FM97.5 / LIVE

2017 წელს ახალციხეში ენერგოეფექტური ბაღი აღარ აშენდება

მთავარისიახლე, საზოგადოება, განათლება 17.01.2017
ახალციხეში მეოთხე ბაგა–ბაღის ტერიტორიაზე ახალი ბაღის მშენებლობა გაურკვეველი ვადით გადაიდო . ახალციხის მერიას 4 500 000 ლარიანი პროექტის დაფინანსებაზე რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან უარი უთხრეს.

2017 წელს ახალციხეში ენერგოეფექტური ბაღი აღარ აშენდება
ენერგოეფექტური ბაღის პროექტი

აღნიშნულის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიის წარმომადგენლებს დღეს, 17 იანვარს ქალაქის მერმა ვლადიმერ ზედგინიძემ განუცხადა.

„არ არის მაინცდამაინც ფუფუნების წელი. ეს საკითხი ამოღებული იქნა. პროექტი ნაყიდი გვაქვს, მაგრამ გადაიდო განხორციელება“, – განაცხადა ახალციხის მერმა ვლადიმერ ზედგინიძემ.

მისივე თქმით, აღნიშნული ბაღის მშენებლობა ორ წელზე იყო გათვლილი. 4 500 000 ლარიანი პროექტიდან, 3 500 000 ლარი სახელმწიფოსგან უნდა მიეღოთ, დარჩენილ თანხას კი ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაამატებდნენ.

ახალციხეში ე.წ „ჯაყელების“ ბაღის ადგილზე, ახალი ენერგოეფექტურის ბაღის მშენებლობის შესახებ ორი წელია საუბარია. გასულ წელს ადგილობრივმა თვითმმართველობამ ენერგოეფექტური ბაღის პროექტიც შეადგინა. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ "Dagenbach Landscapes“–მა სამუშაოები 40 000 ლარად შეასრულა. პროქტის პრეზენტაცია ახალციხეში 2016 წლის 7 ივნისს გაიმართა .

საზოგადოებრივი განვითრების ახალციხის ცენტრის დირექტორი ნუგზარ თათეშვილი იმედოვნებს, რომ დაწყებული საქმე ბოლომდე მივა და ახალციხეში ენერგოეფექტური ბაღი მაინც აშენდება.

„პროექტი მზადაა, იმის გამო, რომ ბიუჯეტში სათანადო სახსრები ვერ გამოინახა დროებით შეჩერდა. ამ პროექტს არავინ უგულებელყოფს და მაინც გაკეთდება. უბრალოდ დროში გადაინაცვლა, როგორც კი სათანადო ფინანსები და დონორი გამოჩნდება, მშენებლობა დაიწყება“, – ამბობს ნუგზარ თათეშვილი.

მანამდე, ვიდრე ახალციხის მერია ფინანსების ძიებაში იქნება, N2 ბაგა–ბაღის და N 4 ბაგა–ბაღის აღსაზრდელებს ისევ გაურემონტებელ შენობაში სწავლა და ღუმელებით გათბობა მოუწევთ.

N2 ბაგა–ბაღში, რომელიც ავარიულია, სასწავლებლად საბარგო სადგურის დასახლებიდანაც დადიან. ვლადიმერ ზედგინიძის განმარტებით, შესაძლოა საბარგო სადგურზე ძველი ბაგა–ბაღის შენობის აღდგენა მოხდეს, თუმცა ჯერ ამაზე კონკრეტული საუბარი არ ყოფილა და არც ბიუჯეტშია ასახული მისი რეაბილიტაცია.

„შენობის ძირითადი ჩონჩხი დგას, სადაც ადრე ბაღი იყო“, –ამბობს ვადალიმერ ზედგინიძე.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში ენერგოეფექტური ბაღი აშენდება
პირველი ენერგოეფექტური ბაღი ახალციხეში შენდება
პირველი ენერგოეფექტური ბაღი ახალციხეში
ახალციხეში N1 ბაგა–ბაღის რეაბილიტაცია იგეგემება
ახალციხის 8 ბაღიდან 4 ჯერ ისევ შეშით თბება
ბაგა–ბაღის აღსაზრდელები სტუმრად ბიბლიოთეკაში
ახალციხის მეორე  ბაგა–ბაღი, რომელშიც 150 ბავშვი სწავლობს, ავარიულია