური მოწოდებები, არც გზა გადაკეტილა.

შეგახსენებთ, კონცერტის გამართვას წინ ფართის გამოყოფის თაობაზე შეფერხებები უძღოდა. ეს იყო ახალციხის ციხის ადმინისტრაციის მხრიდან იჯარის გაზრდა 300–დან 5000 ლარამდე; შემდეგ მერიისგან მიღებული წერილობით უარი, კონცერტის თეატრის წინ გამართვაზე და თეატრის ადმინისტრაცის განცხადება, რომ კონცერტი ამ საღამოს დაგეგმილ სპექტაკლს შეაფერხებდა. მოგვიანებით, მერის მოვალეობის შემსრულებელმა განაცხადა, რომ მისი წერილი არასწორად გაიგეს, კონცერტს არავინ ეწინააღმდეგებოდა; თეატრსა და პლატფორმას შორის ღონისძიებების ჩატარება დროში შეთანხმდა, მეტიც, პლატფორმის აქტივისტებმა თავად იყიდეს 200 ბილეთი, რომ პრემიერა არ ჩავარდნილიყო და სპექტაკლის დასრულების შემდეგ კონცერტიც დაიწყო.

ახალციხეში ჯგუფ 'გამოუვალი მდგომარეობის' კონცერტი დასრულდა [Photo]

ახალციხეში ჯგუფ 'გამოუვალი მდგომარეობის' კონცერტი დასრულდა [Photo]

ახალციხეში ჯგუფ 'გამოუვალი მდგომარეობის' კონცერტი დასრულდა [Photo]

ახალციხეში ჯგუფ 'გამოუვალი მდგომარეობის' კონცერტი დასრულდა [Photo]

ახალციხეში ჯგუფ 'გამოუვალი მდგომარეობის' კონცერტი დასრულდა [Photo]

ახალციხეში ჯგუფ 'გამოუვალი მდგომარეობის' კონცერტი დასრულდა [Photo]

ახალციხეში ჯგუფ 'გამოუვალი მდგომარეობის' კონცერტი დასრულდა [Photo]
ვანო მერაბიშვილის მშობლები

ახალციხეში ჯგუფ 'გამოუვალი მდგომარეობის' კონცერტი დასრულდა [Photo]

[ნინო ნარიმანიშვილი, ვარლამ წიკლაური, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

'გაუმარჯოს თავისუფლებას' – ახალციხეში კონცერტი დაიწყო
სპექტაკლიც და კონცერტიც – ხალხი პრემიერაზე პლატფორმამ დაპატიჟა
რუსული პროპაგანდის საწინააღმდეგო კონცერტის დროზე თეატრი და პლატფორმა უნდა შეთანხმდნენ
ევროინტეგრაციის სამინისტრო: რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ დაგეგმილ კონცერტზე არაფერი ვიცით
ახალციხეში რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ მიმართული კონცერტისთვის ემზადებიან
‘დაიცავი თავისუფლება’: მერიამ კამპანიის მიზნის შესახებ იცოდა
თეატრი: რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ მიმართული კონცერტი ხელს შეგვიშლის