FM97.5 / LIVE

წყალმომარაგების კომპანია: ახალციხეში მცხოვრებ 600 ოჯახს წყალი 24 საათი ექნება

მთავარიეკონომიკა 17.05.2015
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში ირწმუნებიან, რომ 2 მლნ ლარის ღირებულების სარეაბილიტაციო სამუშაოების შემდეგ, რომელიც ახლა მიმდინარეობს, ახალციხეში მცხოვრებ 600 ოჯახს 24-საათიანი წყალმომარაგება ექნება. გაუმჯობესდება წყლის ხარისხი და შემცირდება წყლის დანაკარგი

წყალმომარაგების კომპანია: ახალციხეში მცხოვრებ 600 ოჯახს წყალი 24 საათი ექნება

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია და მუნიციპალური განვითარების ფონდი,ახალციხის მუნიციპალიტეტში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციას ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით ახორციელებს.პროექტის ღირებულება 2 მილიონ ლარამდეა.

მიმდინარე სამუშაოები დღეს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა, ვლადიმერ ლაზარიშვილმა ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო კომპანიის „ასნაფი“-ს პროექტის ხელმძღვანელთან ერთად დაათვალიერა და მშენებლობის ხარისხი შეამოწმა.

"წყლის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის შედეგად ახალციხის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 600 ოჯახის 2 ათასზე მეტ ადამიანს წყლის გრაფიკისა და წყლის ხარისხის პრობლემა მოუგვარდება, კერძოდ, პროექტის განხორციელების შედეგად მნიშვნელოვნად შემცირდება წყლის დანაკარგები და გაუმჯობესდება, როგორც წყლის ხარისხი, ასევე წყლის მიწოდების გრაფიკი", – აცხადებენ წყალმომარაგების კომპანიაში.

ახალციხის მოსახლეობის დიდ ნაწილს, კერძოდ, 600 ოჯახს ამჟამად წყალი გრაფიკით მიეწოდება. კომპანიაში ირწმუნებიან, რომ პროექტის დასრულების შემდეგ 10-12 საათიანი გრაფიკი 24-საათიანი წყალმომარაგებით შეიცვლება. პროექტის განხორციელების შედეგად ახალციხის მოსახლეობას წლების განმავლობაში არსებული პრობლემა მოუგვარდება. პროექტის ფარგლებში მოხდება: 800 მ³ მოცულობის რეზერვუარის რეაბილიტაცია, ასევე გამანაწილებელი ქსელის მშენებლობა და რეაბილიტაცია საერთო სიგრძით 17,961 მ.

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია და მუნიციპალური განვითარების ფონდი ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით მსგავს სამუშაოებს საქართველოს მასშტაბით 24 ქალაქში ახორციელებს. პროექტის საერთო ღირებულება ჯამში 100 მილიონ ლარზე მეტია.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

დაბა ასპინძაში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
მუნიციპალური განვითარების ფონდი სამცხე–ჯავახეთის სამ მუნიციპალიტეტში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციას იწყებს
წაღვერსა და ლიკანში წყლის სისტემის რეაბილიტაცია დაიწყო
ვალეში სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია იწყება
ვალეს წყალმომარაგების სისტემის რეაბლიტაციისთვის 5 მლნ. დაიხარჯება
აბასთუმანში წყლის სისტემის მშენებლობის მეორე ეტაპი იწყება
აბასთუმნის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი სრულდება