FM97.5 / LIVE

საკრებულომ ბიუჯეტზე არასამთავრობოების კრიტიკა გაითვალისწინა

მთავარიეკონომიკა 13.12.2012
ახალცხის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის განხილვა გრძელდება. რა ცვლილებები შევიდა ბიუჯეტის პროექტში და გაითვალისწინეს თუ არა არასამთავრობოების შენიშვნები

საკრებულომ ბიუჯეტზე არასამთავრობოების კრიტიკა გაითვალისწინა
ახალციხის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის პროექტი 5,568.1 ლარით განისაზღვრა. პროექტის საჯარო განხილვა აქტიურად ჩაერთვნენ არასამთავრობო ორგანიზაციებიც. საჯარო განხილვების დროს სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა რეკომნდაციები შეიმუშავეს და მუნიციპალიტეტს საკრებულოს გადაუგზავნეს. ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში განმარტავენ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებისგან მიღებული შენიშვნების ნაწილი გათვალისწინებული იყო.

”მუნიციპალიტეტის გამგეობიდან შემოვიდა ბიუჯეტი, პარალელურ რეჟიმში ამაზე მუშაობა საკრებულომაც დაიწყო ამავდროულად ბიუჯეტის პროექტის განხილვაში აქტიურად ჩაერთვნენ არასამტავრობო ორგანიზაციებიც, მოგვწერეს შენიშვნები თხოვნის სახით, რათა გაგვეთვალისწინებინა გარკვეული საკითხები”, - განმარტავს ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მალხაზ ასპანიძე.

2013 წლის ბიუჯეტის პროექტში ცვლილებები შემდეგ საკითხებს შეეხო: 350 ათასი ლარით შემცირდა ააიპ ახალციხის ციხის დაფინანსება, რისთვისაც აქამდე ბიუჯეტის პროექტში 750 ათასი ლარი იყო გათვალისწინებული. შესაბამისად, გაიზარდა გამგეობის დაქვემდებარებაში მყოფი სხვა ააიპ დაწესებულებების დაფინანსება, რაც აღნიშნული დაწესებულების თანამშრომლებისთვის ხელფასის 30-პროცენტიან მატებას ითვალისწინებს.

ცვლილებები შევიდა სოციალურ პროგრამაშიც.

”პირველ რიგში, ბაღებში სწავლის გადასახადს შეეხო. ის, რაც ასპროცენტიანი შეღავათი გვქონდა დარჩა, მეორე ბავშვზე კი, რომელიც საბავშვო ბაღში დადის, შეღავათი 50 პროცენტი გახდა. მესამე და ყოველი მომდევნო ბავშვზე ასპროცენტიანი დაფინანსებაა გათვალისწინებული”, - განმარტავს ახალციხის მუნიციპალიტეტის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი გაგა ივანიძე.

ცვლილებებია საოპერაციო ხარჯებთან დაკავშირებითაც. გეგმიურზეც და სასწრაფო-გადაუდებელ ოპერაციაზეც ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსება 50-პროცენტიანი გახდა. მაქსიმალური ზღვარი გეგმიური ოპერაციის შემთხვევაში ათასი ლარით, სასწრაფო-გადაუდებელ ოპერაციაზე კი 2,000 ლარით განისაზღვრა.
ცვლილება შეეხო მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მშობიარეების დახმარების მუხლსაც.

”ნებისმიერ მოქალაქეზე მუნიციპალიტეტი მშობიარობის 50 პროცენტს დააფინანსებს”, - განმარტავს მალხაზ ასპანიძე.

ბიუჯეტის პროექტის შესწორებული ვარიანტი ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 10 დეკემბერს გადაეცა. მალხაზ ასპანიძის განმარტებით, პროექტს კიდევ რამდენიმე დღის განმავლობაში განიხილავენ. ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსია 20-დან 25 დეკემბრამდე დამტკიცდება.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ადიგენის ბიუჯეტი ტრანსფერზეა დამოკიდებული
2017 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა იწყება
საკრებულომ 2013 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა
2013 წლის ბიუჯეტის განხილვა გრძელდება
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2015 წლის ბიუჯეტი 3.900.000 ლარით განისაზღვრა
ახალციხეში 2013 წლის ბიუჯეტის საჯარო განხილვა დაიწყო
ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 358 ათასი ლარით გაიზარდა