FM97.5 / LIVE

ახალციხის სამოქალაქო სექტორმა 2014 წლის ბიუჯეტის განხილვა დაიწყო

მთავარიეკონომიკა 02.12.2013
არასამათავრობო ორგანიზაცია "დემოკრატ მესხთა კავშირის" ორგანიზებით, ახალციხის სამოქალაქო სექტორმა 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის განხილვა დაიწყო.

ახალციხის სამოქალაქო სექტორმა 2014 წლის ბიუჯეტის განხილვა დაიწყო
ახალციხის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტი 7.284.600 ლარით განისაზღვრება. გამგეობის მიერ მომზადებული პროექტი უკვე განიხილა და შენიშვნებით უკან, გამგეობას გადაუგზავნა საკრებულომ. ამ ეტაპზე გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურში საკრებულოს შენიშვნებზე მუშაობენ.

პარალელურად, ბიუჯეტის პროექტის განხილვა დაიწყეს ადგილობრივმა არასამთავრობოებმაც. პირველ შეხვედრას, რომელიც დღეს, 2 დეკემბერს, "დემოკრატ მესხთა კავშირში" შედგა, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად გამგეობის საფინანსო სამსახურიდანაც ესწრებოდნენ.

ახალციხის სამოქალაქო სექტორმა 2014 წლის ბიუჯეტის განხილვა დაიწყო„ბიუჯეტის ის ვარიანტი, რომელიც დღეს განვიხილეთ, ბოლომდე დამუშავებული არაა. ძალიან ბევრი ციფრი აკლია და სამწუხაროა, რომ ზოგიერთ მუხლში ადგილბრივი ბიუჯეტი ელოდება იმას, თუ რას დაუმტკიცებს ცენტრალური ბიუჯეტი. მართალია ამ ეტაპზე ბიუჯეტი არასრულყოფილია, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენ გარკვეული შენიშვნები მაინც გვაქვს, რომელსაც ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წერილობით მივაწოდებთ“, - ამბობს არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატ მესხთა კავშირის“ ხელმძღვანელი გიორგი ანდღულაძე.

არასამთავრობოები ამ ეტაპზე კონკრეტულ შენიშვნებს არ ასახელებენ.

ახალციხის სამოქალაქო სექტორმა 2014 წლის ბიუჯეტის განხილვა დაიწყო„ეს უნდა შეთანხმდეს კონკრეტულ ორგანიზაციებთან და მუნიციპალიტეტს ისე გადაეგზავნოს. რადგან ზოგიერთ შენიშვნას, რომელიც დღეს აქ გამოითქვა, შესაძლებელია სხვა ორგანიზაციები არ ეთანხმებოდნენ, ან მათ ჰქონდეთ კიდევ სხვა შენიშვნები. აქედან გამომდინარე, სანამ არ შევთანხმდებით საერთო წერილის ტექსტზე, იქამდე კონკრეტულ შენიშვნებზე ვერ ვისაუბრებთ“, - ამბობს გიორგი ანდღულაძე.

ახალციხის სამოქალაქო სექტორმა 2014 წლის ბიუჯეტის განხილვა დაიწყოსამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს იმედი აქვთ, რომ მომავალი წლის ბიუჯეტის დამტკიცების დროს ადგილორბივი თვითმმართველობის წარმომადგენლები მათ შენიშვნებს გაითვალისწინებენ.

„მსგავსი განხილვები გასულ წელსაც მოეწყო, ამ სამუშაო ჯგუფმა გარკვეული შენიშვნები წარვიდგინეთ და ბევრი მათგანი გაითვალისწინეს. ვფიქრობ, რომ ჩვენს შენიშვნებს წელსაც გაითვალისწინებენ“, - ამბობს გურამ ჯინჭველაძე.

ახალციხის სამოქალაქო სექტორმა 2014 წლის ბიუჯეტის განხილვა დაიწყო

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის მერიამ 2015 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვები დაიწყო
2013 წლის ბიუჯეტის განხილვა გრძელდება
2017 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა იწყება
„სამხრეთის კარიბჭეში“ ახალციხის თემის ბიუჯეტის განხილვა მოეწყო
სამცხე–ჯავახეთის ექვსი მუნიციპალიტეტიდან  ბიუჯეტი მხოლოდ ერთმა დაამტკიცა
რაში დახარჯავს ახალციხის მერია მომავალ წელს ფულს – ბიუჯეტის განხილვა
საკრებულომ ბიუჯეტზე არასამთავრობოების კრიტიკა გაითვალისწინა