FM97.5 / LIVE

ახალციხეში 2013 წლის ბიუჯეტის საჯარო განხილვა დაიწყო

მთავარიეკონომიკა 20.11.2012
ახალციხის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის პროექტი 5,568.1 ლარით განისაზღვრა. პროექტის საჯარო განხილვა დღეიდან დაიწყო და მასში აქტიურად ჩაერთვნენ არასამთავრობო ორგანიზაციებიც

ახალციხეში 2013 წლის ბიუჯეტის საჯარო განხილვა დაიწყო
მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი, დღეს, ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში განიხილეს. მომავალი წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტის განხილვას ადგილობრივი ხელისფლების, არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

პრეზენტაციის მიზანი იყო არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტის სამუშაო ვარიანტის გაცნობა. რის შემდეგაც მათ თავიანთი მოსაზრებებისა და რეკომენდაციების წარდგენის საშუალება ჰქონდათ.

ადგილობრივ ხელისუფლებაში აცხადებდენ, რომ მზად არიან არასამთავრობო სექტორთან კონსულტაციების შემდეგ ბიუჯეტის პროექტში შესწორებები შეიტანონ.

ახალციხის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის პროექტის 5,568.1 ლარით განისაზღვრა. წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების დასაფინანსებლად 1,813,900 ლარია გათვალისწინებული. სარეზერვო ფონდი 100,000 ლარს შეადგენს.

ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია: საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რებილიტაცია და მოვლა-შენახვა - 150,000 ლარი, დასუფთავების ღონისძიებები - 530,000 ლარი, გარე განათების რებილიტაცია და ექსპლოატაცია - 350,000 ლარი.

განათლების მიმართულებით, 2013 წლის ბიუჯეტის პროექტში, 430,000 ლარია გათვალისწინებული: სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ხარჯებისთვის - 374,000 ლარი, შეშითა და ბუნებრივი აირით უზრუნველყოფა - 18,000 ლარი, შეღავათები - 38,000 ლარი.

კულტურა, რელიგია, ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი 2013 წლის ბიუჯეტში 1,270,000 ლარით დაფინანსდება.

სოციალური პროგრამებისთვის ადგილობრივ ბიუჯეტში 391,000 ლარია გათვალისწინებული. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ოჯახებისთვის, გასული წლის მსგავსად, ყოველ ახალშობილზე 100-ლარიანი დახმარებისთვის 43,000 ლარია გათვალისწინებული, ხოლო სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის მშობიარობის 200-ლარიანი დახმარების პროგრამა 15,000 ლარით დაფინანსდება. გეგმიური და სასწრაფო საოპერაციო ხარჯებისთვის 150,000 ლარი იქნება გამოყოფილი.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების თქმით, აღნიშნულ პროექტში წარმომადგენლობითი ხარჯები გაცილებით მეტია ვიდრე ზოგიერთი სოციალური ხარჯი. მათი თქმით, საავადმყოფოში ბოლო პერიოდში ტარიფებმა საგრძნობლად მოიმატა, თუმცა ეს ფაქტი ადგილობრივ ბიუჯეტში გათვალოსწინებული არ არის.

”მეჩვენება, რომ სოციალურ პროგრამებისთვის საკმარისი თანხა არ არის გათვალისწინებული. გარდა ამისა, ბოლო დროინდელი რეფორმების შედეგად საავადმყოფოებში საშინელი ფასებია, რომელიც მოსახლეობისათვის ხელმისაწვდომი არ არის. საყოველთაო დაზღვევის პროგრამა იმუშავებს თუ არა, ეს ჯერ გაურკვეველია. ძალიან დიდი ხარჯებია გათვალისიწნებული უშუალოდ საკრებულოსა და გამგეობის რაღაც მომსახურებებისთვის. ამიტომ, შეიძლება იქ გადანაცვლება მოხდეს”, - ამბობს ასოციაცია ”ტოლერანტის” ხელმძღვანელი ცირა მესხიშვილი და ამატებს, რომ ბიუჯეტის პროექტის დეტალურად გაცნობის შემდეგ ადგილობრივ ხელისუფლებას საკუთარ შენიშვნებს გააცნობს.

არასამთავრობო ორგანიზაცია ”დემოკრატ მესხთა კავშირის” ხელმძღვანელი გიორგი ანდღულაძე ამბობს, რომ 2013 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტი დამტკიცებამდე ძირეულ ცვლილებებს განიცდის.

”დიდი იმედი მაქვს, რომ იმ შენიშვნებს, რასაც არასამთავრობო ორგანიზაციები საკრებულოს წარუდგენენ, საკრებულო განიხილავს და მოხდება ძირეული ცვლილებები. იმ სახით, რა სახითაც დღეს ბიუჯეტი წარმოადგინეს და ის ციფრები, რაც დღეს ჩვენ წარმოგვიდგინეს, სამწუხაროდ ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. ძალიან მწირად არის ასახული მუნიციპალიტეტის მოსახლების მოთხოვნილებები ამ ბიუჯეტში”, - ამბობს გიორგი ანდღულაძე.

მისივე თქმით, მთავრია, ადგილობრივი ბიუჯეტი მუნიციპალიტეტის ინტერესებზე იყოს მორგებული. გარდა ამისა, მოსახლეობა აქტიურად უნდა ჩაერთოს ბიუჯეტის განხილვაში: ”მოსახლეობა მაქსიმალურად უნდა ჩაერთოს ბიუჯეტის განხილვაში, იმისათვის, რომ შემდეგ ბიუჯეტში რეალურად იყოს ის საჭიროებები ასახული, რაც აქვს მუნიციპალიტეტს. თუმცა, მთავარი მარტო ბიუჯეტის მიღება არ არის, მოსახლეობის და არასამთავრობო ორგანიზაციების აქტიურობა მუდმივად უნდა გრძელდებოდეს. უნდა გაგრძელდეს ბიუჯეტის შესრულებისა და ხარჯვის კონტროლიც, რომ ის ხარჯები წესით და კანონით გაწიოს ბიუჯეტმა”.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

2013 წლის ბიუჯეტის განხილვა გრძელდება
საკრებულომ 2013 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა
ადიგენის ბიუჯეტი ტრანსფერზეა დამოკიდებული
2015 წლის ბიუჯეტს არასამთავრობოები ეცნობიან
2017 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა იწყება
ბორჯომის ბიუჯეტი 10 მილიონ ლარამდე გაიზარდა
ახალციხის მერიამ 2016 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილა