FM97.5 / LIVE

'ნაციონალებმა' სამცხე–ჯავახეთის მაჟორიტარები დაასახელეს

მთავარიპოლიტიკა 10.05.2016
"ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ", 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, სამცხე–ჯავახეთში მაჟორიტარობის კანდიდატები შეარჩია.

'ნაციონალებმა' სამცხე–ჯავახეთის მაჟორიტარები დაასახელეს

კონფერენციაზე, რომელიც დღეს, ახალციხეში გაიმართა, განმარტეს, რომ ადიგენისა და ახალციხის მაჟორიტარობის კანდიდატი ვაჟა ჩიტაშვილი იქნება; ახალქალაქის ხუთი სოფელის ( აზავრეთი, კოჭიო, პტენა, ბარალეთი, და ჩუნჩხა) ასპინძასა და ბორჯომის სახელით კი ტარიელ ლონდარიძე იბრძოლებს. ორივე მათგანი მოქმედი მაჟორიტარები არიან. ჩიტაშვილიც და ლონდარიძეც საპარლამენტო უმცირესობას წარმოადგენენ. ამ ეტაპზე, ვაჟა ჩიტაშვილი პარლამენტში ახალციხის, ტარიელ ლონდარიძე კი ასპინძის ინტერესებს იცავს.

როგორც პარტიაში ამბობენ, ახალქალაქის დანარჩენი ნაწილისა და ნინოწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატად სამველ პეტროსიანი განიხილება. თუმცა, ჯერ ეს საკითხი გადაწყვეტილი არ არის. პარტია თავად პეტროსიანის გადაწყვეტილებას ელოდება. ჩიტაშვილისა და ლონდარიძის მსგავსად, სამველ პეტროსიანიც საპარლამენტო უმცირესობის წევრია.

დღესვე დასახელდნენ სიის წევრები. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საპარლამენტო სიაში იქნებიან: ზურაბ ჩილინგარაშვილი, გევორქ შუშანიანი და ბესიკ ბექაური.

კონფერენციას, რომელიც დღეს, 10 მაისს, ახალციხის ოფისში გაიმართა, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის დელეგატები, მოქმედი მაჟორიტარები და ასევე, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ–ერთი ლიდერი მიხეილ მაჭავარიანი ესწრებოდნენ.

შეგახსენებთ, თუ აქამდე სამცხე–ჯავახეთის მუნიციპალიტეტებს, ახალციხეს, ადიგენს, ასპინძას, ბორჯომს, ნინოწმინდასა და ახალქალაქს, პარლამენტში თითო დეპუტატი ჰყავდათ, ახალი მოწვევის პარლამენტში რეგიონის სახელით მხოლოდ სამი მაჟორიტარი შევა. ახალციხე და ადიგენი ერთ საარჩევნო ოლქად გაერთიანდა; საერთო დეპუტატი ეყოლებათ ახალქალაქსა და ნინოწმინდასაც, თუმცა, ახალქალაქი ნინოწმინდას ხუთი სოფლის გარეშე მიუერთდა; ახალქალაქის ხუთი სოფელი ( აზავრეთი, კოჭიო, პტენა, ბარალეთი, და ჩუნჩხა) კი ასპინძასა და ბორჯომთან გააერთიანეს;

'ნაციონალებმა' სამცხე–ჯავახეთის მაჟორიტარები დაასახელეს

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ტარიელ ლონდარიძე: „ოლქების გაერთიანება ამომრჩევლის უკმაყოფილებას იწვევს“
'ნაციონალურმა მოძრაობამ'  მაჟორიტარების დასახელება  სამცხე–ჯავახეთიდან დაიწყო
'ნაციონალური მოძრაობის' მაჟორიტარობის კანდიდატები სამცხე–ჯავახეთში
შეცვლილი მაჟორიტარული საზღვრები
ასპინძის, ბორჯომისა და ახალქალაქის ხმებისთვის  ‘ნაციონალებიდან’ ტარიელ ლონდარიძე იბრძოლებს
‘ნაციონალებმა’ ახალქალაქსა და ნინოწმინდაში მაჟორიტარი შეარჩიეს
'ნაცმოძრაობამ' ახალქალაქი–ნინოწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატი წარადგინა