FM97.5 / LIVE

სპექტაკლიც და კონცერტიც – ხალხი პრემიერაზე პლატფორმამ დაპატიჟა

მთავარისიახლე, საზოგადოება 08.06.2016
ჯგუფ ‘გამოუვალი მდგომარეობის’ კონცერტი მესხეთის თეატრში მიმდინარე სპექტაკლის დასრულების შემდეგ დაიწყება. სპექტაკლი რომ არ შეეფერხებინა, ‘დაიცავი საქართველომ’ 200 ბილეთი იყიდა და ხალხს დაურიგა.

სპექტაკლიც და კონცერტიც – ხალხი პრემიერაზე პლატფორმამ დაპატიჟა

ვიდრე რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ მიმართული კონცერტი დაწიყებოდა, კონცერტის ორგანიზატორებმა თეატრის ადმინისტრაციასთან იმის გარკვევა სცადეს, ხომ არ უშლიდა ხელს მათი სცენა და დაგეგმილი კონცერტი სპექტაკლს.

მას შემდეგ, კი, რაც თეატრის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ კამპანია სპექტაკლის ჩატარებას აფერხებდა, პლატფორმა „დაიცავი საქართველოს“ აქტივისტებმა 200 ბილეთი იყიდეს, კონცერტის საყურებლად შეკრებილ ახალგაზრდებს დაურიგეს და სპექტაკლზე დასწრება სთხოევს.

„იმის გამო, რომ 7 საათზე სპექტაკლი იყო, ადმინისტრაციას მოველაპარაკეთ, ვკითხეთ, რა რაოდენობის ბილეთების გაყიდვას ელოდებოდნენ და ხელს ხომ არ შევუშლიდით. ერთადერთი რაზეც დაიწუწუნეს, მაყურებელს წაგვართმევთო. ვკითხეთ, საშუალოდ რამდენი ბილეთის გაყიდვას ელოდნენ, გვითხრეს, პრემიერის შემთხვევაში დაახლოებით 200, ისე, 50–60–სო. ვიყიდეთ 200 ბილეთი, დავურიგეთ ხალხს და სპექტაკლი რომ დასრულდება, მერე დაიწყება კონცერტი“, – ამბობს „დაიცავი საქართველოს“ ერთ–ერთი აქტივისტი თამარ ჩერგოლეიშვილი.
„დაცავი საქართველომ“ ერთ ბილეთში 3 ლარი გადაიხადა.

რამდენი ბილეთი გაიყიდა ჯამში სპექტაკლისთვის, „სამხრეთის კარიბჭემ“ თეატრის სალაროში გადაამოწმა. სალაროში განაცხადეს, რომ სულ 200 ბილეთია გაყიდული. დარბაზში დაახლოებით 120 ადამიანი ზის. სპექტაკლი რამდენიმე წუთში დაიწყება.

შეგახსენებთ, დღეს, 19:00 საათზე, მესხთის თეატრში, პრემიერა „უსახელო ვარსკვლავი“ იმართება.

სპექტაკლის დასრულების შემდეგ დაიწყება „გამოუვალი მდგომარეობის“ კონცერტი, რომელიც ლიტვის საელჩოს დაფინანსებით იმართება და ანტიდასავლური პროპაგანდის წინააღმდეგაა მიმართული.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

თეატრი: რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ მიმართული კონცერტი ხელს შეგვიშლის
რუსული პროპაგანდის საწინააღმდეგო კონცერტის დროზე თეატრი და პლატფორმა უნდა შეთანხმდნენ
ახალციხეში რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ მიმართული კონცერტისთვის ემზადებიან
'გაუმარჯოს თავისუფლებას' – ახალციხეში კონცერტი დაიწყო
ახალციხეში ჯგუფ 'გამოუვალი მდგომარეობის' კონცერტი დასრულდა [Photo]
კანონიერია თუ არა მერიის უარი რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ კონცერტის ჩატარებაზე
რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ კონცერტის ჩატარებაზე ახალციხის მერიიდან უარი მიიღეს