FM97.5 / LIVE

‘დაიცავი თავისუფლება’: მერიამ კამპანიის მიზნის შესახებ იცოდა

მთავარისიახლე, საზოგადოება 08.06.2016
კონსტიტუციური კვლევების ცენტრის იურისტის გიორგი ნონიაშვილის თქმით, ახალციხის მერიას კონცერტის შესახებ იმაზე მეტი ინფორმაცი ჰქონდა, ვიდრე საჭირო იყო.

‘დაიცავი თავისუფლება’: მერიამ კამპანიის მიზნის შესახებ იცოდა

დღეს, 8 ივნისს, დაახლოებით 16:30 საათზე, ახალციხის მერიამ განაცხადება გაავრცელა, რომლის თანახმად, მერიამ კონცერტის მიზნების შესახებ არაფერი იცოდა და გარკვეული ძალები, შეგნებულად ცდილობენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.

გიორგი ნონიაშვილი ამბობს, რომ მერია ცრუობს. პლატფორმას არც ჰქონდა ამ დეტალების შეტყობინების ვალდებულება, თუმცა, მიუხედავად ამისა, მერია საქმის კურსში მაინც ჩააყენა.

„ჩვენ ახალციხის მერიას წარუდგინეთ განცხადება, რომ იმართება აქცია–კონცერტი „გამოუვალი მდგომარეობის“. შეგვეძლო ეს არ გაგვეკეთებინა, იმიტომ, რომ კანონი შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ არ გვაკისრებს ვალდებულებას, ეს უბრალოდ კეთილი ჟესტი იყო, რომ მათ უსაფრთხოების ზომები მიეღოთ. მერია ცრუობს, რომ არ იცოდა აქციის მიზანი. მშვენივრად იცოდა კამპანია დაიცავი თავისუფლებას მიზანი, ის იყო წინასწარ გაფრთხილებული და ყველა საკითხზე შეთანხმებული“,–აცხადებს გიორგი ნონიაშვილი.

შეგახსენებთ, ახალციხეში რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ მიმართული აქცია–კონცერტის გამართვა, გაპრობლემდა. ჯერ ახალციხის ციხემ კონცერტის ორგანიზატორებს ამფითეატრის ქირა გაუძვირა, შემდეგ კი მერიამ თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე კონცერტის გამართვაზე უარი განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ იურისტების განმარტებით, ამის უფლება არ ჰქონდა. მოგვიანებით, მას შემდეგ, რაც მომხდარი მედიის განხილვის თემად იქცა და არასამთავრობო უწყებებმაც განცხადება გაავრცელეს, სადაც ნათქვამი იყო, რომ მერიის მხრიდან სახეზე იყო კონსტიტუციით აღიარებული შეკრების უფლების განხორციელების შეზღუდვის მცდელობა, მერიაში განაცხადეს, რომ წერილი არასწორად გაიგეს და ისინი კონცერტის ჩატარებას არ ეწინააღმდეგებოდნენ.

მოგვიანებით კი უკვე ოფიციალური განცხადება გაავრცელეს, რომელშიც ნათქვამია, რომ მათი ეჭვით, „გარკვეული ძალები თუ მედია–საშუალებები განზრახ ცდილობენ აღნიშნული საკითხის სხვა კონტექსტში განხილვას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას’. განცხადებაში ნათქვამია, რომ ახალციხის მერიაში შესულ – ა(ა)იპ სამოქალაქო განათლების ფონდის მიმართვაში არ იყო მითითებული ღონისძიებების მიზანი. მერიისთვის არ იყო ცნობილი , ეძღვნებოდა თუ არა პლატფორმა „დაიცავი თავისუფლება“–ს მიერ ორგანიზებული კონცერტი რაიმე კონკრეტულ საკითხს, ამ შემთხვევაში – ევროინტეგრაციის თემებს, ანტირუსულ პროპაგანდას თუ რაიმე სხვა მიზანს: „წინამდებარე საკითხის წარმოდგენის ვალდებულება ეკისრებოდათ ღონისძიების ორგანიზატორებს, რაც მათ მიერ არ იქნა განხორციელებული. ორგანიზატორს მითითებული ჰქონდა მხოლოდ ჯგუფი „გამოუვალი მდგომარეობის“ კონცერტის გამართვა“.

[ვარლამ წიკლაური, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

მერია კონცერტზე: გარკვეული ძალები  საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობენ
ახალციხეში რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ მიმართული კონცერტისთვის ემზადებიან
NGO-ები: ახალციხის მერია არღვევს შეკრებისა და მანიფესტაციის კონსტიტუციურ თავისუფლებას
ევროინტეგრაციის სამინისტრო: რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ დაგეგმილ კონცერტზე არაფერი ვიცით
კანონიერია თუ არა მერიის უარი რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ კონცერტის ჩატარებაზე
რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ კონცერტის ჩატარებაზე ახალციხის მერიიდან უარი მიიღეს
'დაიცავი თავისუფლება':  რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ კონცერტს ახალციხეში მაინც ჩავატარებთ