FM97.5 / LIVE

წინასაახალწლო სამზადისი ახალციხეში

მთავარიეკონომიკა 20.12.2012
ახალციხეში წინასაახალწლო სამზადისი დაიწყო. ქუჩების მორთვა-განათებაზე წელს 30,800 ლარი დაიხარჯება.

წინასაახალწლო სამზადისი ახალციხეში
ქალაქში წელს გასულ წელს შეძენილ ნაძვისხეს დადგამენ

გასული წლისგან განსხვავებით, წელს განათებები თითქმის ყველა ქუჩაზე გაკეთდება. ადგილობრივ ხელისუფლებაში განმარტავენ, რომ მოსართავების უმეტესობა ახალია. გამოიყენებენ გასულ წელს შეძენილ აქსესუარებსაც.

ქალაქის მორთვა-გალამაზებაზე წელსაც შპს „კეთილმოწყობა“ ზრუნავს. აღნიშნული სამსახურის უფროსი ამირან ნოზაძე ამბობს, რომ ქუჩების მორთვა 25 დეკემბრამდე დასრულდება.

ქალაქის მოსართვად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 30,800 ლარია გამოყოფილი. გარდა ამისა, 1,700 ლარის ღირებულების საჩუქრები გადაეცემა უმწეოთა სასადილოს 170 ბენეფიციარს. 5,700 ლარი კი სკოლებისა და სკოლამდელი დაწესებულებების მოსწავლეების საჩუქრებისთვის დაიხარჯება.

ნაძვის ხის დადგმა 25 დეკემბრისთვისაა დაგეგმილი.

„დაიდგმება ძველი ნაძვის ხე. ისეც ძვირადღირებულია და საჭიროდ აღარ ჩავთვალეთ ახლის შეძენა“, - გვეუბნება ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ზაზა ხუციშვილი.

კულტურის სამსახურის უფროსის იური ზარიძის განმარტებით, დაგეგმილია საახალწლო კონცერტის გამართვაც, რომელშიც ადგილობრივი ანსამბლები მიიღებენ მონაწილეობას.

[ბექა რეხვიაშვილი, დათო ანდღულაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში ნაძვის ხე დადგეს
ახალციხეში ახალი წლისთვის ემზადებიან
ახალციხის მთავარი საახალწლო ნაძვის ხე განათდა [Photo]
46.277 ლარი საახალწლო ღონისძიებებისთვის – ტენდერი ‘კეთილმოწყობის’ თანამშრომელმა მოიგო
ახალქალაქსა და ნინოწმინდაში საახალწლო ღონისძიებებისთვის 16 000 ლარი დაიხარჯება
35,700 ლარი საახალწლო ღონისძიებებისთვის  ახალციხის თემში
ახალციხეში მთავარ ნაძვის ხეს აწყობენ [Photo]