FM97.5 / LIVE

შეცდომა საპატიო სტუმრებისთვის განკუთვნილ სუვენირებზე

მთავარისიახლე, საზოგადოება 05.06.2016
ახალციხეში, უძველესი სინაგოგის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, საპატიო სტუმრებისთვის გადაცემულ სუვენირებზე თარიღი არასწორად დაიტანეს.

შეცდომა საპატიო სტუმრებისთვის განკუთვნილ სუვენირებზე
მინის სუვენირები „ქართულ–ებრაულ ურთიერთობებში შეტანილი წვლილისთვის“ უძველესი სინაგოგის იუბილეზე მოწვეულ სტუმრებს გადაეცათ. მასზე 29.05 2016–ის ნაცვლად მითითებულია 29.05. 2015. გასული წლის თარიღით მინის სუვენირი 20 პიროვნებას გადაეცა.

ღონისძიება ახალციხის მერიის ორგანიზებით მოეწყო. ტექნიკური მხარის მომზადებისათვის ადგილობრივმა თვითმმართველობამ ტენდერი გამოაცხადა, რომელში გამარჯვებულიც შპს ,,creative group” გახდა. მან მოსამზადებელი სამუშაოები 29 995 ლარის ფარგლებში შეასრულა.
ორგანიზაციაში ,,სამხრეთის კარიბჭეს“ დაუდასტურეს, რომ მსგავსი სუვენირების დამზადება მათ კომპეტენციაში შედიოდა, თუმცა ტექსტი შემკვეთმა, ანუ ახალციხის მერიამ გადაუგზავნათ.

„ სუვენირების წარწერები, ტექსტები შემსყიდველმა დაამუშვა და გადმოგვიგზავნა. როცა ენდობი და გჯერა, რომ ეს ასე იქნება, არ ამოწმებ. შემდეგ ეს დამამზადებელ კომპანიას გადავუგზავნეთ და იმათმაც ავტომატურად გადაიტანეს. ეს აღმოფხვრადია და თუ პრობლემაა გამოვასწორებთ“, – ამბობს შპს ,,creative group”–ის დირექტორი მაკა ჭოველიძე.

სუვენირების არასწორ თარიღთან დაკავშვირებით, ქალაქ ახალციხის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, რომ შეცდომა უმნიშვნელოა: ,,მხოლოდ ერთ ასეთ სუვენირზე გაიპარა პატარა ხარვეზი, მსგავსი რამ შეიძლება ყველას მოუვიდეს“.
შეცდომა, რომ მხოლოდ ერთ სუვენირზე არ გაპარულა, ამის შესახებ ,,სამხრეთის კარიბჭეს“ ღონისძიებაზე მყოფნა სტუმრებმა და თავად იმ პირებმაც დაუდასტურეს, რომლებმაც მინის სუვენირები საჩუქრად მიიღეს.

„გია კოპაძის მიერ, ახალციხის მუნიციპალიტეტის სახელით, საზეიმო ვითარებაში, ქართულ–ებრაულ ურთიერთობებში შეტანილი წვლილისათვის გადმომეცა სიმბოლური სუვენირი. ფაქტი ჯიუტია და შეცდომა მართლაც დაფიქსირდა სუვენირების ტექსტზე“, – ამბობს ერთ–ერთი სტუმარი.

შეცდომა საპატიო სტუმრებისთვის განკუთვნილ სუვენირებზე

შეცდომა საპატიო სტუმრებისთვის განკუთვნილ სუვენირებზე

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

პუტინი ბორჯომის პარკის ფონზე – სუვენირები ბორჯომიდან
30.000 ლარი ქართულ–ებრაული ზეიმისთვის – რა იგეგმება სინაგოგის იუბილეზე
16.200 ლარი სასტუმროს მომსახურებისთვის – ახალციხის მერიამ ტენდერი გამოაცხადა
‘მაშინ ნურც რუს ტურისტებს შემოვუშვებთ’– პუტინის სუვენირების გამყიდველი ბორჯომიდან
სინაგოგის იუბილეზე დაგეგმილი ღონისძიებების განრიგი
სინაგოგის იუბილეზე სტუმრების გამასპინძლება  15 500 ლარი დაჯდა
ახალციხეში სინაგოგის იუბილე იზეიმეს [Photo]