FM97.5 / LIVE

ნინოწმინდას ქართველი მწერლები ესტუმრებიან

მთავარისაზოგადოება 09.10.2015
10-11 ოქტომბერს, პროექტის „მრავალფეროვანი საქართველო“ ფარგლებში, ქართველი მწერლები - ანა კორძაია-სამადაშვილი, ზურაბ ქარუმიძე, დავით ტურაშვილი და პაატა შამუგია ნინოწმინდას ეწვევიან და ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებს საკუთარ ნაწარმოებებს გააცნობენ.

ნინოწმინდას  ქართველი მწერლები ესტუმრებიან

შეხვედრის დროს, საუბარი შეეხება ლიტერატურული პროცესების განვითარების მნიშვნელობას და ეთნოპოლიტიკური კონფლიქტების მოგვარების თვალსაზრისით, კულტურული დიალოგის გაღრმავების დადებით გავლენას; ინტერაქციის რეჟიმში მწერლები გამართავენ დიალოგს ადგილობრივ მკითხველებთან;

პროექტი „მრავალფეროვანი საქართველო“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივით და გ. ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის ორგანიზებით ხორციელდება. პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია რამდენიმე კულტურულ-საგანმანათლებლო აქტივობა:

• ლიტერატურული საღამო სოფელ დიცში (27 ოქტომბერი);
• თბილისში - ფოლკლორის ფესტივალი „ერთი ცის ქვეშ“, სადაც, კულტურათშორისი დიალოგის გასაღრმავებლად, ეთნიკური უმცირესობების ფოლკლორული ანსამბლებისა და სახელოვნებო სკოლების მოსწავლეები მუსიკალურ-ფოლკლორულ ტრადიციებსა და რეგიონებში მცხოვრები ეროვნული უმცირესობების კულტურულ მემკვიდრეობას წარმოაჩენენ;
• ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ (სამცხე ჯავახეთი და ქვემო ქართლი), ასევე საზღვრისპირა (სოფელი დიცი) რეგიონებში ნაჩვენები იქნება ლევან თუთბერიძის ფილმი „მოირა“. ფილმზე მუშაობა 2015 წელს დასრულდა და მისი მსოფლიო პრემიერა A კლასის საერთაშორისო კინოფესტივალებზეა დაგეგმილი;
• ქართული ენის, ისტორიისა და კულტურის სწავლების ხელშესაწყობად, პროექტი ასევე ითვალისწინებს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით შექმნილი, ორენოვანი კომპიუტერული შემეცნებით-გასართობი პროგრამის პრეზენტაციას. ქართულ-სომხურენოვანი და ქართულ-აზერბაიჯანულენოვანი მეგა თამაშები, სახელწოდებით "ერთიანი საქართველო", ერევნულ უმცირესობათა კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდებისთვისაა განკუთვნილი. თამაშები ქართული ანბანის, მუსიკის, მხატვრობის, ლიტერატურის, გეოგრაფიის შესახებ ვრცელ ინფორმაციას მოიცავს და ახალგაზრდებს ქართული ისტორიისა და კულტურის შესწავლაში, საერთო ცნობიერების ჩამოყალიბებასა და ინფორმირებულობის ამაღლებაში დაეხმარება.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ქართველი მწერლები ახალქალაქში შეხვედრას გამართავენ
ქართველი მწერლები ნინოწმინდის მოსახლეობას შეხვდნენ [Photo]
შეხვედრა მწერლებთან ნინოწმინდაში
დისკუსია მწერლებთან, გამოფენები და  პრეზენტაციები – შეხვედრა ახალაქალაქში
გიორგი კეკელიძე და ლაშა ბაქრაძე ახალციხეს ესტუმრებიან
განათლებისა და იუსტიციის სამინისტროების პროექტი უმცირესობების ინტეგრაციისთვის
ნინოწმინდაში ადგილობრივები თანამედროვე მწერლებს შეხვდნენ [Photo]