FM97.5 / LIVE

ახალციხეში 1 ივნისი აღნიშნეს

მთავარისიახლე, საზოგადოება 01.06.2016
ბავშვთა უფლებების დაცვის დღე ახალციხის ცენტრალურ პარკში მასშტაბური ღონისძიებით აღინიშნა.

არასამთავრობო ორგანზიაციების ინიციტივით მოწყობილი გასართობი აქტივობები 13:00 საათზე დაიწყო.

ახალციხეში 1 ივნისი აღნიშნეს

ანა ჭალიძე, 11 წლის –"ძალიან მომწონს აქ ყოფნა. წინა წელსაც ვიყავი და გავერთე, ძალიან კარგი იყო. ახლაც ბევრი ვითამაშეთ მე და ჩემმა მეგობრებმა“


ახალციხეში 1 ივნისი აღნიშნეს

საბა მერაბიშვლი, 9 წლის – "კარგად ვერთობი. ხელზე დავიხატე საქართველოს დროშა, რომ გავიზარდები მინდა ჯარში წავიდე“.


ახალციხეში 1 ივნისი აღნიშნეს

ნათია ნარიმანიშვილი – "9 წლის ვარ, მოგზაურობაზე ვოცნებობ. აქ მე და ჩემი და მოვედით, ძალიან მომწონს ეს დღე“.


ახალციხეში 1 ივნისი აღნიშნეს

მარიამ იაძე , 12 წლის – "ეს დღე მომწონს, განსაკუთრებით ხატვა. მინდა მომავალში ჟურნალისტი გამოვიდე“.

საბავშო ღონისძიებაზე რამდენიმე აქტივობა ერთდროულად მიმდინარეობდა. პატარებს საშუალება ჰქონდათ მონაწილეობა სპორტულ–გასართობი შეჯიბრებებში მიეღოთ, დაეხატათ თავისუფალ თემაზე, ფოტოები გადაეღოთ სპეციალურად განკუთვნილ გასართობ ბანერთან და კურდღლის ფორმაში გამოწყობილ მულტფილმის გმირთან, სურვილისამებრს მოეხატათ სახე და ხელები.

პარალელურად, ღონისძიებაზე მისული პატარებისა და მათი მშობლებისათვის პატარა კონცერტი მოეწყო. სხვადასხვა მუსიკალური და საცეკვაო ნომრები ახალციხის კულტურის სახლის აღსაზრდელებმა და ურავლის, მუსხის, კლდისა და ვალის სასკოლო კლუბებმა წარმოადგინეს.
ღონისძიება არასამთავრობო ორგანიზაციების WORLD WISION - საქართველოს სამცხე–ჯავახეთის სამხარეო განვითარების პროგრამისა და დემოკრატ მესხთა კავშირის (UDM) ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა, რომლის მხარდამჭერი ახალციხის მერიის კულტურის სამსახური იყო.

"სამცხე–ჯავახეთის სამხარეო განვითარების პროგრამა ამ დღესასწაულს ყოველ წელს აღნიშნავს. ჩვენი ორგანიზაცია მუშაობს ბავშვთა კეთილდღეობისათვის თემებში, აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია ეს დღე რომ აღინიშნოს და მოვუწოდებთ ხალხს, რომ დაიცვან ბავშვების უფლებები“, – ამბობს სამცხე–ჯავახეთის სამხარეო განვითარების პროგრამის ახალგაზრდების განვითარების მიმართულების ხელმძღვანელი ალისა გიმიშიანი.

ღონისძიებაზე, სხვადასხვა აქტივობაში პატარებს ანიმატორობას სამცხე–ჯავახეთის სამხარეო გავითარების პროგრამის სასკოლო კლუბების წევრები და PITA–ახალციხის ახალგაზრდული ცენტრის ახალგაზრდები უწევდნენ.

"დემოკრატ მესხთა კავშირი ახორციელებს ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამას და ეს ღონისძიებაც სწორედ მის ფარგლებში მოვაწყეთ. გვინდოდა, რომ ეს დღე ბავშვებისთვის გაგვეფერადებინა“, – ამბობს პროექტის კოორდინატორი ნათია გელაშვილი.

შეგახსენებთ, რომ 1 ივნისის აღსანიშნავად, ახალციხეში კიდევ ერთი ღონისძიება 18:00 საათზე, ახალციხის ციხის ტერიტორიაზე გაიმართება.

[თაკო ფექირიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

„ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის“ ახალი პროგრამა დაიწყო
ახალციხეში ტოლერანტობის საერთაშორისო დღე აღნიშნეს
ბორჯომში, ნახანძრალ ტყეში, ახალგაზრდებმა 500 ნერგი დარგეს [Photo]
დღეს ''სამცხე – ჯავახეთის ახალგაზრდული ფორუმი 2015'' გაიმართება
1 ივნისის ღონისძიებები ახალციხეში
ახალციხეში ბავშვთა უფლებების დაცვის დღე აღინიშნება
ახალციხეში დედამიწის დღე აღნიშნეს