FM97.5 / LIVE

“რუმინეთი აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს ევრო–ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას” – რუმინეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრი მიჰეა მოტოჩი[R]

მთავარიპოლიტიკა, რეკლამა 25.04.2016
საქართველო შავი ზღვის რეგიონში რუმინეთის მნიშვნელოვანი პარტნიორია, ასევე ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორია ნატოსა და ევროკავშირისთვის. რუმინეთი აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს ევრო–ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას. შევთანხმდით, რომ კიდევ უფრო გავაფართოოთ ორმხრივი ურთიერთობები.

“რუმინეთი აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს ევრო–ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას” – რუმინეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრი მიჰეა მოტოჩი[R]
თავდაცვის სფეროში ახალი შესაძლებლობები დავსახეთ, განსაკუთრებით ვგეგმავთ თანამშრომლობის გაფართოებას სამხედრო განათლების სფეროში, თავდაცვით დაზვერვაში, რასაც დღევანდელ მსოფლიოში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს, ვინაიდან ინფორმაციის სათანადო გაცვლა ყველა ქვეყნისთვის სარგებლის მომტანია. ვგეგმავთ თანამშრომლობის გაღრმავებას სპეციალური ოპერაციებისა და სახმელეთო ძალების მიმართულებით, ასევე ერთობლივი სწავლებებისა და წვრთნების ჩატარებას.

შეხვედრაზე რეგიონული უსაფრთხოების კუთხით, ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებსა და შავი ზღვის რეგიონში თანამშრომლობის ინიციატივებზე ვისაუბრეთ. შევთანხმდით, რომ ნატოსთვის, სტრატეგიული თვალსაზრისიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია შავი ზღვის რეგიონი.

დღევანდელ შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ნატო–საქართველოს პარტნიორობაზე. აღინიშნა, რომ პარტნიორობის სამომავლო გაფართოება ვარშავაში დაგეგმილ სამიტზე განხილვის თემა უნდა იყოს. რუმინეთი ნატოს ღია კარის პოლიტიკის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი მხარდამჭერია. უკვე სამი წელია, რაც რუმინეთის საელჩო თბილისში სამეკავშირეო როლს ასრულებს ალიანსსა და საქართველოს ხელისუფლებას შორის, ამავე დროს, მხარს უჭერს საქართველოს თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმებს.

დიდად ვაფასებთ საქართველოს მნიშვნელოვან კონტრიბუციას ნატოს ეგიდით წარმოებულ მისიებში, როგორიცაა „მტკიცე მხარდაჭერის“ მისია და სწრაფი რეაგირების ძალებში ჩართვა,“– განაცხადა რუმინეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა მიჰეა მოტოჩმა.

თინათინ ხიდაშელმა 2016 წლის 7 აპრილს ვიზიტი რუმინეთში, კოლეგასთან მიჰეა მოტოჩთან ორმხრივი შეხვედრით დაიწყო. შეხვედრის დასაწყისში თინათინ ხიდაშელმა კოლეგას პოლიტიკური მხარდაჭერისა და უელსის სამიტზე საქართველოსთვის მინიჭებული ნატო–საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციაში დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

საქართველოში თავდაცვისა და უსაფრთხოების რიგით მე-10 კონფერენცია გაიმართა [R]
“მოსახლეობამ უნდა იცოდეს ნატოს როლის შესახებ საქართველოს უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცებაში”[R]
საქართველო შავი ზღვის უსაფრთხოების არქიტექტურის სრულფასოვანი წევრი უნდა გახდეს
თბილისში ნატო-ს სამხედრო კომიტეტის სხდომა გაიხსნა
საქართველო ნატოში გაწევრიანების გზაზე
საქართველოს ევროატლანტიკური არჩევანი გადახედვას არ ექვემდებარება
თინათინ ხიდაშელი: "დაპირებები შესრულებულია" [R]