FM97.5 / LIVE

თეატრი: რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ მიმართული კონცერტი ხელს შეგვიშლის

მთავარისიახლე, საზოგადოება 08.06.2016
მესხეთის სახელმწიფო თეატრში აცხადებენ, რომ კონცერტის გამართვა დაგეგმილი სპექტაკლის ჩატარებას ხელს შეუშლის.

თეატრი: რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ მიმართული კონცერტი ხელს შეგვიშლის

მესხეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში დღეს, 8 ივნისს, 19:00 საათზე, სპექტაკლი „უსახელო ვარსკვლავი“ იმართება. ერთი საათით ადრე, 18:00 საათზე კი თეატრის წინ, ქალაქის ცენტრალურ პარკში პლატფორმა „დაიცავი თავისუფლება“ რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ კონცერტის გამართვას გეგმავს.

თეატრის დირექტორის იკრალი ათუნაშვილის განცხადებით, კონცერტის გამართვა წარმოდგენის ჩატარებას ხელს შეუშლის: „ისეთი ხმაური იქნება, წარმოდგენის გამართვა შეუძლებელია. სალაროსთან ვიღაცა რომ ხმაურობს, მაშინაც კი შემოდის დარბაზში ხმა და ამხელა ღონისძიების ჩატარება თეატრის წინ, პირდაპირ სპექტაკლის ჩაშლას ნიშნავს“.

მისი თქმით, გარდა იმისა, რომ ხმაური იქნება, თუ სცენა თეატრის წინ აეწყობა, შენობაში ხალხის შესვლა შეუძლებელი იქნება: „დაგეგმილი გვაქვს სპექტკალი სამი–ოთხი დღით ადრე, აფიშებია გაკრული და ხალხი რომ მოვა, რა ვუთხრათ?!“

ათუნაშვილის განცხადებით, სპექტაკლის დაგეგმვამდე თუ იქნებოდა მისთვის ცნობილი, რომ აქ კონცერტის გამართვა სურდათ, წარმოდგენას სხვა დროს დანიშნავდნენ: „ახლა ვერაფერს შევცვლი, გარდა ამისა, კულტურის სამინისტრო სპექტაკლების გამართვას გვთხოვს, შენობაში სარემონტო სამუშაოებმა კი აქამდე ისეც შეგვიშალა ხელი“.

რომ არა დაგეგმილი წარმოდგენა, ათუნაშვილი ამბობს, რომ მას აღნიშნულ ღონისძიებასთან რაიმე საწინააღმდეგო არ ექნებოდა: „ეს არც ჩემი ადგილია და საერთოდ, რა შეხება მაქვს ეგეთ საკითხებთან. უბრალოდ დაგეგმილ წარმოდგენას ახლა ვეღარაფერს მოვუხერხებ“.

შეგახსენებთ, რომ პლატფორმა „დაიცავი თავისუფლება“ კონცერტის გამართვას ‘ახალციხის ციხეზე“ გეგმავდა, თუმცა აქ მათ ქირისთვის ნაცვლად 300 ლარისა 5 000 მოსთხოვეს. ამის შემდეგ პლატფორმის აქტივისტებმა ღონისძიების გამართვა ქალაქის ცენტრალურ პარკში, თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაწყვიტეს და ამის შესახებ ახალციხის მერიას, გუშინ 6 ივნისს წერილობით შეატყობინეს. მერიამ კი პლატფორმას უარი უთხრა.

კონცერტი ლიტვის საელჩოს დაფინანსებით იმართება და რუსული პროპაგანდის წინააღმდეგაა მიმართული.

მიუხედავად მერიის უარისა, პლატფორმა დღეს, 8 ივნისს, ქალაქის ცენტრში კონცერტის ჩატარებას მაინც აპირებს. სცენის მონტაჟი უკვე დაწყებულია.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

კანონიერია თუ არა მერიის უარი რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ კონცერტის ჩატარებაზე
რუსული პროპაგანდის საწინააღმდეგო კონცერტის დროზე თეატრი და პლატფორმა უნდა შეთანხმდნენ
'დაიცავი თავისუფლება':  რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ კონცერტს ახალციხეში მაინც ჩავატარებთ
რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ კონცერტის ჩატარებაზე ახალციხის მერიიდან უარი მიიღეს
ახალციხეში რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ მიმართული კონცერტისთვის ემზადებიან
სპექტაკლიც და კონცერტიც – ხალხი პრემიერაზე პლატფორმამ დაპატიჟა
ევროინტეგრაციის სამინისტრო: რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ დაგეგმილ კონცერტზე არაფერი ვიცით