FM97.5 / LIVE

46.277 ლარი საახალწლო ღონისძიებებისთვის – ტენდერი ‘კეთილმოწყობის’ თანამშრომელმა მოიგო

მთავარიეკონომიკა 16.12.2015
ახალციხის ქუჩებს საახალწლოდ წელსაც შპს „კეთილმოწყობის“ თანამშრომელი, ინდივიდუალური მეწარმე ამირან ნოზაძე მორთავს, თავადვე შეიძენს საჩუქრებს ბავშვებისთვის. ნოზაძემ ტენდერი უკონკურენტოდ მოიგო.

46.277 ლარი საახალწლო ღონისძიებებისთვის – ტენდერი ‘კეთილმოწყობის’ თანამშრომელმა მოიგო
საახალწლოდ წელსაც ამ ხეს მორთავენ

ახალციხის ქუჩების მორთვა საახალწლოდ უკვე დაიწყო. თუ გასულ წლებში, რამდენიმე წელიწადი ზედიზედ, ქალაქის საახალწლო ელფერზე შპს „კეთილმოწყობა“ ზრუნავდა, ბოლო ორი წელია ტენდერს მისი ყოფილი დირექტორი და ამჟამად რიგითი თანამშრომელი, ინდივიდუალურ მეწარმედ დარეგისტრირებული ამირან ნოზაძე იგებს. ნოზაძეს ტენდერში კონკურენტი არ ჰყავდა.

ინდ მეწარმე „ამირან ნოზაძე“ სამუშაოებს 46.277 ლარად შეასრულებს. ქალაქში წელსაც მესხეთის თეატრის წინ მდგარ ბუნებრივ ხეს მორთავენ.

„ქუჩებში ახალ მანათობელ კონსტრუქციებს დავაყენებთ. მორთვა 25 დეკემბერს უნდა დავასრულოთ. ამ დღესვე მოირთვება ნაძვის ხეც, რომელსაც დაცვას დავუყენებთ“, – ამბობს ამირან ნოზაძე.

იგი გვიხსნის, რომ ინდივიდუალურ მეწარმედ ოთხი წლის წინ დარეგისტრირდა, მართალია ეს მისი მხოლოდ მეორე ტენდერია, მაგრამ მსგავსი სამუშაოების გამოცდილება აქვს: „მანამდეც მიწევდა მსგავსი სამუშაოების შესრულება, როდესაც „კეთილმოწყობის ხელმძღვანელი ვიყავი“.

აღსანიშნავია, რომ ნოზაძეს წინა ტენდერიც გასულ წელს ამ დროს და ისევ ქალაქის მორთვაზე აქვს მოგებული.

ამირან ნოზაძე შპს „კეთილმოწყობის“ ხელმძღვანელად 2003 წლიდან 2014 წლის 29 ივლისამდე მუშაობდა. ამ დროიდან დღემდე ამავე სამსახურის სპეციალისტია.

ტენდერის პირობების თანახმად, ამ თანხაში შედის საჩუქრების შეძენა ახალციხის მეშვიდე სკოლის 31 მოსწავლისთვის. მათ მერია 28 დეკემბერს ესტუმრება. ასევე საჩუქრების შეძენა იმ პატარებისთვის, რომლებისთვისაც 31 დეკემბერს, შუადღეს, ახალციხის ცენტრში საახალწლო წარმოდგენაც გაიმართება. ამ პატარებს 31 დეკემბერს, 18:00 საათზე დაასაჩუქრებენ. მერიაში განმარტავენ, რომ საჩუქრებს 500 ბავშვისთვის გაამზადებენ.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის მთავარი საახალწლო ნაძვის ხე განათდა [Photo]
ახალციხეში ახალი წლისთვის ემზადებიან
46.277 ლარი საახალწლო ღონისძიებებისთვის - მერიამ ტენდერი გამოაცხადა
რა იგეგმება ახალციხის ცენტრში ახალი წლის ღამეს?
ახალციხის მერიამ საახალწლო ღონისძიებებისთვის ტენდერი 39 614 ლარზე გამოაცხადა
ახალციხე საახალწლო განათებებით ირთვება
35,700 ლარი საახალწლო ღონისძიებებისთვის  ახალციხის თემში