FM97.5 / LIVE

გარესამყაროს მოწყვეტილები ლიფტების მოლოდინში

მთავარისაზოგადოება 20.05.2016
ახალციხეში, მრავალსართულიან ბინებში მცხოვრები პირები, რომლებსაც ეტლის გარეშე გადაადგილება არ შეუძლიათ, საცხოვრებელი სახლებიდან იშვიათად გამოდიან. მათი ერთადერთი იმედი, შენობებზე ლიფტების დამონტაჟებაა.

გარესამყაროს მოწყვეტილები ლიფტების მოლოდინში

დავით აბდუშელიშვილი ახალციხეში, თამარაშვილის ქუჩაზე ცხოვრობს. შემთხვევა, რომელმაც ყოფილი მაიორი ეტლს მიაჯაჭვა, 6 წლის წინ მოხდა. იმ დღიდან მისი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა და სხვა რიტმში გაგრძელდა.

„სასაზღვრო პოლიციაში ვმუშაობდი, 2011 წელს, მივლინებისას, მძღოლის დაუდევრობამ ამ დღეში ჩამაგდო“, – გვეუბნება და ამატებს, – „ბოლოს ეზოში გასული წლის სექტემბერში ვიყავი. მერიდება, ამხელა ვარ და ვინმეს ვუთხრა, რომ ხელით ჩამიყვანოს“.

დავითსგან განსხვავებით, გელა ბარძიმაძეს ახალციხის ქუჩებში ხშირად ნახავთ. გელა ცხრა აპრილის ქუჩაზე, მეორე სართულზე ცხოვრობს.
ამბობს, რომ მეგობრების დახმარებით ეზოში ჩამოსვლა მისთვის პრობლემა არ არის, თუმცა, ის ერთერთი გამონკალისია, ვიცას ამის ფუფუნება აქვს: „ჩვენს ქალაქში სამწუხაროდ საკმაოდ ბევრია ისეთი, ვისაც გადაადგილება უჭირს. ზაზა თამარაშვილი [ახალციხის მერის მოადგილე] დაგვპირდა , რომ შშმ პირებისთვის განკუთვნილ ლიფტებს გაგვიკეთებს. ამაზე საუბარი დიდი ხანია დაწყებულია“.

გარესამყაროს მოწყვეტილები ლიფტების მოლოდინში

ლიფტის იმედი აქვს დავით აბდუშელიშვილსაც.

„შემპირდნენ... აზომეს, მითხრეს აღდგომამდე მზად იქნებაო... მერიიდანაც იყვნენ, მეზობლებისგან ნებართვაც აიღეს. დავუკავშირიდი რატომ იგვიანებთ–მეთქი და მითხრეს უსაფრთხებასთან დაკავშირებით მოსაგვარებელია საკითებიო“, – გვეუბნება დავითი.

იგი ამბობს, რომ ქალაქის ხელმძღვანელობისგან ეს დაპირება გასული, 2015 წლის დეკემბერში, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს მიიღო: „ჩემთან იყვნენ მერიიდან, საჩუქრები გადმოგვცეს და მაშინ ვთხოვე“.

ახალციხის მერიის ინფორმაციით ქალაქში ეტლით მოსარგებლე 30 პირი ცხოვრობს. მერიაში განმარტავენ, რომ სპეციალური ლიფტების გაკეთება ნამდვილად სურთ, თუმცა როდის და ვინ გააკეთებს, ჯერ გადაწყვეტილი არ არის. ამ ეტაპზე ცნობილი არც ისაა, რამდენ ბინაზე მოხერხდება კონსტრუქციის დამონტაჟება.

„გაჩნდა იდეა ადამიანებს, რომლებიც ვერ ახერხებენ გარეთ გამოსვლას, პირობა შევუქმნათ რომ არ იყვნენ სახლში ჩაკეტილი. ვნახეთ პიროვნება, რომელიც აკეთებს ამას და ტვირთის ასაზიდად იყენებს, სავარაუდო ხარჯთაღიცხვაც გავაკეთებინეთ. მაგრამ, პრობლემაა ის, რომ კუსტარულად მზადდება და ვინ იქნება უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი რამე რომ მოხდეს?“ – ამბობს ახალციხის მერის მოადგილე ზაზა თამარაშვილი.

