FM97.5 / LIVE
ბერიძის დანიშვნის შესახებ სასწავლებელმა ბრძანება მიიღო, თუმცა გელაშვილი ამ დრომდე რექტორის მოვალობის შემსრულებლად რჩება.">

”ორხელისუფლებიანობა” ახალციხის უნივერსიტეტში

მთავარისაზოგადოება » განათლება 20.12.2012
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს ორი რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ჰყავს. ბერიძის დანიშვნის შესახებ სასწავლებელმა ბრძანება მიიღო, თუმცა გელაშვილი ამ დრომდე რექტორის მოვალობის შემსრულებლად რჩება.

”ორხელისუფლებიანობა” ახალციხის უნივერსიტეტში
ახლად დანიშნული რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ჯერ უნივერსიტეტის თანამშრომლებისთვის ოფიციალურად არ წარუდგენიათ.

”ქალბატონ თინას შევხდი დღეს, ვისაუბრეთ. ეს მსუბუქი ადამიანური პროცესია, დიდი ხანია ჩვენ ვიცნობთ ერთმანეთს და მეგობრები ვართ. ხვალ ან ზეგ შევკრებთ თანამშრომლებს და გავისაუბრებთ მათთანაც”, - გვითხრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ახლად დანიშნულმა რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა მერაბ ბერიძემ.

ჯერ გადადგომის შესახებ უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელს თინა გელაშვილს განცხადება არ დაუწერია. ამ დრომდე დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ მას არც ბრძანება მიუღია.

”გათავისულფების საფუძვლები ნამდვილად არ ვიცი. ბატონმა მერაბმა მომიტანა მთავრობის განკარგულება, მაგრამ ეს რომ ძალაში შევიდეს, ჯერ მას საჯარო რეესტრში გატარება უნდა. ჯერ-ჯერობით არ მაქვს ეს დოკუმენტი და თუ ვინმე მოგვიტანს, მადლობას ვეტყვით, რადგან დროს ტყუილად აღარ დავკარგავ”, - გვითხრა გელაშვილმა.

მას ჯერ გადაწყვეტილი არ აქვს სასწავლებელში დარჩება თუ არა: ”არაა გამორიცხული უნივერსიტეტიდან წავიდე, დღეს გავიგე ეს ამბავი და ჯერ გადაწყვეტილი არ მაქვს”.

ბერიძე კი სამომავლო გეგმებზე საუბრობს და ამბობს, რომ სასწავლებლის რეორგანიზაციის შემდეგ რიგით პირველი პრიორიტეტი ახალქალაქსა და ახალციხეში, ორი სრულფასოვანი და თანაბრად მაღალკვალიფიციური სასწავლებლების ჩამოყალიბებისათვის მუშაობაა.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში რექტორის მოვალეობას მერაბ ბერიძე შეასრულებს
მერაბ ბერიძე უნივერსიტეტის რექტორის არჩევნებში მონაწილეობას აღარ მიიღებს
უნივერსიტეტში რექტორი შეიცვალა
დღეს სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში რექტორის მოვალეობის შემსრულებელს  დანიშნავენ
სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის რექტორობა ექვს  პროფესორს სურს
სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტს რექტორი შეეცვალა
დღეს სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში რექტორს აირჩევენ