FM97.5 / LIVE

სამცხე–ჯავახეთში ყოველ მესამე და მომდევნო ბავშვზე ფულად დახმარებას მიიღებენ

მთავარისიახლე, ეკონომიკა 31.01.2017
მიმდინარე წლიდან, სამცხე–ჯავახეთში ადგილობრივები ყოველ მესამე და მომდევნო დაბადებულ ბავშვზე 2 წლის განმავლობაში, ყოველ თვეში ფულად დახმარებას მიიღებენ.

სამცხე–ჯავახეთში ყოველ მესამე და მომდევნო ბავშვზე ფულად დახმარებას მიიღებენ
სამცხე-ჯავახეთი დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნობრივ სახელმწიფო პროგრამაში ჩაერთო. პროგრამა, ყოველ მესამე და მომდევნო დაბადებულ ბავშვზე ოჯახისთვის, 2 წლის განმავლობაში ყოველ თვეში 150 ლარის გადარიცხვას გულისხმობს; მაღალმთიან დასახლებებში კი ეს თანხა 200 ლარი იქნება. დახმარება მხოლოდ 2017 წლის იანვრიდან დაბადებულებს შეეხებათ.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაცით, აღნიშნული პროგრამა 2014 წლიდან გურიას, იმერეთს, კახეთს, მცხეთა-მთიანეთს, სამეგრელო–ზემო სვანეთს, რაჭა-ლეჩხუმს და ქვემო სვანეთს მოიცავდა. სამცხე–ჯავახეთი კი პროგრამაში 2017 წლის იანვრიდან ჩაერთო. მიზანი საქართველოში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობა და შობადობის მატერიალური წახალისებაა.

ფულად დახმარებას ადგილობრივები ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართის მიხედვით მიიღებენ. მათ ამისთვის თავიანთ მუნიციპალიტეტებში არსებულ სოციალური მომსახურების სააგენტოს უნდა მიმართონ. განცხადებას თან უნდა ახლდეს: ბავშვის/ბავშვების მშობლების პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები; კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ მიმართვას ახორციელებს მშობლების გარდა სხვა კანონიერი წარმომადგენელი; მაძიებლისა და სხვა შვილების დაბადების მოწმობები; სხვა დოკუმენტი, რომელიც საჭიროა სოციალური დახმარების უფლებრივი საკითხის გასარკვევად საჭიროების შემთხვევაში.

როგორც სოციალური მომსახურების სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის სპეციალისტი ლევანი საანიშვილი ამბობს ამ ეტაპზე მათთან მხოლოდ ორი განაცხადია შესული. ,, ჯერჯერობით ინფორმაცია არაა საზოგადოებაში ფართოდ გავრცელებული“.

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სამცხე–ჯავახეთში ყოველ მესამე და შემდგომ ბავშვზე დახმარებას აღარ მიიღებენ
დამატებითი რეგისტრაცია პირველკლასელებისთვის
რა დოკუმენტები გჭირდებათ 17 წლამდე ბავშვებისთვის 200 ლარიანი დახმარების მისაღებად - რეგისტრაცია დაიწყო
შსს-ს მომსახურების სააგენტოს სერვისები იუსტიციის სახლის ფილიალებში დაინერგება
1 იანვრიდან 2006 წლის 1 აპრილამდე გაცემულ მართვის მოწმობებს ძალა აღარ ექნება
ვის დაუფინანსებს სწავლას სახელმწიფო სამცხე–ჯავახეთიდან
[sknews.ge]პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი იწყება