გარესამყაროს მოწყვეტილები ლიფტების მოლოდინში

კონსტრუქცია, როგორზეც ახალციხის მერია საუბრობს, ასოციაცია „ტოლერანტშია“ დამონტაჟებული. ასოციაციის დირექტორის ცირა მესხიშვილის განმარტებით, ლიფტი“ შვეიცარიის საელჩოს დაფინანსებით დაამონტაჟეს. დაახლოებით 2,50–მეტრიანი კონსტრუქციით, შშმ პირს შეუძლია დაწესებულებაში ღილაკზე ერთი ხელის დაჭერით შევიდეს.

„მეორე სართულზე რომ შშმ პირი ამოგვეყვანა, 1300 ლარი დაჯდა ამის გაკეთება, მაღალ სართულებზე შედარებით ძვირი იქნება. რთულია ორგანიზაციის მოძებნაც, რომელიც ამას გააკეთებს. უსაფრთხო უნდა იყოს“, –ამბობს ცირა მესხიშვილი.

გარესამყაროს მოწყვეტილები ლიფტების მოლოდინში

მისივე თქმით „ტოლერანტმა“ პანდუსებისა და ლიფტების საკითხი ადგილობრივ ხელისუფლების წინაშე დააყენა: „როგორც ვიცი, 4 ბინაზეა საუბარი, სადაც ეს „ლიფტები“ უნდა დაამონტაჟონ. უახლოეს პერიოდში მერის მოადგილეთან შეხვედრა გვექნება“.

ზაზა თამარაშვილი ამბობს, რომ შესაძლოა ე.წ „ლიფტის“ ნაცვლად კიბეებზე ასასვლელი მოწყობილობა დაამონტაჟონ, რაც შედარებით უსაფრთხო იქნება: „ფინანსების მხრივ პრობლემა არ გვაქვს. შესაძლებელია ბიუჯეტში ცვლილებები შევიტანოთ და ამისთვის თანხა გამოვყოთ. მაგრამ, მეხუთე სართულზე რამდენად შევძლებთ ამის გაკეთებას, არ ვიცით. მთავარია პირველი პრეცენდენტი შევქმნათ უსაფრთხო და გამართული სისტემის ჩამოყალიბების“.

შეძლებს თუ არა ახალციხის მერია მიმდინარე წელს ე.წ „ლიფტების“ დამონტაჟებას შშმ პირების საცხოვრებელ სახლებზე, ამ ეტაპზე ძნელი სათქმელია. გარესამყაროსგან მოწყვეტილ პირებს კი მერიის დაპირების შესრულების ძალიან სჯერათ.

„ეს დაპირება აძლიერებს“, – გვეუბნება ქმრისგან მალულად დავით აბდუშელიშვილის მეუღლე.

გარესამყაროს მოწყვეტილები ლიფტების მოლოდინში

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის მერია შშმ პირს საცხოვრებელ კორპუსში ლიფტის დამონტაჟებას 4 წელია პირდება
ახალციხეში შშმ პირები მერიისგან  დაპირებულ  ლიფტებს მეორე წელია ელიან
ლიფტები, რომელიც მერიის ბიუჯეტში ჯერ  ვერ მოხვდა
ეტლით მოსარგებლე პირებს უნივერსიტეტში გადაადგილება გაუადვილდებათ
30 წლის შემდეგ, ახალციხეში, რვასართულიან კორპუსში ლიფტები დამონტაჟდება
შშმ პირების უფლებების დაცვისთვის ახალი პროექტი დაიწყო
ახალციხეში შშმ პირებისთვის ადაპტირებული  გარემოს შექმნაზე იმსჯელეს