FM97.5 / LIVE

პირველი ენერგოეფექტური ბაღი ახალციხეში

მთავარიგანათლება, მოქალაქე ჟურნალისტები 02.03.2016
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მინაძეში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი, 50–მდე აღსაზრდელზე გათვლილი, ენერგოეფექტური ბაგა–ბაღი გაიხსნა.

პირველი ენერგოეფექტური ბაღი ახალციხეში

სოფელ მინაძეში ახალი საბავშვო ბაღი საზეიმოდ, გუშინ, 1 მარტს გაიხსნა. ბაღის გახსნას რეგიონისა და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები დაესწრნენ.

მინაძეში საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია გასულ, 2015 წელს დაიწყო. ბაგა–ბაღის რეაბილიტაციასა და ინვენტარით აღჭურვას, ადგილობირივი ბიუჯეტიდან 110.000 ლარი მოხმარდა.

ახალციხის სხვა ბაღებისაგან განსხვავებით, მინაძის ბაღში გათბობისთვის მზის ენერგიას გამოიყენებენ. საზოგადოებრივი განვითარების ცენტრმა ბაღში მზის კოლექტორი და ენერგოეფექტური ღუმელი დაამონტაჟა.

მინაძის საბავშვო ბაღი 50 აღსაზრდელზეა გათვლილი, აქ ორი ჯგუფი იმუშავებს. დასაქმებული კი 12 ადამიანია, როგორც ახალციხის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანებაში აცხადებენ, 12–ვე თანამშრომელი მინაძის მცხოვრებია.

ახალგახსნილ ბაღს მინაძის სკოლის დირექტორმა საკანცელარიო ნივთები, სახალხო მთქმელმა ვასილ კვინცხაძემ კი თავისი ლექსების კრებული „დამილოცე საქართველო“ უსახსოვრა.

ახალციხის თემის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორის ,ლელა ზაზაძის თქმით, მომავალში ბაგა–ბაღების გახსნა იგეგმება სოფლებში: წნისში, ფერსასა და წყალთბილაშიც.

სოფელ მინაძეში საბავშვო ბაღი 1996 წელს დაიხურა და მას შემდეგ აღარ ფუნქციონირებდა. ახალი ბაღი ორ სოფელს, მინაძესა და ჭაჭარაქვს მოემსახურება.

პირველი ენერგოეფექტური ბაღი ახალციხეში

პირველი ენერგოეფექტური ბაღი ახალციხეში

პირველი ენერგოეფექტური ბაღი ახალციხეში

პირველი ენერგოეფექტური ბაღი ახალციხეში

პირველი ენერგოეფექტური ბაღი ახალციხეში

[სოფო ღვინიაშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სოფელ ფერსაში საბავშვო ბაღი გაიხსნა
სოფელ ურაველში საბავშვო ბაღი გაიხსნა
‘მეორე შახტაში’ ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა
საძელში ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა
სოფელ წნისში საბავშვო ბაღი გაიხსნა
აგარაში ახალი საბავშვი ბაღი გაიხსნა
ზარზმაში საბავშვო ბაღი გაიხსნა