FM97.5 / LIVE

ლიფტები, რომელიც მერიის ბიუჯეტში ჯერ ვერ მოხვდა

მთავარისიახლე, ეკონომიკა 25.11.2016
რვასართულიანი კორპუსის ლიფტი, რომელიც ახალციხის მერიისთვის აქილევსის ქუსლად იქცა, – ორი წელია, ადგილობრივები, მერიას ლიფტების შეკეთებისთვის ბიუჯეტში თანხის გაწერას სთხოვენ.

ლიფტები, რომელიც მერიის ბიუჯეტში ჯერ  ვერ მოხვდა

გალინა ხვიჩია მეორე წელია ქალაქ ახალციხის მერიის ბიუჯეტის პროექტის განხილვას ესწრება და ერთიდაიგივე პრობლემის მოგვარებას ითხოვს, თუმცა უშედეგოდ. მისი ერთადერთი თხოვნა, რვასართულიან კორპუსის სადარბაზოებში ლიფტების დამონტაჟებაა.

„რა გახდა სამი ლიფტი. იმ დღეს სადარბაზოში ყვირილი მომესმა, გავედი, ერთი მოხუცი ქალბატონი იყო, გზას ვეღარ აგრძელებდა. სკამი გავუტანე, რომ სული მოეთქვა“, – განაცხადა ბიუჯეტის განხილვისას თამარაშვილის ქუჩაზე, რვასართულიან კორპუსში მცხოვრებმა გალინა ხვიჩიამ.

ლიფტები, რომელიც მერიის ბიუჯეტში ჯერ  ვერ მოხვდა

ლიფტების საკითხთან კითხვები აქვს საკრებულოს დეპუტატს მამუკა მიქელაძესაც. როგორც მან ბიუეჯტის განხილვისას განაცხადა, გასულ წელს 80.000 ლარი იყო გათვალისწინებული ლიფტების დასამონტაჟებლად, თუმცა, მისი არაერთი მცდელობის მიუხედავად, თანხა სხვა მიმართულებით გამოიყენეს: „პასუხი იყო, რომ ეს არის დიდი პროექტი. თუ არ იყო საკმარისი თანხა, ერთ სადარბაზოში მაინც გაგვეკეთებინა, იქ, სადაც მეტი ხანდაზმული ცხოვრობს. ეს არის ჩემი ტკივილი“.

ბიუჯეტის განხილივისას ადგილობრივთვი თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებს არ უსაუბრიათ გამოიყოფა თუ არა ახალი ლიფტების შესაძენად თანხა. რა გადაწყვეტილებას მიიღებს ახალციხის მერია, ამ დროისთვის უცნობია.

თუმცა ქალაქის მერმა ვლადიმერ ზედგინიძემ განაცხადა, რომ აღნიშნული საკითხის გარდა პრობლემაა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების გადაადგილება, რომლებიც მაღალ სართულებზე ცხოვრობენ.

„ჩვენ გვყავს შშმ პირები, რომლებიც V-VI სართულებზე ცხოვრობენ. ჩვენ მათზე აუცილებლად უნდა ვიზრუნოთ. როგორც გავიგე, 3–5 ათას ლარამდე ჯება ლიფტების გაკეთება“, – განაცხადა ვლადიმერ ზედგინიძემ.

რაც შეეხება რვასართულიანი კორპუსის ლიფტების საკითხს, ზედგინიძის განმარტებით ისინი რეაბილიტაციას არ დაექვემდებარება და მთლიანად ახალია გასაკეთებელი.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში, რვასართულიან კორპუსში ლიფტების მოსაწყობად გამოცხადებული ტენდერი ჩავარდა
30 წლის შემდეგ, ახალციხეში, რვასართულიან კორპუსში ლიფტები დამონტაჟდება
გარესამყაროს მოწყვეტილები ლიფტების მოლოდინში
საკრებულომ ახალციხის ბიუჯეტი დაამტკიცა
ახალციხეში ახლადდამონტაჟებულ ლიფტში მობინადრეები გაიჭედნენ
ახალციხეში შშმ პირები მერიისგან  დაპირებულ  ლიფტებს მეორე წელია ელიან
ეტლით მოსარგებლე პირებს უნივერსიტეტში გადაადგილება გაუადვილდებათ