FM97.5 / LIVE

ახალციხის მეორე ბაგა–ბაღი, რომელშიც 150 ბავშვი სწავლობს, ავარიულია

მთავარისიახლე, საზოგადოება, სამართალი 05.12.2018
ახალციხის მერიაში აცხადებენ, რომ მეორე ავარიული ბაგა–ბაღისთვის 2019 წელს 500 000 ლარია განსაზღვრული. ამ თანხით არსებული შენობა გარემონტდება თუ ახალს ააშენებენ, ჯერ გადაწყვეტილი არ არის.

ახალციხის მეორე  ბაგა–ბაღი, რომელშიც 150 ბავშვი სწავლობს, ავარიულია

ახალციხის მეორე ბაგა–ბაღის შენობა 1972 წელს აშენდა. კედლები დაბზარულია და სპეციალური რკინებით არის გამაგრებული. ამ წლების განმავლობაში ბაღში რამდენჯერმე მხოლოდ კოსმეტიკური რემონტი ჩატარდა. როგორც დაწესებულების მენეჯერი ნათელა გელაძე ამბობს, შენობა, დაახლოებით, ორი–სამი წლის წინ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს წარმომადგენლებმა შეისწავლეს. მათი დასკვნის მიხედვით ბაღი ავარიულია, თუმცა, რეაბილიტაციას ექვემდებარება.

„კედლები სპეციალური რკინებით შევკარით და ბზარები აღარ მომატებია. გვიხარია, რომ მომავალ წელს ჩვენს ბაღს გაარემონტებენ, ამის შემდეგ სამი ჯგუფის დამატებას კიდევ შევძლებთ, დამატებით დაახლოებით 80 ბავშვს მივიღებთ“, – ამბობს ნათელა გელაძე.

ახალციხის მერის პირველი მოადგილე გურამ მელიქიძე ამბობს, რომ მეორე ბაგა–ბაღისთვის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტში 500 000 ლარია გათვალისწინებული: „დასკვნა, რომ შენობა დასანგრევია, არ არსებობს. ამ ბაღის რეაბილიტაცია უნდა ჩატარდეს, თუმცა ზუსტად რა როგორ იქნება ამ ეტაპზე ვერ გეტყვით. თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გაიწერება“.

გარდა მეორე ბაღისა, სარეაბილიტაციოა ახალციხის მეოთხე ბაგა–ბაღიც, თუმცა ამ შენობის ბედი ჯერ კიდევ გაურკვეველია. მომავალი წლის ბიუჯეტში ამ კუთხით თანხა გათვალისწინებული არ არის.

იაძის N12-ში მდებარე ბაღის ნაცვლად ახალი, ენერგოეფექტური შენობის ასაშენებლად 4 500 000 ლარი იყო საჭირო, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან კი ახალციხის მერიას დაფინანსებაზე 2016 წელს უარი უთხრეს.

„მეოთხე ბაღზე ჯერ სიახლე არ არის, ძვირად ღირებულია და თანხის მოძიების პროცესში ვართ. მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ დონორებთან, თუმცა ჯერჯერობით პასუხი არ გვაქვს“, – ამბობს გურამ მელიქიძე.

ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, 2019 წელს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების შენობა–ნაგებობების რეაბილიტაციისა და ინვენტარის შესაძენად 600 000 ლარია გათვალისწინებული.

ახალციხის მეორე  ბაგა–ბაღი, რომელშიც 150 ბავშვი სწავლობს, ავარიულია

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

2017 წელს ახალციხეში ენერგოეფექტური ბაღი აღარ აშენდება
ახალციხეში ენერგოეფექტური ბაღი აშენდება
2019 წელს ახალციხეში ორი საბავშვო ბაღი აშენდება
პირველი ენერგოეფექტური ბაღი ახალციხეში შენდება
ახალციხის 8 ბაღიდან 4 ჯერ ისევ შეშით თბება
ახალციხეში N1 ბაგა–ბაღის რეაბილიტაცია იგეგემება
ბაგა–ბაღის ავარიული შენობა სახლის ნაცვლად [Video]