FM97.5 / LIVE

ახალციხეში რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ მიმართული კონცერტისთვის ემზადებიან

მთავარისიახლე, საზოგადოება 08.06.2016
პლატფორმამ „დაიცავი თავისუფლება“, ახალციხის ცენტრში, თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე სცენის მონტაჟი დაიწყო. ორგანიზატორები აცხადებენ, რომ კონცერტი საღამოს, 18:00 საათზე გაიმართება.

ახალციხეში რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ მიმართული კონცერტისთვის ემზადებიან

„საღი აზრის იურისტი არ დარჩენილა, რომელსაც არ ეთქვას, რომ ხელისუფლება უხეშად და უკანონოდ გვართმევს ფუნდამენტურ უფლებას. ჩვენ არ ვაპირებთ უბრძოლველად დავთმოთ ეს უფლება, ვაპირებთ დავდგათ სცენა, ავაწყოთ აპარატურა და გავმართოთ კოცერტი.

კონცერტისთვის ხელისშეშლა გაცილებით ძვირი დაუჯდებათ“, – აცხადებს პალტფორმის აქტივისტი და ტელეკომპანია „ტაბულას“ დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი.

კონცერტის ორგანიზატორები მოქალაქეებს ურიგებენ ფლაერებს სახელწოდებით: „ნუ დაუჯერებ კრემლის პროპაგანდას“, „დაიცავი თავისუფლება“.

შეგახსენებთ, პლატფორმას "დაცავი თავისუფლება" ანტიდასავლური პროპაგანდის წინააღმდეგ მიმართული კამპანიის ფარგლებში, ჯგუფ "გამოუვალი მდგომარეობის" კონცერტის გამართვა, ახალციხის ციხის ამფითეატრში სურდა. ორკვირიანი მოლაპარაკებების შემდეგ, მოულოდნელად, კონცერტამდე რამდენიმე დღით ადრე, ციხის ადმინისტრაციამ პლატფორმას ამფითეატრის ქირა 300–დან 5.000 ლარამდე გაუზარდა, იმ არგუმენტით, რომ "გამოუვალი მდგომარეობა" მოთხოვნადი ჯგუფია.

ამის შემდეგ, პლატფორმამ კონცერტის ჩატარება მესხეთის თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაწყვიტა და ამის შესახებ ახალციხის მერიას წერილობით აცნობა. გუშინ, 7 ივინისს, საღამოს, პლატფორმას „დაიცავი თავისუფლება“ ახალციხის მერიამ ქალაქის ცენტრალურ პარკში, თეატრთან, კონცერტის ჩატარებაზე წერილობით უარი გაუგზავნა; იმის შესახებ, თუ რატომ ჩაითვლება ხვალ, თეატრთან „გამოუვალი მდგომარეობის“ მიერ კონცერტის გამართვა უკანონოდ, მერია "შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონის სხვადასხვა მუხლების მოშველიებით განმარტავს. იურისტები კი ამბობენ, რომ მერიას უარის თქმის საფუძველი არ ჰქონდა. დღეს განცხადება გაავრცელეს არასამთავრობო ორგანიზაციებმაც, რომლებიც ირწმუნებიან, რომ მუნიციპალიტეტის მერიის მხრიდან სახეზეა კონსტიტუციით აღიარებული შეკრების უფლების განხორციელების შეზღუდვის მცდელობა.

"დაიცავი თავისუფლებას" ერთ–ერთი აქტივისტი, ტელეკომპანია "ტაბულას" დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი ამბობს, რომ წინააღმდეგობის მიუხედავად კონცერტი მაინც გაიმართება.

"გამოუვალი მდგომარეობის" კონცერტი ახალციხეში, დღეს, 8 ივნისს, 18:00 საათზეა დაგეგმილი.

პლატფორმა დაიცავი თავისუფლება აერთიანებს აქტივისტებს, დამოუკიდებელ ჯგუფებს, არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებს საქართველოში. პლატფორმა რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ მუშაობს.

დაიცავი თავისუფლება 2015 წლის ოქტომბერში დაფუძნდა. პლატფორმის სურვილია მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება რუსული პოლიტიკის მიზნებთან დაკავშირებით. მისი მიზანია კრემლის პროპაგანდის ძალისხმევის გამოვლენა და საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების გაზრდა.

ახალციხეში რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ მიმართული კონცერტისთვის ემზადებიან


[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ევროინტეგრაციის სამინისტრო: რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ დაგეგმილ კონცერტზე არაფერი ვიცით
NGO-ები: ახალციხის მერია არღვევს შეკრებისა და მანიფესტაციის კონსტიტუციურ თავისუფლებას
რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ კონცერტის ჩატარებაზე ახალციხის მერიიდან უარი მიიღეს
'დაიცავი თავისუფლება':  რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ კონცერტს ახალციხეში მაინც ჩავატარებთ
მერია კონცერტზე: გარკვეული ძალები  საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობენ
‘დაიცავი თავისუფლება’: მერიამ კამპანიის მიზნის შესახებ იცოდა
თეატრი: რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ მიმართული კონცერტი ხელს შეგვიშლის