FM97.5 / LIVE

2019 წელს ახალციხეში ორი საბავშვო ბაღი აშენდება

მთავარისიახლე, ეკონომიკა 20.02.2019
ახალციხის მერის ზაზა მელქიძის განცხადებით, მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით ქალაქში 300 ბავშვზე გათვლილი ორი საბავშვო ბაღი აშენდება.

2019 წელს ახალციხეში ორი საბავშვო ბაღი აშენდება
ფოტო: 'სამხედრო დასახლების' ტერიტორია


ერთი ბაღი, რომლიც 200 აღსაზრდელზე იქნება გათვლილი, რუსთაველის ქუჩაზე, ე.წ. სამხედრო დასახლების ტერიტორიაზე აშენდება.

„ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მიმდებარე ტერიტორიაზე ბაღი არ არის. პროექტის დიზაინზე მიდის შეთანხმება. უახლოეს პერიოდში გვეცოდინება რამდენი ლარი იქნება ორივე ბაღის ასაშენებლად საჭირო“, – ამბობს ზაზა მელიქიძე.

მეორე საბავშვო ბაღი ქალაქის ცენტრში აშენდება, თუმცა კონკრეტულად რომელ ადგილზე, ეს ჯერ გადაწყვეტილი არ არის. აღნიშნული ბაღი 100 ბავშვზე იქნება გათვლილი.

„ეს საკითხიც განხილვის სტადიაშია, დონორებთან შეთანხმებას ვაწარმოებთ. ფაქტიურად, ტერიტორია რაც გვაქვს ქალაქში, მეტი ბავშვის დატევის საშუალებას არ იძლევა. ახალი სტანდარტებით ერთ აღსაზრდელზე მინიმუმ 35–40 კვ. მეტრია საჭირო, აქ იგულისხმება შენობაც და ეზოც“, – ამბობს მელიქიძე.

შეგახსენებთ, რომ ახალციხეში პირველი ენერგოეფექტური ბაღის მშენებლობა ჯერ კიდევ 2016 წელს იგეგმებოდა, თუმცა ახალციხის მერიას 4 500 000 ლარიანი პროექტის დაფინანსებაზე რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან უარი უთხრეს.

ახალციხის მერი ზაზა მელიქიძე ამბობს, რომ ამ საკითხზე დონორებთან მოლაპარაკებები კიდევ მიმდინარეობს, წელს დაგეგმილი ბაღების მშენებლობა კი სხვა პროექტია.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალი საბავშვო ბაღი ახალციხეში რუსთაველის ქუჩაზე აშენდება
2017 წელს ახალციხეში ენერგოეფექტური ბაღი აღარ აშენდება
ახალციხეში ენერგოეფექტური ბაღი აშენდება
პირველი ენერგოეფექტური ბაღი ახალციხეში
პირველი ენერგოეფექტური ბაღი ახალციხეში შენდება
ახალციხის მეორე  ბაგა–ბაღი, რომელშიც 150 ბავშვი სწავლობს, ავარიულია
საბავშვო ბაღების მშენებლობა და რეაბილიტაცია - რა იგეგმება ახალქალაქში?