FM97.5 / LIVE

2013 წლის ბიუჯეტის განხილვა გრძელდება

მთავარიეკონომიკა 21.12.2012
დამტკიცებამდე რამდენიმე დღით ადრე, ადგილობრივი ხელისუფლებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა, 2013 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტი კიდევ ერთხელ განიხილეს და მოსაზრებები გაცვალეს

2013 წლის ბიუჯეტის განხილვა გრძელდება
რა ცვლილებები შევიდა 2013 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტში და რა შენიშვნები გაითვალისწინა საკრებულომ, - ამ საკითხებზე იმსჯელეს არასამთავრობო სექტორისა და ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარმომადგენლებმა დღევანდელ შეხვედრაზე.

საკრებულოს თავმჯდომარემ ოლეგ სანდროშვილმა აღნიშნა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების ყველა შენიშვნა ვერ გაითვალისწინეს. თუმცა, მომავალი წლის დასაწყისში ბიუჯეტში გარკვეული ცვლილებები შევა და ეცდებიან, რომ სხვა შენიშვნებიც გაითვალისწინონ.

- ”ნაწილობრივ გავითვალისწინეთ ის მოთხოვნები, რაც ჰქონდა მოსახლეობას და არასამთავრობოებს. სიტყვას ვიძლევით, რომ მომავალი წლის დასაწყისში ცვლილებები კიდევ იქნება და გავითვალისწინებთ იმ აზრს და მოთხოვნებს, რომელიც ამ პერიოდში არ იქნა გათვალსწინებული”, - განმარტავს ოლეგ სანდროშვილი.

ადგილობრივ და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებს 2013 წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით გარკვეული შენიშვნები ჰქონდათ. ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვებისას მათ სპეციალური მიმართვა შიმუშავეს და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარუდგინეს.

- ”2013 წლის ბიუჯეტში არ იყო გათვალისწინებული კონკრეტული მუხლი, რომელიც, საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანადაფინანასებისათვის გარკვეული თანხების გამოყოფას გულისხმობდა. ჩემი ორგანიზაციის შენიშვნაც კონკრეტულად ამ საკითხს ეხებოდა, რომელის გათვალისწინებაც მოხდა, - ამბობს არასამთავრობო ორგანიზაცია ”Mercy Corps”-ის გენდერული საკითხების კოორდინატორი ნინო ლომიძე და ამატებს, რომ როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ განმარტა, ბიუჯეტში გათვალისწინებულია კონკრეტული თანხა, რომელიც საზოაგდოებრივ ორგანიზაციებთან თანადაფინანსებას ითავლისწინებს: ერთი ფაქტი, რაც გასათვალისწინებელია არის ის, რომ ჩვენც, ანუ ორგანიზაციებმა ზუსტად არ ვიცით, რამდენი პროგრამა გვექნება მომავალ წელს და რა თანხის დაფინანსება იქნება საჭირო მუნიციპალიტეტის მხრიდან. ამიტომ, ეს გარკვეულწილად აფერხებს მათი მხრიდან კონკრეტული თანხის განსაზღვარას და გამოყოფას”.

არასამთავრობო ორგანიზაციები ბიუჯეტის განხილვაში აქტიურად პროექტ ”გამჭვირვალე თვითმმართველობის” ფარგლებში ჩაერთვნენ. რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაცია ”დემოკრატ მესხთა კავშირი” ახორციელებს. ახალციხის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის პროექტი მომავალ კვირაში დამტკიცდება.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

საკრებულომ ბიუჯეტზე არასამთავრობოების კრიტიკა გაითვალისწინა
ახალციხეში 2013 წლის ბიუჯეტის საჯარო განხილვა დაიწყო
ახალციხის სამოქალაქო სექტორმა 2014 წლის ბიუჯეტის განხილვა დაიწყო
ახალციხის მერიამ 2015 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვები დაიწყო
ადიგენის ბიუჯეტი ტრანსფერზეა დამოკიდებული
2017 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა იწყება
ახალციხის გამგეობაში ბიუჯეტის პროექტი მცირე შენიშვნებით დაბრუნდა