FM97.5 / LIVE

2017 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა იწყება

მთავარისიახლე, ეკონომიკა 15.11.2016
ადგილობრივი თვითმმართველობები 2017 წლის ბიუჯეტის პროექტების საჯარო განხილვებს იწყებენ. გამგეობებმა საკრებულოებს პროექტები განსახილველად დღეს გადაუგზავნეს.

2017 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა იწყება

საბიუჯეტო კალენდრის მიხედვით, დღეს ბოლო ვადა იყო საკრებულოებისთვის ბიუჯეტის პროექტის გადასაგზავნად. წარდგენიდან 5 დღის ვადაში, საკრებულომ პროექტი საჯარო განხილვისთვის უნდა გამოაქვეყნოს.

მესხეთის მასშტაბით, ამ დროის მონაცემებით, ბიუჯეტში ყველაზე მეტი თანხა, – 14.000.700 ლარი, ბორჯომის მუნიციპალიტეტს აქვს; ყველაზე ნაკლები, – 3.000.550 ლარი, კი ასპინძას. ადიგენის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის პროექტი 4.171.900 ლარით განისაზღვრა; ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი კი, პროექტის მიხედვით, 6.320.000 ლარია.

ახალციხის ადგილობრივ თვითმმართველობაში განმარტავენ, რომ გასულ წელთან შედარებით თანხა 1.868.000 ლარითაა გაზრდილი.

„ბიუჯეტის გაზრდა ძირითადად მოხდა გადასახადების გაზრდით. იგულისხმება, როგორც ქონების გადასახადი, ასევე საშემოსავლო გადასახადი ფიზიკური პირებიდან“, – ამბობს ახალციხის მუნიციპალიტეტის საფინანსო–საბიუჯეტო სამსახურის უფროსი გელა ლომიძე.

ქალაქ ახალციხის ბიუჯეტის პროექტი 7.908.000 ლარით განისაზღვრა. ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის დავით ლომიძის განმარტებით, საკრებულოს კომისიებს და ფრაქციებს პროექტი განსახილველად უკვე გადაეგზავნათ. ბიუჯეტის პროექტს გაეცნობიან არასამთავრობო ორგანიზაციები და სხვა დაინტერესებული პირები.

საკრებულომ ბიუჯეტის პროექტი, შენიშვნებით (მათი არსებობის შემთხვევაში), გამგეობას/მერიას 25 ნოემბრამდე უნდა დაუბრუნოს; აღმასრულებელი ორგანო კი შესწორებულ საფინანსო დოკუმენტს საკრებულოს უკან 10 დეკემბრამდე დაუბრუნებს.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

რაში დახარჯავს ახალციხის მერია მომავალ წელს ფულს – ბიუჯეტის განხილვა
ადიგენში 2017 წლის ბიუჯეტის პროექტს განიხილავენ
დღეს ახალციხის თემის ბიუჯეტის საჯარო განხილვა გაიმართება
ასპინძის ბიუჯეტის პროექტი  4 მლნ–მდე ლარით განისაზღვრა
ახალციხის გამგეობაში ბიუჯეტის პროექტი მცირე შენიშვნებით დაბრუნდა
ბორჯომის ბიუჯეტის პროექტი 17 მლნ ლარზე მეტია
ადიგენში 2017 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს