FM97.5 / LIVE

ასპინძელებს სუფთა წყალი ენატრებათ

მთავარიეკონომიკა 24.12.2012
ასპინძის მოსახლეობის თითქმის 95 პროცენტი სასმელად უვარგისს წყალს მოიხმარს. მივიწყებული დაბა, თუ უსახსრობის გამო მოუგვარებელი პრობლემა

ასპინძელებს სუფთა წყალი ენატრებათ
დაბა ასპინძის მოსახლეობა, სასმელი წყლით მუნიციპალიტეტის ორი სოფლიდან: ოთიდან და ოშორიდან მარაგდება. ადგილობრივები ამბობენ, რომ გაუმართავი ფილტრაციის გამო, სასმელი წყალი ყოველთვის დაბინძურებული მოდის. განსაკუთრებით ცუდი მდგომარეობა გაზაფხულსა და შემოდგომაზეა. მათი თქმით, ონკანს ხშირად ფოთლები მოჰყვება.

”წყალთან დაკავშირებით მართლაც ცუდ დღეში ვართ ასპინძელები, გაუფილტავ და დაბინძურებულ წყალს ვსვამთ. დღეში ორი საათი მოდის და ვედროს რომ ავავსებთ, სილა და ფოთოლი მოჰყვება. ციხის უბანში კი უარესი მდგომარეობაა”,-ამბობს გულიკო ბუთხუზი.

ასპინძელები ამბობენ, რომ დაბალი წნევის გამო, წყალი ზოგ ქუჩებზე საერთოდ არ მოდის, ამიტომ წყლის მოტანა შორი მანძილიდან უწევთ.

”გოგებაშვილის ქუჩაზე ვცხოვრობ და ჩვენთან წყალი სერთოდ არ მოდის, კიდევ კარგი ახლოს ”ბაზრის წყარო” გვაქვს თორემ, რა გვეშველობოდა არ ვიცი”,- ამბობს ზურა ლეკიშვილი.

იმას, რომ ასპინძის მოსახლეობისთვის მთავარი პრობლემა სასმელი წყალია, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის სამცხე-ჯავახეთის სერვისცენტრშიც ადასტურებენ. სერვისცენტრში ამბობენ, რომ თანამშრომლები ახლაც წყლის სათავეზე მუშაობენ. ძლიერი ყინვების გამო, სათავეზე ნელი წყლის ფილტრი გაიყინა და და მოსახლეობას გაუფილტრავი წყალი ამის გამო მიეწოდება.

” ჩვენი თანამშრომლები ძალ-ღონეს არ იშურებენ, რომ ფილტრის ამუშავება შეძლონ. ამჟამად ოთის სათავეზე იმყოფებიან და ყინულს ამტვრევენ, რომ ნელი ფილტრის ამუშავება შეძლონ. წყალი იფილტრება, მაგრამ, ისე როგორც საჭიროა ვერა”- განმარტავს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის სამცხე-ჯავახეთის სერვისცენტრის მენეჯერი გიორგი ბაგინაშვილი.

სერვისცენტრში გვარწმუნებენ, რომ გაზაფხულიდან ასპინძის მოსახლეობას სუფთა წყალი ექნება და ეს პრობლემა სამუდამოდ მოგვარდება. წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით დაბაში სამუშაოები უკვე დაწყებულია.

ახალქალაქის მინიციპალიტეტის სოფელ ხანდოდან, წყლის ჩამოყვანას კომპანია ”აზერი”უზრუნველყოფს. პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი აფინანსებს. ამ ეტაპზე სამუშაოები სოფელ ხერთვისთან მიმდინარეობს. პროექტისთვის 1,800,000 ლარია გამოყოფილი.

როგორც წყალმომარაგების კომპანიაში ამბობენ, სამშენებლო სამუშაოები გაზაფხულზე დასრულდება. ამის შემდეგ ასპინძის მოსახლეობა 24-საათიანი მომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.

მეორე ეტაპისთვის, ასპინძაში შიდა ქსელების სრული რეაბილიტაცია იგეგმება. ამისათვის პროექტი უკვე სატენდეროდაა მზად.

”მთლიანად შეიცვლება შიდა ქსელი, გარემონტდება წყლის რეზერვუარები და ასპინძას 24-საათიანი მომარეგება იქნება. ამ პროექტის ფარგლებში მოხდება გამრიცხველიანებაც”,-განმარტავს ბაგინაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ამ დრომდე ასპინძის მოსახლეობა წყლის გადასახადს არ იხდიდა.

[თინათინ ზაზაძე, ასპინძა]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ასპინძაში  სასმელი წყლის მიწოდება აღდგა
აბასთუმანში დაბინძურებული წყალი მოდის
რაბათში სასმელად უვარგისი წყალი მოდის
თამარაშვილისა და ასპინძის ქუჩებს სასმელი წყალი შეფერხებით მიეწოდება
ორკვირიანი უწყლობის შემდეგ, ასპინძის ნაწილს წყლის მიწოდება აღუდგა
წყალმომარაგების კომპანია: ახალციხეში მცხოვრებ 600 ოჯახს წყალი 24 საათი ექნება
ახალციხის ორ ქუჩას სასმელი წყალი არ მიეწოდება