FM97.5 / LIVE
'საქართველო ვარშავიდან უფრო ძლიერი უნდა ჩამოვიდეს - გაძლიერებული თავდაცვისუნარიანობით'

'საქართველო ვარშავიდან უფრო ძლიერი უნდა ჩამოვიდეს - გაძლიერებული თავდაცვისუნარიანობით'

მთავარიპოლიტიკა, რეკლამა 14.03.2016
2016 წლის 1 მარტს ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისის“ ტერიტორიაზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ორგანიზებით, არასამთავრობო სექტორთან და ექსპერტებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა თემაზე: ნატოს ვარშავის სამიტი _ მოლოდინები და პერსპექტივები.

'საქართველო ვარშავიდან უფრო ძლიერი უნდა ჩამოვიდეს - გაძლიერებული თავდაცვისუნარიანობით'

ნატოს ვარშავის სამიტი – მოლოდინები და პერსპექტივები

აღნიშნული შეხვედრა მიზნად ისახავდა ანტიდასავლური პროპაგანდის და ნატოს ვარშავის სამიტისთვის მოლოდინების მართვის საკითხებზე თავდაცვის სამინისტროსა და არასამთავრობო თუ საექსპერტო წრეებს შორის შეთანხმების მიღწევას და თანამშრომლობის შესაძლებლობების განხილვას. შეხვედრის მთავარ ამოცანას არსებულ გამოწვევებზე ერთობლივი პასუხისა და მიდგომების შემუშავება წარმოადგენდა.

სამუშაო შეხვედრა საქართველოს თავდაცვის მინისტრ თინათინ ხიდაშელის მიმართვით დაიწყო, რომელმაც ვარშავის სამიტის წინ საზოგადოებაში არსებულ მოლოდინებსა და მოლოდინების მართვაზე გაამახვილა ყურადღება.

„საქართველო ვარშავიდან უფრო ძლიერი უნდა ჩამოვიდეს, გაძლიერებული თავდაცვისუნარიანობით. მნიშვნელოვანია საქართველოს ჰქონდეს ერთიანი პოზიცია. დღევანდელი შეხვედრის მიზანია შევთანხმდეთ იმ პაკეტზე, რომელიც გვინდა მივიღოთ ვარშავიდან. ასევე მნიშვნელოვანია მაისში დაგეგმილი თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია, რომელზეც ერთიანი პოზიციით უნდა წარვდგეთ. დღეს მნიშვნელოვანია, სწორედ დავგეგმოთ საკომუნიკაციო სტრატეგია და ამაზე იქნება დამოკიდებული რამდენად წარმატებული იქნება ანტიდასავლური პროპაგანდა. სამხედრო დისციპლინით მომზადებული უნდა შევხვდეთ ვარშავის სამიტს. პოზიცია უნდა იყოს შემტევი და მიზანმიმართული. კომუნიკაცია საზოგადოებასთან თამამი უნდა გვქონდეს. რუსული პროპაგანდის არსი მგდომარეობს შემდეგში, რომ ნატოც კარგია და ევროკავშირიც, მაგრამ თქვენთვის არ არის. ჩვენი მიზანია ნატოს წევრობაა, მაგრამ ამასობაში მთავარი ამოცანა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს კარი ჩვენ თვითონ არ ჩავკეტოთ, – აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.

კონფერენცია ორი თემატური სესიისგან შედგებოდა. პირველი ნაწილი საქართველოს ნატოში გაწევრიანებას დაეთმო. მეორე – ნატოს ვარშავის სამიტის მოლოდინების მართვას და კომუნიკაციას.

თავდაცვის სამინისტროს და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა განიხილეს რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და გამოწვევები, შეიარაღებული ძალების ტრანსფორმაციისა და ნატოსთან თავსებადობის საკითხი. ასევე გამომსვლელებმა ყურადღება გაამახვილეს რუსეთის ინფორმაციულ ომზე, საქართველოს რეგიონებში არსებულ საინფორმაციო გარემოზე, ეთნიკური უმცირესობების განწყობებსა და კომუნიკაციის მნიშვნელობაზე.

(R)


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

თინათინ ხიდაშელი: 'საქართველოსთვის ნატო არის შესაძლებლობა და არა გამოწვევა'
ქართული სახელმწიფოს ამოცანაა, რომ ვარშავის შემდეგ საქართველო იყოს გაცილებით უფრო ძლიერი [R]
“მოსახლეობამ უნდა იცოდეს ნატოს როლის შესახებ საქართველოს უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცებაში”[R]
საქართველოში თავდაცვისა და უსაფრთხოების რიგით მე-10 კონფერენცია გაიმართა [R]
თავდაცვის სამინისტროს მჭიდრო კავშირი რეგიონებთან და საზოგადოების მაქსიმალური ინფორმირება [R]
უფრო ძლიერი და უფრო დაცული საქართველო – ვარშავის სამიტის შედეგებმა მოლოდინები გაამართლა [R]
საქართველოს თავდაცვის მინისტრის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში [R]