FM97.5 / LIVE

გიორგი კეკელიძე და ლაშა ბაქრაძე ახალციხეს ესტუმრებიან

მთავარისიახლე, საზოგადოება 06.06.2018
პროექტ "მრავალფეროვანი საქართველოს" ფარგლებში, ახალციხის ციხეზე ღონისძიებები გაიმართება. ადგილობრივებს მწერალი გიორგი კეკელიძე და ლიტერატურათმცოდნე ლაშა ბაქრაძე შეხვდებიან.

გიორგი კეკელიძე და ლაშა ბაქრაძე ახალციხეს ესტუმრებიან

7 ივნისს , პროექტ "მრავალფეროვანი საქართველოს" ფარგლებში, ახალციხის ციხეზე მწერალი გიორგი კეკელიძე და ლიტერატურათმცოდნე ლაშა ბაქრაძე ადგილობრივებთან, სტუდენტებთან და უფროსკლასელებთან, საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავის, ასევე 1918-1921 წლებში ქართული მწერლობისა და ხელოვნების შესახებ ისაუბრებენ. სტუმრები ყურადღებას გაამახვილებენ კულტურული დიალოგის გაღრმავების მნიშვნელობაზე და ინტერაქციის რეჟიმში მკითხველთან დიალოგს გამართავენ.
გარდა ამისა, მოეწყობა სხვადასხვა სახის გამოფენები ადგილობრივი ახლაგარზდა ხელოვანების მონაწილეობით და ქართული მოკლემეტრაჟიანი ფილმების ჩვენება.

პროექტის დასკვნითი ნაწილში შემაჯამებელი კონცერტი გაიმართება, სადაც მონაწილეობას ადგილობრივი შემსრულებლები და ჯგუფი "Under 7" მიიღებენ.

ახალციხის ციხეზე ღონისძიებების განრიგი ასეთი იქნება:

14:30 - 14:50 საათი – ადგილობრივი ხელოვანების ნამუშევრების გამოფენის დათვალიერება;
15:00 - 16:00 საათი – სემინარი თემაზე “ დამოუკიდებლობის 100 წლისთავი“ (ლაშა ბაქრაძე, გიორგი კეკელიძე)
16:00 – 16:30 საათი - მოკლემეტრაჟიანი მხატვრული/ანიმაციური ფილმების ჩვენება;
16:45 – 17:20 საათი - ახალციხის ისტორიის მუზეუმის დათვალიერება;
17:30 - 18:20 საათი - მუსიკოსები - არუთ ჩარუხჩიანი (ვიოლინო) და ტიგრან მგდესიანი (დუდუკი/ საქსოფონი);
18:30 - 19:50 კონცერტი - ჯგუფი "Under 7".

პროექტი "მრავალფეროვანი საქართველო", სსიპ გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის მუზეუმის ინიციატივით ხორციელდება. მის ფარგლებში, რიგი ღონისძიებები ეთნიკური უმცირესებობებით დასახლებულ რეგიონებში იმართება. პროექტის მხარდამჭერი საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროა.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

‘მრავალფეროვანი საქართველო’ – ახალციხეში ღონისძიებები მიმდინარეობს
1918–1921 წლების საქართველოს ისტორია – ლექცია ახალციხის ციხეზე
ქართველი მწერლები ახალქალაქში შეხვედრას გამართავენ
დისკუსია მწერლებთან, გამოფენები და  პრეზენტაციები – შეხვედრა ახალაქალაქში
ქართველი მწერლები ნინოწმინდის მოსახლეობას შეხვდნენ [Photo]
ხვალ ახალციხეს კულტურის მინისტრი ეწვევა
'რუსთაველის დღეების' ღონისძიებათა განრიგი