FM97.5 / LIVE

ახალციხის გამგეობაში ბიუჯეტის პროექტი მცირე შენიშვნებით დაბრუნდა

მთავარისიახლე, ეკონომიკა 02.12.2016
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2017 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა დაასრულა. საკრებულომ ადგილობრივ თვითმმართველობას მთავარი ფინანსური დოკუმენტი მცირე შენიშვნებით და რეკომენდაციებით დაუბრუნა.

ახალციხის გამგეობაში ბიუჯეტის პროექტი მცირე შენიშვნებით დაბრუნდა
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის, ზაზა მელიქიძის განმარტებით საკრებულოს ბიუჯეტის განხილივის დროს ბევრი შენიშვნები არ ყოფილა. ის მოთხოვნები კი რომლებიც ადგილობრივ მოსახლეობას გააჩნდა ბიუჯეტში უკვე გაწერილი ქონდათ.

„ჩვენ მოსახლეობასთან შეხვედრების დროს გათვალიწინებული გვქონდა ეს საჭირბოროტო საკითხები და შესაბამისად ბიუჯეტშიც ავსახეთ. ჩვენი ბიუჯეტი ძირითადად აგებულია ინფრასტრუქტურაზე, ადმინისტრაციული ხარჯები არ გაზრდილა“, – ამბობს ზაზა მელიქიძე.

ადგილობრივ თვითმმართველობაში განმარტავენ, რომ მომავალი წლის ბიუჯეტში ხარჯები გაზრდილია სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანებისთვის, რადგან 2014 წლის მდგომარეობის მუნიციპალიტეტში 8 ბაგა–ბაღი იყო, 2017 წლისთვის კი მათი რაოდენობა 20–მდე გაიზრდება.

დაფინანსება გაეზარდა ააიპი „მელიორაციას“, რადგან კომპანიას სასმელი წყლის მოვლა–პატრონობაც დაევალა, ასევე გაიზარდა სატუმბი სადგურების რაოდენობაც.

საკრებულოს ერთერთი რეკომენდაცია, რომელიც უსაფრთხოების მიზნით, ცენტრალურ ქუჩებზე სათვალთვალო კამერების დამონტაჟებას გულისხმობდა, გამგეობამ გაითვალიწინა და თანხა ბიუჯეტში გაწერა კიდეც.

შეგახსენებთ, რომ ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი პროექტის მიხედვით, 6.320.000 ლარია.

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობა 2017 წლის ბიუჯეტის პროექტის შესწორებულ ვარიანტს დასამტკიცებლად 10 დეკემბრამდე გადაუგზავნის.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

დღეს ახალციხის თემის საკრებულო 2017 წლის ბიუჯეტს დაამტკიცებს
2017 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა იწყება
ახალციხის თემის ბიუჯეტი 6 400 000 ლარით განისაზღვრა
2015 წლის ბიუჯეტს არასამთავრობოები ეცნობიან
ადიგენის ბიუჯეტი ტრანსფერზეა დამოკიდებული
რაში დაიხარჯება ახალციხის ბიუჯეტი 2017 წელს
ადიგენში 2017 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს