FM97.5 / LIVE

დისკუსია მწერლებთან, გამოფენები და პრეზენტაციები – შეხვედრა ახალაქალაქში

მთავარისიახლე, საზოგადოება 01.06.2016
4 ივნისს, 12 საათზე, ახალქალაქის კულტურის სახლში, მწერლები გივი შახნაზარი და ანაჰიდ ბოსტანჯიანი ადგილობრივებს თავიანთ შემოქმედებას გააცნობენ. მოეწყოფა ფილმის ჩვენება, გამოფენები და წიგნის პრეზენტაცია.

დისკუსია მწერლებთან, გამოფენები და  პრეზენტაციები – შეხვედრა ახალაქალაქში

შეხვედრა დაგეგმილია პროექტის, „მრავალფეროვანი საქართველო“ ფარგლებში. პროექტი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ხელშეწყობითა და სსიპ გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის მუზეუმის ინიციატივით, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში ხორციელდება.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართება ახალი ქართული მოკლემეტრაჟიანი ფილმების ჩვენება; ასევე, გაზეთ „ლიტერატურული მესხეთის“ მთავარი რედაქტორის ავთანდილ ბერიძის ინიციატივით და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ხელშეწყობით გამოცემული წიგნის „მესხური ფოლკლორი“ პრეზენტაცია.

გარდა ამისა, მოეწყობა სხვადასხვა სახის გამოფენები ადგილობრივი ხელოვანების მონაწილეობით, ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის კონსერვატორიის ბენდის კონცერტი კონსერვატორის რექტორის მუსიკოს რეზო კიკნაძის ხელმძღვანელობით. ღონისძიების დასასრულს კი ახალქალაქის სკოლებს საჩუქრად სამინისტროს ხელშეწყობით გამოცემული წიგნები გადაეცემათ.

პროექტის „მრავალფეროვანი საქართველო“ მიზანია საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების ქვეყნის კულტურულ ცხოვრებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ქართველი მწერლები ნინოწმინდის მოსახლეობას შეხვდნენ [Photo]
შეხვედრა მწერლებთან ნინოწმინდაში
გიორგი კეკელიძე და ლაშა ბაქრაძე ახალციხეს ესტუმრებიან
ქართველი მწერლები ახალქალაქში შეხვედრას გამართავენ
ნინოწმინდას  ქართველი მწერლები ესტუმრებიან
ნინოწმინდაში ადგილობრივები თანამედროვე მწერლებს შეხვდნენ [Photo]
15–16 მაისს ახალციხეში რუსთაველის დღეები იმართება