FM97.5 / LIVE

“მოსახლეობამ უნდა იცოდეს ნატოს როლის შესახებ საქართველოს უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცებაში”[R]

მთავარისაზოგადოება, რეკლამა 25.04.2016
2016 წლის 4 აპრილს ნატოს კვირეული ნატო–საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმით გაიხსნა. ორდღიანი ფორუმი საქართველოში, თბილისში პირველად გაიმართა, ნატოს საინფორმაციო ცენტრის, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ორგანიზებით. რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის ამ ტიპის ფორუმის საქართველოში ჩატარება და შედეგები, ამ თემაზე თავდაცვის მინისტრის მრჩეველს შოთა ღვინერიას ვესაუბრეთ.

“მოსახლეობამ უნდა იცოდეს ნატოს როლის შესახებ საქართველოს უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცებაში”[R]
რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის ამ ტიპის ფორუმის საქართველოში ჩატარება და შედეგები, ამ თემაზე თავდაცვის მინისტრის მრჩეველს შოთა ღვინერიას ვესაუბრეთ.

შოთა ღვინერია, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მრჩეველი: „ნატოს სახალხო დიპლომატიის ფორუმი ტრადიციულად ბრიუსელში იმართება. წელს უნიკალური შესაძლებლობა მოგვეცა, ნატო–საქართველოს ერთობლივი ფორუმი თბილისში, ნატოს კვირეულის ფარგლებში გაგვემართა. ფორუმის ფორმატი მეტად მნიშვნელოვანია და ნატოს და პარტნიორი ქვეყნების ოფიციალურ პირებსა და ექსპერტებს შესაძლებლობას აძლევს სახალხო დიპლომატიისა და სტრატეგიული კომუნიკაციების როლზე უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევების კონტექსტში მოსაზრებები გაცვალონ.

მსურს აღვნიშნო, რომ უსაფრთხოების კუთხით დღეს არსებული ახალი გამოწვევები პასუხებს მოითხოვს და სწორედ ამ საკითხებს დაეთმო ნატო–საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმი. ორი დღის განმავლობაში შესაძლებლობა გვქონდა ნატოს და პარტნიორი ქვეყნების ოფიციალურ პირებთან და ექსპერტებთან ერთად გვესაუბრა სტრატეგიული კომუნიკაციის მნიშვნელობაზე, როგორც ეფექტურ საშუალებაზე რეგიონში არსებული ისეთი გამოწვევებისა და საფრთხეების საპასუხოდ, როგორიც არის ანტიდასავლური პროპაგანდა და დეზინფორმაცია.

ნატოს წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ საქართველო ნატოს სანდო და ერთგული სტრატეგიული პარტნიორია, რომელიც საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოების არქიტექტურაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანას განაგრძობს. ასევე, ყურადღება გამახვილდა ვარშავის სამიტისთვის მზადების პროცესსა და იმ მოლოდინებზე, რომელიც კონკრეტულად საქართველოს გააჩნია.

– რას ელის საქართველოს ნატოს ვარშავის სამიტისგან?

– 2016 წლის ნატოს ვარშავის სამიტზე საქართველო ალიანსის მხრიდან ინტეგრაციის პროცესის პოლიტიკურ მხარდაჭერას და პრაქტიკული თანამშრომლობის კუთხით პროგრესს ელის.

პოლიტიკური თვალსაზრისით, ჩვენ ნატოსგან მკაფიო სიგნალს ველით, რაც ვარშავის სამიტის კომუნიკეში შესაძლოა სხვადასხვა ფორმით აისახოს. სწორედ პოლიტიკურად ძლიერი გზავნილის მიღების მიზნით, ჩვენ ნატოს წევრ სახელმწიფოებთან აქტიურ კონსულტაციებს ვაწარმოებთ.

