FM97.5 / LIVE

რისთვის იბრძვიან ქართველი ჯარიკაცები ავღანეთში ნატოს ოპერაციებში

მთავარიპოლიტიკა, რეკლამა 01.02.2016
საქართველო, როგორც ცივილური სამყაროს ღირსეული წევრი, აქტიურად მონაწილეობს გაეროს, ევროკავშირისა და ნატოს ეგიდით წარმოებულ საერთაშორისო მისიებში და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საერთაშორისო უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში.

რისთვის იბრძვიან ქართველი ჯარიკაცები ავღანეთში ნატოს ოპერაციებში

– საქართველოს შეიარაღებული ძალების საერთაშორისო ოპერაციებში მონაწილეობა ნათლად წარმოაჩენს, რომ საქართველო ჩამოყალიბდა როგორც უსაფრთხოების მიმწოდებელი ქვეყანა და დაამტკიცა მსოფლიო უსაფრთხოებაში საკუთარი წვლილის შეტანის უნარი.

– ქართველი სამხედრო მოსამსახურეები, ნებაყოფლობით, ამაყად დგანან მოკავშირეთა ჯარისკაცების გვერდით, პირნათლად ასრულებენ დაკისრებულ ამოცანებს და იღებენ საბრძოლო გამოცდილებას. ეს საქართველოს შეიარაღებული ძალების შესაძლებლობებს მნიშვნელოვნად ზრდის.

– გარდა ამისა, ქართველი სამხედროები გადიან გადასროლისწინა მომზადებას და ნატოს წევრი ქვეყნების ინსტრუქტაჟით მაღალი დონის წვრთნებში მონაწილეობენ. დღეისათვის 12000-ზე მეტმა ქართველმა სამხედრომ შესაბამისი წვრთნები გაიარა და ავღანეთში ნატოს საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძალების ოპერაციაში (IშAF) მიიღო მონაწილეობა. შესაბამისად, საქართველოს შეიარაღებული ძალების დიდი ნაწილი ნატოსთან თავსებადობის მაღალი დონით სარგებლობს, რაც ქართული ჯარის თავდაცვისუნარიანობას მნიშვნელოვნად აძლიერებს.

– თანამედროვე უსაფრთხოების გამოწვევების კონტექსტში, ქვეყნის უსაფრთხოების ინტერესების დაცვის უზრუნველყოფა მხოლოდ ქვეყნის შიგნით ან მის საზღვრებთან არ ხორციელდება. რადიკალური ისლამისტური ძალები, რელიგიის ფასადს ამოფარებული ექსტრემისტული დაჯგუფებები, პოლიტიკურ იდეოლოგიაზე დგანან და დასავლეთის ღირებულებებს ებრძვიან. აღნიშნულ გამოწვევებთან ბრძოლა მხოლოდ საერთაშორისო თანამეგობრობის ერთიანი პოზიციითა და გაერთიანებული ქმედებებით არის შესაძლებელი.

– ნატოს ISAF-ის ოპერაცია ავღანეთში ალიანსის ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ სამხედრო მისიას წარმოადგენდა. დღეს ავღანეთში ნატოს მტკიცე მხარდაჭერის ოპერაცია მიმდინარეობს, რომელსაც საერთაშორისო სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

- საქართველო, რომელიც ნატოს წევრობისკენ მიისწრაფვის, საერთაშორისო ოპერაციებში მონაწილეობით ნათლად ამტკიცებს, რომ იქ, სადაც ჩვენი ქვეყნის შეიარაღებული ძალები იცავს საერთაშორისო მშვიდობასა და სტაბილურობას, ამავდროულად იცავს საქართველოს უსაფრთხოებას.

მომზადებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს
სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის მიერ
ტელ: +995(32) 2 72 35 35;
ელ–ფოსტა: stratcom@mod.gov.ge;
ვებ–გვერდი: mod.gov.ge


(R)


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

საქართველო ნატოში გაწევრიანების გზაზე
'ნატო-ში გაწევრიანება, მშვიდობიანი, უსაფრთხო და დემოკრატიული განვითარების გარანტია'
ქართველები  ავღანეთის “ცხელ მიწაზე”
საქართველოს შეიარაღებული ძალები 25 წლისაა [Photo]
28 ქართველ სამხედროს ავღანეთში კორონავირუსი დაუდასტურდა
საქართველოს შეიარაღებული ძალები 25 წლისაა [R]
საგადასახადო შეღავათები მძიმე დაზიანება მიღებული სამხედროებისთვის