FM97.5 / LIVE

პირველი ენერგოეფექტური ბაღი ახალციხეში შენდება

მთავარისიახლე, საზოგადოება, განათლება 07.06.2016
ახალციხეში მეოთხე ბაგა–ბაღის ადგილზე „მწვანე ბაღი“ შენდება; ქალაქის მერიაში პროექტის პრეზენტაცია გამართეს;

პირველი ენერგოეფექტური ბაღი ახალციხეში შენდება

ენერგოეფექტური, იგივე "მწვანე ბაღი“, იაძის ქუჩაზე, N12–ში განთავსდება. პროექტის მიხედვით, უკვე არსებული მეოთხე ბაგა-ბაღი დაინგრევა და მის ნაცვლად რამდენიმე სართულიანი, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი შენობა აშენდება.

ენერგოეფექტური ბაღის პროექტის შესადგენად, ახალციხის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში შპს ,,Dagenbach Landscapes“–მა გაიმარჯვა. გერმანულმა კომპანიამ სამუშაოების გეგმა დღეს, 7 ივნისს, ადგილობრივ თვითმმართველობას გააცნო.

პროექტის ავტორების თქმით, მწვანე საბავშვო ბაღში, ჩვეულებრივი შენობებისგან განსხვავებით, ენერგოეფექტურობის კუთხით აქ არაერთი ღონისძიება გატარდება. სამუშაოებისას გათვალისწინებული იქნება გარემოს დაცვა, ხარჯთეფექტურობა, ენერგიის დაზოგვა და უსაფრთხოება.

"ასეთი კომპლექსური ღონისძიება, მშენებლობა ნულიდან რომ დაგვეწყო და მწვანე რეიტინგით რეგისტრირებული ბაღი აგვეშენებინა არ გვქონია. ეს იქნება პირველად საქართველოში და ვულოცავ ამას ახალციხეს. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ შენობა სრულად დათბუნებული იქნება, ამიტომ ენერგიის დანაკარგი მინიმუმადეა დაყვანილი“, – განმარტავს პროექტის ხელმძღვანელი ზაალ ხელაძე.

ენერგოეფექტური ბაღის პროექტის ღირებულება 40 000 ლარია. მისი შესყიდვა ადგილობრივი ბიუჯეტით ხორციელდება.
მშენებლობის დასრულების შემდეგ, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ბაღი 400 აღსაზრდელს მოემსახურება.

"არქიტექტურული და საინჟინრო თვალსაზრისით, ასევე, ენერგო ეფექტურობასთან დაკავშირებით ყველა დეტალი კარგადაა გათვლილი. ეს პროექტი ეხება, როგორც ელექტროენერგიის, ასევე ბუნებრივი აირის ეკონომიას, წყლის დაზოგვას და ა.შ. მშენებლობა საკმაოდ ძვირადღირებულია, ჩვენ მოგვიწევს გარკვეული მუშაობა, რომ მოვიძიოთ თანხები, როგორც ჩვენი ბიუჯეტის შიგნით, ასევე ჩვენს დონორ ორგანიზაციებთან", – განმარტავს ქალაქ ახალციხის მერის მოადგილე ზაზა თამარაშვილი.

ენერგოეფექტური საბავშო ბაღის მშენებლობის პროექტი მერიას რამდენიმე დღეში ჩაბარდება. პროექტის მიხედვით, ბაღის მშენებლობა 1 წელიწადში უნდა დასრულდეს.

პირველი ენერგოეფექტური ბაღი ახალციხეში შენდება

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში ენერგოეფექტური ბაღი აშენდება
პირველი ენერგოეფექტური ბაღი ახალციხეში
2017 წელს ახალციხეში ენერგოეფექტური ბაღი აღარ აშენდება
2019 წელს ახალციხეში ორი საბავშვო ბაღი აშენდება
ადიგენში დანგრეული საბავშვო ბაღის სანაცვლოდ ახალი ბაღი შენდება
ახალი საბავშვო ბაღი ახალციხეში რუსთაველის ქუჩაზე აშენდება
ახალციხის მეორე  ბაგა–ბაღი, რომელშიც 150 ბავშვი სწავლობს, ავარიულია