პრაქტიკული თანამშრომლობის მიმართულებით, ჩვენ ველოდებით კონკრეტულ შედეგებს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისა და უსაფრთხოების განმტკიცების კუთხით. ნატო–საქართველოს არსებითი პაკეტი წარმატებით ხორციელდება. ის ჩვენი ქვეყნის საჭიროებებზე მორგებული და შედეგებზე ორიენტირებული მექანიზმია, რომელიც საქართველოს ნატოში გაწევრიანებისთვის ამზადებს. ნატოს ვარშავის სამიტზე ჩვენ არსებითი პაკეტის გაძლიერებას და პაკეტის იმპლემენტაციის პროცესში ნატოს წევრი ქვეყნების მეტ ჩართულობას ველით, რაც საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობების განვითარებას, ნატოსთან თავსებადობის გაზრდასა და ნატოში გაწევრიანების პროცესს შეუწყობს ხელს.
ამას გარდა, ვარშავის სამიტზე ალიანსმა უნდა შეიმუშაოს და შეათანხმოს ღონისძიებები, რომლებიც საქართველოს და რეგიონის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას უზრუნველყოფს. ნატო უფრო აქტიურად უნდა ჩაერთოს შავი ზღვის უსაფრთხოების, როგორც ევროატლანტიკური უსაფრთხოების სისტემის შემადგენელი ნაწილის განმტკიცებაში, ხოლო საქართველომ აქტიური მონაწილეობა უნდა მიიღოს ნატოს არსებულ პროგრამებსა და ღონისძიებებში, რომლებიც შავი ზღვის რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების განმტკიცებას ისახავს მიზნად.
ნატოსთან პრაქტიკული თანამშრომლობის გაძლიერების შედეგად ჩვენ მივიღებთ ნატოს, უფრო მეტად წარმოდგენილს საქართველოში და საქართველოს, უფრო მეტად ინტეგრირებულს ნატოში.

– რა მნიშვნელობა აქვს სტრატეგიული კომუნიკაციების შესაძლებლობების განვითარებას ეროვნულ დონეზე?

– თანამედროვე საინფორმაციო გარემო ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას და საგარეო პოლიტიკის ევროპულ და ევროატლანტიკურ კურსს უპრეცედენტო საფრთხეს უქმნის. შესაბამისად, ანტიდასავლური პროპაგანდისა და დეზინფორმაციის პირობებში, საქართველოსთვის, ისევე როგორც დასავლეთისთვის, მნიშვნელოვანი ხდება სტრატეგიული კომუნიკაციების შესაძლებლობების განვითარება, როგორც ეროვნულ, ასევე ინსტიტუციონალურ დონეზე. ამ მიზნით, სახელმწიფო უწყებებში, მათ შორის საქართველოს თავდაცვის სამინისტროში, შეიქმნა სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი, რომლის მიზანია კოორდინირებული გზავნილებით და ეფექტიანი საკომუნიკაციო საშუალებებით მოსახლეობის ცნობიერების ორი ძირითადი მიმართულებით ამაღლება.

ამ თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია საქართველოს ევროკავშირთან და ნატოსთან ინტეგრაციის პროცესში მიღწეული პროგრესის შესახებ მოსახლეობის ჯეროვანი ინფორმირება, რაც თავისთავად რუსული პროპაგანდის მიერ გავრცელებულ ნიჰილისტურ ნარატივებს გააბათილებს.
ამავდროულად, საჭიროა ქვეყნის სახელმწიფოებრივ განვითარებაში ნატოსა და ევროკავშირის როლისა და თანამშრომლობის პროგრამებიდან მიღებული კონკრეტული სარგებლის შესახებ ჩვენს მოსახლეობასთან აქტიური კომუნიკაცია. ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქე უნდა იყოს ინფორმირებული ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებისა და იმ კონკრეტული სარგებლის შესახებ, რაც, მაგალითად, ევროკავშირთან თავისუფალ ვაჭრობასა და ვიზალიბერალიზაციას მოაქვს. ასევე, მოსახლეობამ უნდა იცოდეს ნატოს როლის შესახებ საქართველოს უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცებაში. ჩვენ უნდა ვაწარმოოთ სწორი კომუნიკაცია ნატო–საქართველოს არსებითი პაკეტის შესახებ, რომლის წარმატებით განხორციელება ხელს უწყობს ჩვენი ქვეყნის თავდაცვითი და შემაკავებელი შესაძლებლობების გაძლიერებას, დაგვეხმარება უსაფრთხოების გამოწვევებთან გამკლავებაში.


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

საქართველო ნატოში გაწევრიანების გზაზე
'ნატო-ში გაწევრიანება, მშვიდობიანი, უსაფრთხო და დემოკრატიული განვითარების გარანტია'
ქართული სახელმწიფოს ამოცანაა, რომ ვარშავის შემდეგ საქართველო იყოს გაცილებით უფრო ძლიერი [R]
რა ინტერესი აქვს ნატოს საქართველოს მიმართ?
'საქართველო ვარშავიდან უფრო ძლიერი უნდა ჩამოვიდეს - გაძლიერებული თავდაცვისუნარიანობით'
საქართველოს ევროატლანტიკური არჩევანი გადახედვას არ ექვემდებარება
უფრო ძლიერი და უფრო დაცული საქართველო – ვარშავის სამიტის შედეგებმა მოლოდინები გაამართლა [R]